Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: ანა ლომთაძე

? ააა ჰო, მე ვზივარ სკამზე, რომელიც ნახევარად წაყირავებულ მდგომარეობაშია, არადა ოთხი საყრდენი აქვს და წესით მყარად უნდა იდგეს,მაგრამ რომელი წესით? განა არ შეიძლება ორ ფეხზე იდგეს და თან იმაზე მყარად ვიდრე ოთხზე, რადგან მე მიჭირავს ჩემი სხეულით და არ ვაპირებ დავილეწო და დავსახიჩრდე, თუმცა ყველაფერი დასაშვებია, ისიც კი რომ ეს ნაწერი ვინმეს საინტერესოდ მოეჩვენოს... ვზივარ და რატომღაც ჯონ ქეიჯი მახსენდება თავისი 4 და 33-ით, ვცდილობ საკუთარ თავს დავუგდო ყური და ვკითხო რამე რაც მაინტერესებს,თუმცა ამწამს არაფერი მახსენდება,არადა გადავწყვიტე მხოლოდ ის მეწერა რაც თავში იმწამსვე მომადგებოდა,ნაწერი როგორც მდინარის მდინარება... მგონი ცუდი არჩევანია, ვგრძნობ თანდათან როგორ ვიჭედები, თუმცა არაფერსაც არ წავშლი, რატომ უნდა წავშალო, ძლივს სიტყვა მოვიდა თავში და წინადადებადაც გადაიქცა, ასოებს ნელ-ნელა ვბეჭდავ კლავიატურაზე, რომ არ შევჩერდე, თორე ყველაფერი დაიმსხვრევა და გული დამწყდება, არდა თუ დავფიქრდებით არ არსებობს არანაირი ტრაგედია, შეიძლება თუ არა შენი რეალობის განცდას ვერ შეეგუო? მგონი რაღაც გაუგებრად დავწერე და უკეთესი ვარიანტი უნდა მოვუნახო არადა სულ იმაზე ვფიქრობ შემდეგი სიტყვა რა იქნება, პარალელურად მახსენდება რომ, რაჭველი ვარ, და ეს არფერსაც არ ნიშნავს... ნეტა ის მაინც მახსოვდეს ზემოთ რას ვწერ და რამდენად ლოგიკურად მიდის ჩემი „ნამუშევარი“ , თუმცა ჩემი მიზანი ხომ ის იყო რომ დამევიწყებინა ყველა წესი რაც წერისას უ ნდა გაითვალისწინო და საშინელი მასალა შემექმნა, რატომ გამიჩნდა სურვილი აბდაუბდა გამომეყვანა, ეს ხო ისედაც მარტივია, ოღონდ დასანახად, გაიხედავ და ყველაფერი აბდაუბდაა და ისიც არ იცი აბდაუდა რას ნიშნავს, თუმცა საკუთარი წარმოდგენა გაქვს ამ სიტყვასთან დაკავშირებით, აი ყველაფერი რომ ერთმანეთშია არეული და ოი, საოცრებავ არც ის იცი რას ნიშნავს სიტყვა „ყველაფერი“... რა შეიძლება იყოს ყველაფერი? ალბათ ის რაც მე ვიცი საკუთარი გამოცდილებიდან ან „რაღაციდა“ ან „სადღაციდან“ მიღებული ცოდნით,თუმცა არც ის ვიცით რამდენად ზუსტია ჩემი ცოდნა, არადა „ყველაფერი“ არამგონია მარტო ჩემ მცირე ცოდნას გულისხმობდეს, გამოდის რომ მოვიხმარ სიტყვას რომელიც არ ვიცი რას ნიშნავს და მგონია ის რაც არ ვიცი ზუსტია თუ არა და მაინც რეალურად მეჩვენება, მერე კიდე იტყვიან ჩვენი რეალობა ესეთია და ამდაგვარი... საიდან გაარკვიეთ ? მგონი არ უნდა არსებობდეს „ჩვენი რეალობა“... არსებობენ მოვლენები რომელიც ხდება ჩემს, შენს, იმის, ჩვენს, თქვენს და მათ დასანახად და მაინც არ არსებობს „ჩვენი რეალობა“ ,თუნდაც იმიტომ რომ ყველაზე ბანალურად და ტვინისმომაბეზრებლად ადამიანი ინდივიდია და არა კოლექტივი.................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................. .......... ამ წერტილების წერას გავაგრძელებ და მაინც არ შევწყვეტ ხელის მოძრაობას რომელიც უაზროდ და დაბნეულად გადაადგილდება კლავიატურაზე, ვფიქრობ ბევრ წერტილს დავსვამ არადა ძნელია წერტილის დასმაო ამბობდა ჩემი ქართულის მასწავლებელი, არა რა შაქრო მას ხედავ რამდენი წერტილი დავსვი? არადა არ უნდა დამესვა, თუმცა ხომ ხედავ ამით არაფერი დაშავდა... ვერ ხედავ, მაგრამ არაუშავს, აბა რომელი მთავარი წესები დავიცვა სტრუქტურულად კარგად და ფუნქციურად უსარგებლოდ რომ გამოვიყურებოდე? ----- ააა, ჰო ველი არ უნდა გადავკვეთო, სასვენი ნიშნები დავსვა სწორად, წინადადებებს აზრი რომ არ დაუკარგოს... ერთი კითხვა შაქრო მას თუ შეიძლება?... შეიძლება.... მადლობა, თუ ნაწერს არანაირი აზრი არ აქვს აქვს თუ არა მნიშვნელობა წესების დაცვას, დაეხმარება მას რამეში ველის არ გადაკვეთა? ------ აჰა, ანუ არ არსებობს რაიმე აზრის გარეშე? ---- მგონი უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა არ არსებობს აზრი ადამიანის გარეშე, მინდა დავფიქრდე, გამოდის რომ თუ არსებობს ადამიანი არსებობს აზრიც, თუმცა და ეს „თუმცა“ ყველაფერს უარყოფს............................... თუმცა ეს არაა ყველასთვის გასაგები, ყველასთვის კი არა არავისთვის გასაგები, შეგვიძლია თუ არა გავუგოთ ჯიმი პეიჯს, მე, ალბერ კამიუს ან გივის ? აი ზუსტად ისე როგორც ჩვენ ვფიქრობთ და არა საკუთარი ინტერპრეტაციებით.... ჯამში ადამიანები ერთმანეთს, მთლიანად, ვერასდროს გაუგებენ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ......................... და ყოველთვის ვიკამათებთ და ვიჩხუბებთ, ვიომებთ “სიბინძურისთვის” “მაღალი ღირებულებების” საფარველს ამოფარებულები....... კი და არა დიახ,

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG