Accessibility links

logo-print

უიღბლო სპერმატოზოიდი


ავტორი: ალექსანდრე გაბელია

მინისტრები მრგვალ მაგიდას შემოუსხდნენ. სექსუალურად დაკმაყოფილებული თვალები ორგაზმს განიცდიდნენ. დარბაზში პოლიტიკური ოხშივარი ტრიალებდა.
-პრეზიდენტი იგვიანებს-ძალიან დაკავებულია,უამრავი საქმე აქვს.პრეზიდენტის გამოჩენამ დარბაზში ოვაციები გამოიწვია.მუცელგაბერილი მინისტრები ფეხზე წამოდგნენ. თათბირი დაიწყო.
-ბატონო პრეზიდენტო,მინდა შევაჯამოთ ბოლო თვეების ნამოღვაწარი,უდავოდ დიდი პროგრესი გვაქვს.
- ნამდვილად. უმუშევართა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, ქვეყანაში ხალხს აღარ შია,ყოველდღიურად ვპროგრესირებთ.ერი ბედნიერია.

სოციუმიდან გამოჟღენთილი ჰაერი გარესამყაროს აბინძურებდა.
მატარებლის ვაგონში აუტანლად ციოდა. შარდის სუნს მოეცვა მთელი ოთახი, ფანჯრები დაორთქლულიყო,აბლაბუდაში გახვეული ობობა ტიროდა;

დედა ძაძებში იყო გახვეული,ნაოჭებიანი თვალები სევდას მოეცვა. მას დიდი ხნის წინ დაუშრა რძე. პატარა ურძეო ფაფას შეექცეოდა. ხუთი წლის ბიჭუნა კი წრიალებდა.

- დედა,მამა როდის დაბრუნდება?
- მალე შვილო. ხომ იცი,რომ ჯარშია და ქვეყანას ემსახურება.
სულ არ იცოდა პატარამ, რომ მამა რამდენიმე თვის წინ ავღანეთში ბრძოლის დროს დაეღუპა და ის არასდროს დაბრუნდებოდა. ვერასდროს ჩაიკრავდა გულში, ვერასდროს გაუბრაზდებოდა,გაუღიმებდა. თუმცა იგი ნახავდა სხვა ხალხს,მასთან მოვიდოდნენ თვითკმაყოფილი პოლიტიკოსები,სოციუმს შეწირული საზოგადოება. არ უნდოდა პატარას მათი ნახვა, ისინი მისთვის ჩასვრილ „პამპერსთან“ ასოცირდებიან.

პრეზიდენტის სიტყვას მინისტრები ოვაციით შეხვდნენ. სხდომა გაგრძელდა.

- ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ხალხმა ირწმუნა ჩვენი,ირწმუნა ღმერთის.
- ნამდვილად პრეზიდენტო. ხალხის უმრავლესობა ჩვენ გვაძლევს ხმას. არჩევნებს აუცილებლად მოვიგებთ. ეს იქნება ახალი ეპოქის დასაწყისი.

ეკლესიის ეზოში მათხოვარი დედა დაჩოქილიყო და ფულს ითხოვდა. თვალები ნერვიულობისგან უფეთქავდა. პატარა გოგონა საბანში ჰყავდა გახვეული. ბავშვს ცარიელი ბანბანერკის ყუთი ეჭირა ხელში და ტლიკავდა. ენაზე სიტკბო იგრძნო თუ არა ჩაეძინა.
წირვამ დიდებულად ჩაიარა.
ესკორტი შენობის წინ შეჩერდა. შავებში შემოსილი მამაკაცი ამაყად გადმოვიდა.
სახლში ბედნიერად შეეგებნენ შვილები. ბავშვები შოკოლადით იყვნენ მოთხუპნულები.
მშვენიერი სუფრა გაიშალა. ბედნიერი სახეები და გემრიელი კერძები ერთმანეთს ავსებდნენ. მამა ჯვარს ემთხვია და გადაიღო თეფშზე ღორის ხორცის მსუყე ნაჭერი.ხიზილალაც დააგემოვნა. ქონიანმა ხორცმა წვერ-ულვაში დაუსველა. მისი თვალებიდან სიამოვნება იღვრებოდა. ოთახში სასიამოვნო სუნი იდგა. საკმეველის და ხორცის არომატი ერთმანეთში არეულიყო.

პრეზიდენტმა განაგრძო გამოსვლა.
- ჩვენი გამარჯვებაა,ის რომ დღეს კანონი უზენაესია .კრიმინალის რიცხვი მინიმუმამდეა დაყვანილი.
- ნამდვილად პრეზიდენტო. ადამიანები წლებია ნდობას გამოხატავენ პოლიციის მიმართ. მთელი გუნდი შეკრულად,ეფექტურად და სამართლიანად მუშაობს.
- ეს ჩვენი მმართველობის დროს ყოველთვის ასე იყო და ასე გაგრძელდება. ბოლომდე ავაშენებთ დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანას.

მეგობრები მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ყველაფერი იდეალურად ჩაივლიდა,რომ არა...
ღამის პირველი საათი იყო.
გზაზე მიმავალ პატრულის ესკორტს გაასწრო თუ არა ჩამავალმა ავტომობილმა, იმავდროულად გააჩერეს. ხუთი მეგობარი გადმოსვეს და პირადობის მოწმობები მოსთხოვეს. დაამატეს,რომ ეს უბრალო შემოწმება იყო და კორექტულად მიუთითეს პატარა დარღვევაზე.ამასობაში გამოჩნდა პატრულის მეორე ესკორტი,საიდანაც აგრესიული მზერით გადმოვიდა იარაღმომარჯებული პოლიციელი. კბილები კრიკეტის ბურთებს მიუგავდა, თვალები ადუღებულ ლავას. ატყდა გინება, მეგობრები მიწაზე დაყარეს... იარაღმა გაისროლა და სისხლით შეიღება მთელი ქუჩა. ერთ-ერთი მადგანი ადგილზე გარდაიცვალა. სხვები უმოწყალოდ სცემეს.
მეორე დილით ტელევიზიით ხალხი იგებს,რომ საშიში კრიმინალი,რომელსაც პოლიციელის მოკვლა სურდა, განეიტრალებულია. მისი თანამზრახველები კი
დაკავებულები არიან. ერი კმაყოფილია. ცხოვრება კვლავ მშვენიერია...
სადღაც შორს მუსიკა გუგუნებს. ძალიან დრამატული,ამაღელვებელი. თუმცა სოციუმისთვის ეს მელოდია უცხოა. დიმიტრი შოსტაკოვიჩის მეშვიდე სიმფონია არის მუსიკა ტერორზე,სულის მონობაზე,ადამიანთა სიბრმავეზე,უგუნურობაზე.

ჭაობი ბინდბუნდს მოეცვა. ბამბუკის ფოთლები გარშემო მოფანტულიყვნენ.
საშინლად შემაწუხებელ ბზუილს აეკლო იქაურობა. უამრავი მწერი და ქვეწარმავალი ტკბებოდა სანახაობით. ჭაობში ჩაფლულიყვნენ პოლიტიკოსები,მუშები,,მეწარმეები,მორწმუნეები თუ ურწმუნოები...ასევე აქ იყვნენ ის უიღბლო სპერმატოზოიდები,რომელთა მონდომებაცაც შედეგი ვერ გამოიღეს.
იყო ერთი ოფლის ღვრა,ყვირილი,ჩხუბი... ქვესკნელიდან ამოსვლას ვერავინ ახერხებდა.
მათ ტანჯავდათ შექმნილი ვითარება,კბენდათ მწერები. ღორების ღრუტუნი ამ იდილიას კიდევ უფრო ამძაფრებდა.

ცა განათდა. ჭაობს თოვლივით თეთრმა მტრედმა გადაუფრინა. სადღაც შორს სინათლე მოსჩანს. პატარა ბიჭი ნელი ნაბიჯებით მიიწევს უსასრულობისკენ... უნდა გავიდეს სიბნელიდან და იქ აღმოჩნდეს...
მირბის...ყველაფერს აკეთებს, რომ ამ უიმედობას გაექცეს . დაიბადოს ახალ სამყაროში, სადაც უღმერთობას რწმენა არ ერქმევა, სიძულვილს სიყვარული, შავს თეთრი...
გარბის... თითქოს და გადააბიჯა ზღრუბლს...
მაგრამ ასეთი სამყარო არ არსებობს...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG