Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ანატომია


ავტორი: გიოგი ჩიხლაძე

საოცარი ხალხი ვართ ქართველები.არ მინდოდა ასე დამეწყო, რადგან ვიცი, რომ ძალიან ბანალური დასაწყისია ,აჯობებდა მეფიქრა ორიგინალურ წამოწყებაზე. მაგრამ ეს ის ფიქრის განივთებული სიტყვებია წინადადებებად,რომლის თქმაც მინდოდა,მიუხედავად იმისა, ბანალური არის თუ არა. დავიწყოთ და მალე დავამთაროთ.
საოცარი ხალხი ვართ ქართველები. გვაქვს დიდი კულტურული ღირებულებები და ფასეულობები, უდიდესი ტრადიციული მონაპოვარი და დიდი თვითშეგნება,მაგრამ, ზუსტად მაშინ ვმალავთ, ვმარხავთ, ვაბამთ ან მისთ მსგავს თვისებებს,როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება. თუ ვინმე მეტყვის, რატომ გამოგვაქვს ბანკიდან სესხი და ვყიდულობთ ჯიპს და არა ავტომანქანას და შემდეგ ავტოფარეხში ვალპობთ საწვავის ფულის არქონის გამო, თუ ვინმე მეტყვით, რატომ ვაკეთებთ 600 – კაციან ქელეხსა და ქორწილს და შემდეგ ქრონოლოგიურად ვალაგებთ ვის,როდის და როგორ დავუბრუნოთ აღებული ვალი,თუ ვინმე დამიმტკიცებთ რატომ უნდა ვიფიქრო გუმბათის მოოქროვებასა და ოქროს დარაბების ჩამოსხმაზე,როდესაც ირგვლივ უამრავი გასაცოდავებული,დაბეჩავებული ადამიანი ცოცხლობს, მაშინ სადაც გინდათ იქ წავიღებ ჩემს სიტყვებს და საიდანაც გინდათ იქიდან მოგიტანთ ბოდიშს.
მაგრამ,ვფიქრობ,რომ მართალი ვარ.
არც ის იქნება არაბუნებრივი პოსტის კითხვისას გაიფიქროთ, რომ მე არ ვარ მართალი. ბუნებრივი იქნება თქვენის მხრივ თქვათ,რომ ყველაფერი დროებითია,პირობითია და გადაგვივლის ვირუსი. მაშინ მე გეტთვით – თქვენც მართალი ხართ.
და თუ, ამ წინადადებამდე მოდით და ფიქრობთ,როგორ შეიძლება ჩემი ნააზრევი და მისი საპირისპირო შეხედულება ერთდროულად იყოს მართალი,მე თამამად გეტყვით- თქვენც მართალი ხართ!
ასეა,ჩვენ ყველა ჩვენეული სიმართლით ვცხოვრობთ. მაგრამ, ჩვენეული სიმართლის ცხოვრების პარალელურად, ჩვენს გასაცოდავებულ საქართველოს რა ეშველება?!
ჰო, რაზე შევჩერდი : ქართველები საოცარი ხალხი ვართ…

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG