Accessibility links

logo-print

ვოლგორადის ტერაქტი და ქართველი „ლიბერალების“ კრახი


ავტორი: ბექა შათირიშვილი

26 დეკემბერს თვითმკვლელმა ტერორისტებმა რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში თავი აიფეთქეს.ტერაქტების შედეგად დაიღუპა 30მდე(ეს ზუსტი ციფრი არაა) და დაშავდა გაცილებით მეტი ადამინი.

რუსეთი ყოველთვის იყო ჩვენი ინტერესის სფერო.საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიულ მიმოხილვას არ დავიწყებ.2008 წლის ომამდე(და მის მერეც),საღამოს თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვებაში საუბრობდნენ რუსეთში მომხდარ სხვადასხვა ნეგატიურ მოვლენებზე.აღსანიშნავია,რომ ეს „ნიუსი“ გადიოდა პირველი(!).არ ვიცი რა უფრო საინტერესო იყო საქართველოს მოსახლეობისთვის - რუს ბომჟებზე გაკეთებული სიუჟეტი,თუ საქართველოს სოციალურ/პოლიტიკური და სხვა პრობლემატური საკითხები.კვირის ბოლოს კი ერთგვარი შეჯამება ხდებოდა „რუსთავი 2“-ზე,გადაცემა „პ.ს.“-ში.ახლაც მახსოვს თენგიზ გოგოტიშვილის მონოტონური ტონით წაყვანილი რეპორტაჟები,რომელიც ჩვენი მეზობლის გაღატაკებას და საბოლოოდ კი მის დაშლას ვარაუდობდა.თენგიზის ვარაუდი არ გამართლდა(ჯერჯერობით ყოველშემთხვევაში),სამაგიეროდ ჩვენ კინაღამ ჩამოვიქეცით 2008ში.

მტრის ხატი წარმატებით იქმნებოდა.სიძულვილის ობიექტი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ რუსეთი,როგორც ოკუპანტი და მისი ხელისუფლება,არამედ ზოგადად რუსი ეთნოსი და ერი და თუნდაც რუსული ესტრადა.
აიკრძალა რუსული სიმღერები.ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ხალხში.მიუხედავად იმისა,რომ ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება მქონდა რუსული ესტრადისადმი,ეს ყველაზე უსუსური ქმედებად მიმაჩნია,რაც შეიძლებოდა ხელისუფლებას განეხორციელებინა.აკრძალვა არაა გამოსავალი.ეს მაშინ დამტკიცდა,როცა ხელისუფლება შეიცვალა და ამ დაგროვილმა „რუსული სიმღერების ლომკამ“ იფეთქა და ნებისმიერ რესტორანში თუ საბანკეტო დარბაზში ისმოდა რუსული ჰანგები.რუსეთიდან ჩამოყვანილი ესტრადის წარმომადგენლების ინტენსივობა კი კიდე უფრო გაიზარდა.

ტერაქტის ცნობა მალევე გავრცელდა ქართულ ინტერნეტსივრცეში.გამოხმაურებები არაერთგვაროვანი იყო.ძირითადად კმაყოფილებას გამოხატავდნენ.მიუხედავად იმისა,რომ ტერატქებს მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა,ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი დადებითად უყურებდა ამ ფაქტს.
ჩემთვის მოულოდნელი იყო,რომ „მვდარი რუსი,კარგი რუსი“ და მსგავსი ფრაზების ავტორები ძირითადად პროდასავლური ორიენტაციის ადამიანები იყვნენ.ადამიანები,რომლებიც ლიბერალური ღირებულების მატარებლები და დამცვლები,რაციონალურად მოაზროვნეები და მაღალი აიქიუს მქონეები არიან.ადამიანები,რომლებსაც 17 მაისი ერის სირცხვილად მიაჩნიათ.ადამიანები,რომლებიც ციხის კადრებმა შეაშფოთა და პროტესტის გრძნობა გაუჩინა.ადამიანები,რომლებიც შეზარა საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარმა ფაქტმა,სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრებს ხალხი დაუპირისპირდა.სხვათაშორის ამ ბოლო შემთხვევაში ამ ხალხის არგუმენტი იყო,რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ეს დაიმსახურა და კარგი იქნებოდა თუ ერთ-ირი მოხვდებოდათ და გაილახებოდნენ.დაახლოებით იგივეს ამბობდნენ ამ ტერაქტებზე „პროდასავლლური“ ორიენტაციის მქონე ადამიანები - „რუსეთმა ეს დაიმსახურა და უარესის ღირსები არიან“.შეიძლება ამ ორ ფაქტს შორის პარალელის გავლება და ორმაგი სტანდარტების დანახვა.
მიმაჩნია,რომ ევროპა ჩვენი წინსვლის გარანტია,მაგრამ ძალიან არასასიამოვნო იყო იმ ადამიანების ნაწერის კითხვა,რომლებიც ჩემს „თანამოაზრეებად“ მიმაჩნია.მე არ მწამს,რომ ეს არის ლიბერალიზმი და ჰუმანურობა,როდესაც თუნდაც შენი მტერი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის გაწყვეტა გსიამოვნებს.
ბავშვობაში ყოველთვის მესმოდა,რომ რუსეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია და უნდა ვეცადოთ ეს მეგობრობა აღვადგინოთ.მესმოდა პოლიტიკოსებისგან,ხელოვანებისგან,რიგითი ადამიანებისგან და სასულიერო პირებისგან,თვით პატრიარქისგანაც კი(მისგან ახლაც მესმის).როცა გავიზარდე დავინტერესდი.თუ როდის იყო რუსეთი ჩვენი მეგობარი,აღმოჩნდა,რომ არასდროს ყოფილა.ფაქტია,რომ რუსეთისთვის ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ.რუსეთი არის პატარა მტირალა ბავშვი,ჩვენ კი სარაჩხუნო სათამაშო.როცა უნდა ჩვენით გაერთობა და ითამაშებს,ცოტა ხანში კი შორს მოგვისვრის.
ეს ორი უკიდურესობაა დიდი პრობლემა და ორივე დიდ ხნიანი პროპაგანდის შედეგია.სამწუხაროა,რომ ვერ ხერხდება იმ „ოქროს შუალედის“ პოვნა და ობიექტური პოზიციის დაკავება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG