Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: დავით ზივზივაძე

ოდესმე გიფიქრიათ რამდენ ნიღაბს ირგებთ?-მე დღის განმავლობაში ალბათ ოცს, ან ორმოცს, შეიძლება უფრო მეტსაც. არ ვიცი, ვერ ვგრძნობ ხშირად რას ვაკეთებ, რამდენად სწორად, რამდენად ბუნებრივად მაგრამ ფაქტი სახეზეა, როცა სიტუაციაში ვიღაცას ჩემი ღიმილი ჭირდება, მე მივდივარ წარმოსახვით საკიდთან, ვხსნი იქედან სიყალბით გაჟღენთილ ნივთს და სახეზე ისე მჭიდროდ ვიკოსებ, რომ მე თვითონაც მავიწყდება რომ ვტყუი. ხანდახან არის მომენტები, როცა ჩემი თავის მოტყუება მინდება და ოცნების ნიღბების კოლექციის თვალიერებას ვიწყებ, ვივიწყებ იმას რომ სიცრუეში, სიყალბეში, უიმედობასა და თეატრში ვცხოვრობ. ყოველდღე მიწევს სხვადასხვა სცენების დადგმა, რომეთაგანაც ვფიქრობ, პრინციპული ადამიანის როლი გამომდის ყველაზე კარგად. ამ როლებში რთულად შესასრულებლებსაც იპოვით. ფემინისტურს, პროგრესულს, თანამედროვეს, პათეტიკურს... მიუხედავად ამ ყველაფრისა, სიყალბეს ბევრი დადებითი თვისება აქვს, სხვების არაბუნებრივობას ადვილად ამჩნევ. ამ თამაშში ბევრი რამ გვავიწყდება, ნიღაბს მიღმა ყოველთვისაა ადამიანის ჭეშმარიტი სახე, რომელიც თავის ბუნებრივობას კარგავს მცირე სცენაზე. როდესაც ყველა არაბუნებრივ, ჩვეულებრივ დანამატს ვიხსნით სახიდან, არავის აღარ მოვწონვართ იმიტომ, რომ ჩვენი მოძრაობები უჩვეულო და მიუღებელი ხდება, ჩვენც ვერ ვგრძობთ უცხოდ ჩვეულებრივ როლში კომფორტულად თავს. აი ახლაც, ისეთი ირონიული ღიმილი გამიჩნდა სახეზე, რომელიც სამყაროს მავნებლობა/სარგებლობაზე ყველაფერს ამბობს.ისე, მე შეიძლება ითქვას არაფრით გამორჩეული ვარ, ჩვეულებრივად ყავითა და "ფეისბუქით" ვიწყებ დილას, ვცდილობ კარგი მომავალი შევიქმნა, რომელიც ფულის ირგვლივ იტრიალებს, ვეძებ მუდმივად ოღონდ არ ვიცი რას, რატომ?! დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი "ჩემს გემოზე" სადმე მარტო, მანამ სანამ ცხოვრება არ მასწავლიდა, რომ გვერდით სხვებიც საჭიროა. სამწუხაროა რომ ვერასოდეს ვიგემებ სრულ თავისუფლებას, ვერასოდეს ვიტყვი იმას იმ სიტყვებით, რომელიც უბრალოდ მიუღებელია ჩემი "კოლეგებისთვის".
მიუხედავად იმისა, რომ ვიცით როგორ ვატყუებთ ერთმანეთს და იმ როლებს ვაჩვენებთ, რომელიც მილიონჯერ აქვთ შესრულებული "წინებს", მაინც გვსიამოვნებს ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთის ყურება, შეხება, გაქილიკება, რაც პოზიტივია, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ისევ არის ჩვენში რაღაც ადამიანური, რაღაც ამოუცნობი რასაც შეუძლია ყველაზე სასიამოვნო ჟრუანტელი მოგგვაროს. ჩვენ შეგვიძლია სიკვდილი, დაბადება, გამრავლება და ყოველთვის მეცინება იმ როლზე, სადაც ამბობენ რომ ყველაზე მაღლა მდგომი არსებები ვართო! სინამდვილეში ცხოველები ვართ, მელიები, დათვები, მგები, ლომები, ვეფხვები, მოშინაურებული სირაქლემები, თუ თუთიყუშები. ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებთ ყოველთვის, როცა ძლიერი დინების მოძრაობას, დედისა და მამის მიერ მოცემული ნავით ვუერთდებით, (ფეხებსა და გონებას ვგულისხმობ) როცა იმას ვიმეორებთ, რაც ერთ დროს აიტაცეს და ახლა უბრალოდ "მოდაშია". გვგონია რომ ტრადიციული, შიმპანზური ქმედებებით, ცხოვრებას ვიმრავალფეროვნებთ! ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ვიგრძნოთ თავი დამოუკიდებლად, ხომ შეიძლება გავცდეთ მცირე სცენას და უფრო დიდ, უფრო ნათელ სცენაზე გადავიდეთ სადაც მეტი დეკორაციები, უფრო საინტერესო პუბლიკაა, სადაც გისმენენ და ხვდებიან რომ ნაჭრის ცხოველი ხარ, რომელსაც დიდი იმედი აქვს, რომ მის მიერ შესრულებული როლით, სამოთხის ბილეთს გაინაღდებს, მაგრამ ბოლოს მაინც ჯოჯოხეთის ცეცხლში მოგიწევს ჩაფერფვლა. ამას წინათ ჩემი ყურადღება ერთმა სცენამ მიიპყრო, რომელშიც ერთი ქალი, მამაკაცი და ორი ბავშვი, დრამას დგამდნენ, ოღონდ სულიერ დრამას, მთვრალი მამა, ატირებული ცოლი და მამის ნაგლახარ ნასუფრალზე შემომჯდარი ბავშვები. ისე კარგად თუ დააკვირდებით, დღეს ამ სცენას ხშირად ნახავთ ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეა (რომელსაც ყველა ისე ირგებს, როგორც სურს)მაინც არ გადადის ზოგიერთი როლი მოდიდან, ნიღბები კი უკვე გაცვდა, დაიკაწრა, დაძველდა, დაბერდა... ჩვენც იმავე გველის, მოვკვდებით და ნიღბებს სხვებს დავუტოვებთ სათამაშოდ... ახალ წელს გილოცავთ!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG