Accessibility links

logo-print

ჩვენ “შუაშისტები”


ავტორი: ანა ჯაფარიძე

ნეიტრალური პოზიციის დაკავება ხშირად საზოგადოების თვალში ინდიფერენტულ დამოკიდებულებას იწვევს. ნაწილი ვფიქრობთ შუალედურათ ანუ არ ვართ გულგრილები, მაგრამ მოვლენების განხილვისას ჩნდება სხვადასხვა აზრი. ამიტომაც ოთხი ტიპი ჩამოყალიბდა მომხრე, მოწინაღმდეგე, “შუაშისტი” და გულგრილი. პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენები ფონზე მაგალითად დღევანდელი უკრაინული მოვლენები ბევრს გულგრილად არ ტოვებს, თითქმის ყველა სოლიდარობას უცხადებს, მაგრამ არიან ისინიც ვინც თავს იკავებს, პოზიციას არ გამოხატავს. ქვეყანა პატარა ოჯახივითაა, სადაც თითოეული წევრი ზემოთ ჩამოთვლილი პოზიციდან გამოდის. აქაც შუაშისტი უმცირესობაშია ან ესმით მისი, ან არა, ან შეიძლება შეურაცხადაც კი მონათლონ. ამიტომაც უმცირესობა მასისგან მუდმივი დარტყმის ქვეშაა. შენი განსხვავებული აზრი უარყოფილია ხშირ შემთხვევაში დაცინვის საგანი ხდება.

რატომ ვართ შუაშისტები? ალბათ მოვლების არაადეკვატურობის გამო. ამიტომაც განვითარებული მოვლენების ფონზე, ნებისმიერი საკითხი ავიღოთ, თუნდაც ამ თვეში ზედმეტადაც აქტუალური რელიგიური თუ პოლიტიკური. ხელისუფლების მხრიდან საკითხების დაყენება საზოგადოებაში იწევვს მრავალფეროვანი აზრის გამოხატულებას. აქტუალური ახლა რელიგიური კონფენსიების დაფინანსება და საზ. მაუწყებლის არ დაკომპლეკტება. მოდი და არ იყო ამ საკითხებში შუაშისტი, ჯერ ერთი ვერ გადაწყდა უკვე გაწელილი ტელევიზის ხელმძღვანებლობის ამბავი და მეორე რა დაფინანსებაზეა საუბარი, როცა ბიუჯეტი ისედაც ასე მცირეა სოციალური დახმარებისთვის. ამ დაფინანსებაში უნდა შედიოდეს ყველა რელიგიური მრწამსი, მათ შორის უმცირესობაც. მზდაა საქართველოში არებული რელიგიური ინსტიტუტების დაფინანსებისათვის ბიუჯეტი? რატომ უნდა აღმოჩნდეს აქაც უმცირესობა შეზღუდული? საერთოდ სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა არსებობდეს დაფინანსება, ეკლესიები ისედაც ფინანსდებიან შეწირულობებით საზოგადოების მხრიდან. რატომ გახდა წლის დასაწყისი ასე მძიმე რელიგისთვის? რატომ ხდება სახელმწიფოს მხრიდან არაჩამოყალიებებული წინადადებების მიღება? ამას ერთი ერთი ახსნა აქვს, გამოუცდელობა და არაპროფესიონალიზმი. შეიძლება ერთი გამოსვლით აღაფრთოვანო მაყურებული ამერიკულ ნიუსში გამოსვლისას (ამას წინა მთვარობაც ახრეხებდა), რამაც გაკვირვება გამოწვია ხალხში. ქართულაზე უკეთესად გადმოცემის უნარი ალბათ გასაკვირია? ვფქირობ აქაც “შუაშისტი” გამოვდივარ.

ზემოთ ვახსენე ბევრი მოვლენა ჩაგაყენებს შუაშისტურ პოზიციაში, მაგრამ არის ფაქტები რომელზეც ვერ იქნები შუაშისტი. თუნდაც ვანო მერაბიშვილის განაცხადი ერთერთ ოპერაცის დროს. მთელი ფეისბუქი ახლა ირონიულ სტატუსებშია. დემოკრატიული სახელმწიფოს ყოფილი მინისტრი, რომელიც ევროპულ გზაზე იდგა და მის პრინციპებს ახორციელებდა, ახლანდელ მთვარობას რუსომანიაში ადანაშაულებდა, ახლა თავად აღმოჩნდა რუსოფილი. ვიდეო მაგონებს პუტინის ხელწერას თუ “პირწერას” არა უფრო. ნუ გამტყუნებ იმას ვის მაგალითსაც თავად იღებ. ყოფილი ხელისუფლების თუ ახლანდელი შეცდომები უკვე იუმორის საგანი გახდა ხალხის თვალში, რაც ნათლად ჩანს სოციალურ ქსელებში. დაცინვა- აი რა სიტყვით შეიძლება შეფასდეს ყველაფერი. შუაშიტიც ერთერთი დამცინავია. აქდან გამომდინარე მალე უცირესობიდან გადავინაცლებთ უმრავლესობაში. შეიძლება კვლავ ტოკშოუებს მივუბრუნდე, მაგრამ რა ვქნა სხვა განსახილველი არ დამიტოვეს. თავად თემები მრავლის მეტყველია. ყბად აღებული პირადი ურთიერთობები სად არიან კაცები? რატომ არის ამდენი ქალი მარტო? და ა.შ. შუშისტურად რომ განვიხილოთ აქ ვისაც ეს საკითხი აწუხებს ამ შემთხვევაში ავტორს ვგულისხმობ თავად უნდა გადაწყვიტოს. აშკარა პირადი პრობლების გამოტანა აუდიტორის წინაშე განხილვა პროფესიონალიზმის მინუსია. დარწმუნებული ვარ მაინც სერიალებისგან განსხვავებით დიდი რეტინგი ექნებოდა, ვიდრე მის კოლეგის შოუს, რომლის ავტორსაც ეგონა კაჯრეთში ჩატარებული კონცერტით რეტიგებს მოხსნიდა სატელევიზიო ეთერში. აქედან ჩანს რომ გემოვნება არა მასობრივი და ის ინდივიდუალურია. ამიტომ გგონია გემოვნებიან ამზადებ, მაგრამ გასათვალისწინებელია შენი გემოვნებით და არჩეული თემით სრულიად შესაძლებელია გამღიძიანებელი გახდე ბევრისთვის. მზად უნდა იყო ერთგვარი შეტევისთვის და დარტყმისთვის.

პოლიტიკური შოუს მოწყურებულებს გვიბრუნდება რეაქცია. მეამბოხე წამყვანი ვნახოთ რასს შემოგვთავაზებს, უკვე ცნობილია თემა “ვანო და მისი გვამები” (ამ თემაზე ორი სიტყვა ვთქვი ბევრას აღარ ვილაპარაკებ). საღამო მხურვალე და მწავავე გველის. უკვე მერამდენეთ ბრუნდება ავტორი ერთიდაიმავე სათაურით ეთერში ვერ გაიგებ. ვნახოთ რას შეამჩნევს ახალს “შუაშისტური” თვალი, იმედი მაქვს კოლეგა თავის ჩვეული ენერგით შეუდგება საქმეს. ინგა გრიგოლია არის თავისი საქმის პროფესიონალი, კარგად მახსოვს მისი და სანაიას ვიზიტი ჟურნალისტ სტუდენტებთან კლუბ “რეპორტიორში” ასევე მისი რეაქცის თაკო ფხაკაძის დაწერილს ორებზე უწყისებში. პირველი არხის ეთერიდან მოყოლებული ყოველი გადაცემა მწვავე, რეაქციული და სწორი კითხვებით იყო. რეპონდეტები დასამახსოვრებელი სიტუაციებით, კამათი დილაოგი და ბოლოს გადარზრდა ჩხუბში (გაქცეული ბენდუქიძე არ დამავიწყდეს) მოგერიება ცოტა რთულია ასეთის შემდეგ. ამიტომ ნინია კაკაბაძეს არ დავეთანხმები, მაინც გრიგოლია საუკეთესო ჟურნალისტი თავისი მიღებული ღირსების ორდენით. (თან თუ გავითვალისწინებთ ნოდარიკო მელაძეც მასთან მუშაობდა). ამ შემთხვევაში შუაშისტურ პოზიციას ჩამოვრჩებით, მაგრამ შეფასება მაინც საშუალოა. შუალედურია ჩემი პირადი მოგონება და მისი შოუების ჩამონათვალი.

“შუაშისტი” ადამიანი, რომელიც მოვლენების, ორი ადამიანის სიტაუციის, პოზიციის, შეფასების ყოველი ამის შუაშია. რამდენად მართალია ეს ადგილი გეკავოს, როცა ხდება ბევრი ისეთი რამ ვითომდა გულგრილი არ უნდა დაგტოვოს, ვფიქრობ ამ სიტუაშია ყოფნა პასუხისმგებლობას აგარიდებს. მაშინ გამოდის ჩვენ შუაშისტები უპასუხისმგებლობი ვართ, ან კიდევ ასე ვჩანვართ. არ მოგვწონს ბევრი რამ, არც პოზიცია ვართ არც ოპოზიცია. ნაკლებად ესმით ჩვენი, ყველას როდი შეუძლია ბალანსი დაიცვას და შეინარჩუნოს, რაც ჩვენ კარგად გამოგვდის ნებისმიერ სიტუაციაში. სკოლაში სწავლის დროს ოთხიანის მიღება მინდოდა ვიდრე დამატებული ხუთიანის, ან დარეკილის და გაფრთხილებულის. ამით საკუთარი თავის შეფასება მომავალში მიადვილდებოდა, უფრო შესაძლებლობების. არ მიმაჩნდა გამორჩეული ვიყავი რამით, ამიტომ დღემდე საშუალო შეფასება მაქვს საკუთარი თავის, რაც ხელს მიწყობს ვიყო შუაშისტი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG