Accessibility links

logo-print

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება და აქციონრის დარღვეული უფლება


ავტორი: არჩილ ჭავჭანიძე

ძალიან საინტერესოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისს მიერ მიღებული გადაწყვეტილბა, რომრლიც შეეხება „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“- .მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (საკუთრების უფლება) და მე-14 მუხლთან მიმართებით (თანასწორობის უფლება). ასევე მინდა განსაკუთრებული ყურადღება დავუთმო „მეწარმეთა შესახებ კანონი“–ის 534- ე მუხლს და ვისაუბრო საკუთრების საყოველთაო უფლების შეზღუდვაზე,(საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 21- 1 ნაწილი)რაც წინამოწვევის პარლამენტმა განახორციელა.

სახელმწიფო რა თქმა უნდა ქვეყნის ინეტერესბიდან გამოდინარე მოქმედებს და როდესაც აღნიშნულიდან გამოდინარე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ,საქართველოს ტერიტორიაზე სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესყიდვის უფლება ეზღუდება ,სრულიად ლეგიტიმურად მიმაჩნია .ვინაიდან სრულიად ლოგიკურია,რომ სახელმწიფოს პრიორიტეტს ქვეყნის ლიგიტიმური მიზნები წარმაოდგენდეს.

ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ იმ რეალურ საფრთხეზე,რაც შეიძლება განხორციელდეს . მაგალითად დღეს ,ხვალ ან რამდენიმე კვირის შემდგომ შესაძლოა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გაუჩნდეს საქართველსოს ტერიტორიაზე არსებული სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვის, სურვილი,რაც აღნიშნული კანონის შესაბამისად მის სრულ საკუთრებაში გადავა. მას აგრეთვე წარმოეშვობა სხვა უფლებაც, კერძოდ კი აღნიშნული ტერიტორია გამოიყენოს სხვა მიზნებისათვის,რომელიც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს სახელმწიფოებრივ თუ ეკონომიკურ ინტერესებს . ამ შემთხვევაში კი ისმის კითხვა . იცავს თუ არა სახელმწიფო ქვეყნის და საზოგადოებრივ ინტერესებს?

მერწმუნეთ,რომ ამ ეტაპზე ,როდესაც ჩვენს სახელმწიფოს აქვს მწვავე ეკონომიკური თუ სხვა სოციალური პრობლემები ნამდვილად არ შეიძლება მის ინტერესებში შედიოდეს სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება , უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. ასევე მნიშვნელოვანი იქნება რომ საზოგადოების პასუხი აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის გზით დადგინდეს.

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 5

1. საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.

2. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

ხოლო სწორედ ის არის რეფერნდუმის მიზანი,რომ საქართველსო მოქალაქეებმა გადაწყვიტონ ასეთი მნიშვნელობის საკითხი,რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშიანაო თუ საგარეო პოლიტიკას.რისი სრული ლეგიტიმური უფლებაც მათ გააჩნიათ.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეეზღუდოს საკუთრების ან მემკვიდრეობის უფლება ,რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21- ე მუხლის 1 ნაწილის შეასაბამისად

საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

კიდევ ერთხელ გავიმერორებ რომ აქ საუბარია მხოლოდ სამეურნეო მიწების შესყიდვაზე, და მხოლოდ მასზე უნდა დაწესდეს კანონით დაშვებული შეზღუდვები რომელიც უნდა გამომდინარეობდეს სახელწიფოს ლეგიტიმური მიზნებიდან.

საქართველოს პარლამნტს კი ხანგრძლივი და ეფექტური მუშაობა მოუწევს,რომ აღნიშნულ კანონში უფრო მკვეთრად ჩაიდოს ის ლეგიტიმური მიზნები, როგორიც არის სახელმწიფო და ეკონომიკური უსაფრთხოება. ასევე მნიშვნელოვანია,რომ უფრო კონკრეტულად იქნას პარლამენტის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები ,რომ ნორმით დადგენილი შეზღუდვა პირდაპი უკავშირდებოდეს ამ მიზნებს. აქვე მინდა ვთქვა,რომ ძალინ მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველსო მთავრობის სწრაფი რეგირება აღნიშნულ საკითხისადმი.

ასევე მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ(2014 წლის 24 ივნისს, „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;) სიხარულით გამოტანილი გადაწყვეტილების პარარელურად განვიხილოთ და შევაფასოთ ის ხარვეზი,რომელიც „მეწარმეთა შესახებ კანონი“–ის 534-მუხლის სახით არსებობს. რომელიც უხეშად არღვევავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1 ნაწილს.

„მეწარმეთა შესახებ კანონი“–ის 534 მუხლის თანახმად , თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების 95%-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისთვის –„მყიდველს“) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები. ანუ აქ უნდა განიმარტოს,რომ პირი რომელიც ფლობს აქციების 95%-ს თუ იგი მოინდომებს რაც ხშირშ შემთხვევაში ესეც ხდება, კანონიერად გამოისყიდოს სხვა პირის აქციები რომელიც აქციონერის პირადი საკუთრებაა. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 21 ეს 1 ნაწილი ამბობს

საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კი საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 534-მუხლის პირველი პუნქტი შეუსაბამობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან – "საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების საყოველთაო უფლების გაუქმება".

ხოლო რაც მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი“,

ხარვეზიანი დებულების (მეწარმეთა შესახებ კანონი მუხლი 534) არაკონსტიტუციურად ცნობიდან 2 თვის შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ მსგავსი შინაარსის ნორმა კვლავ მიიღო, რომელმაც იგივე შეცდომები გაიმეორა,რაც არაკონსტიტუციურია. მართალია აღნიშნული კანონდარღვევა განახორციელა წინა მოწვევის პარლამენტმა,მაგრამ მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ხარვეზზს დიდი ყურარება, დაეთმოს როგრც 2012წლის საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ისე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან. რა თქმა უნდა საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება იმისა,რომ თავის ინიციატივით აღძრას სარჩელი პარალმენტის წინააღმდეგ,მაგრამ მას შეუძლია,რომ გამოთქვას თავის მოსაზრება,როდესაც მას მიმართავს შესაბამისი უფლებამოსილი პირი,რომელიც იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ამიტომ მინდა მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს გადახედოს აღნიშნულ ნორმას და გამოასწოროს წინა მოწვევის პაელამენტის შეცდომა,რომელიც აშკარად და უხეშად არღვევს საკუთრების უფლებას. მნიშვნელოვანია,რომ როგრც საქართველოს მოქალაქის უფლებები ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებები თანაბრად იქნას დაცული,რაც დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ღირებულებაა,მაგრამ ნუ გვავიწყდება,რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის გარდა არსებობს საქართველოს მოქალაქე,(და სრულაიდ შესაძლებელია უცხო ქვეყნის მოქალაქის უფლებაც იქნას დარღვეული აღნიშნული კანომდებლობით)რომლის უფლებაც უხეშად ირღვევა,რაზეც საჭიროა შესაბამისი ორგანოს რეაგირება აღნიშნული დარღვეულ უფლებაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან საკუთარ მოქალაქეებზე , მოქალაქეობის არამქონე პირებზე თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე განხორციელა.გავიმეორებ,რომ პარლამენტი კანონვალდებულია,გამოასწოროს ის კანონდარღვევა,რაც მან განახორციელა.ანუ ,როდესაც იგივე შინაარშრს ნორმა მიიღეს,რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.იმედი მაქვს,რომ სანამ უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით საქართველსო პარლაემნტი გამოასწორებს აღნიშნულ ხარვეზს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG