Accessibility links

logo-print

შხაპი ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ფონზე


ავტორი: დესი დაშკოვა

ამასწინათ, ერთ ფილმში მოვკარი ყური,არა უშავს,ევროპა მოიცდისო.იქ არ იყო საუბარი გლობალურ პრობლემებზე,“მხოლოდ“,თავისუფლების ხარისხის გაზრდისა და ცხოვრების ასპარეზის გაფართოების მიზნით ოჯახი შტატებიდან პარიზში გადასახლებას აპირებდა,მაგრამ,შემდეგ, სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე,გადაიფიქრა.

თბილისში ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დღესთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე შესაფერისი ზეიმის პარალელურად,ერთ-ერთი პოლიტიკური შოუს ეთერში სატელეფონო ზარებით“არკვევდნენ თუ რა უხაროდა ერს,და ვინ რას ელოდა,რას ნიშნავს მათთვის ევროპა. პასუხების ჩამონათვალში იყო: ეკონომიკური კეთილდღეობა,პოლიტიკური სტაბილურობა და ადამიანის თავისუფლება.დიდხანს არ შევჩერდები იმაზე,ამ ტიპის ბლიცი ,იშვიათად,რომ დილეტანტური არ იყოს და პასუხები რეალურ სურათს არ ასახავს.მაგრამ,ახლა,მხოლოდ იმაზე ვისაუბრებ,თუ რატომ იყო პასუხების რაოდენობრიობა ჩემთვის იმედისმომცემი და თვისობრიობის მაჩვენებელი.

არ გამკვირვებია,როცა სატელეფონო ზარის უმეტესობა ეკონომიკურ კეთილდღეობას უჭერდა მხარს.განვითარებული ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქეც ამავე არჩევანს გააკეთებდა და ვინმეს აზრად მოუვიდოდა მისი გაქილიკება?!მავანმა,ამ პასუხში ის დაინახა,რომ საზოგადოების დიდი ნაწილი,მხოლოდ იმიტომ,რომ ქართველია, ციდან საჩუქრად გადმოგდებულ,თან- ბოხჩაში გამოკრულს კი-არა, ლამაზად შეფუთულ მატერიალურ სიკეთეს ელოდება.მოდით,ვიყოთ საზოგადოების სურვილის მიმართ კეთილგანწყობილი და აღვნიშნოთ,რომ კარგია,როცა ადამიანს კარგად ცხოვრება უნდა;ძალიან კარგია,როცა ის მოტივირებულია უკეთ ცხოვრებისთვის.მოტივაცია ხომ საქმის ნახევარია?!

აი,საქმის მეორე ნახევარი უფრო რთულია,მაგრამ -შესაძლებელი და მისაღწევი.

ევროპამდე ბევრი გვიკლიაო!კი-ბევრი,მაგრამ მერე რა,რომ ადამიანი ოფლის სუნად ყარს და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაბანილებს აწუხებს?! იქნებ,საჭიროა ჰიგიენის აგიტაცია,როგორც ჯანმრთელობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობის?! ლოგიკურად ისევ იქ მივდივართ,რომ,სასურველია უფრო მეტ ადამიანს უნდოდეს ჰიგიენა და ჯანმრთელობა! ის წესი,რომ დასავლეთის დღევანდელ კულტურაში სამსახურში მისვლა წინადღის სამოსით მიუღებელია,ჰაერიდან არ ჩამოვარდნილა,არც მემკვიდრეობით მიუღია ევროპას.ნუ დავიწყებთ ევროპის ისტორიაში ქექვას,თორემ იქ ვერ ვნახავთ იმის არგუმენტებს,იქ ხომ ოდითგან ასე იყოო;პირიქით-მეფე ლუდოვიკო მზის ხანაზე ამბობენ,ვერსალთან მიახლოებას სუნით იგრძნობდიო,ხოლო რიჩარდ ლომგული თვეობით დაუბანელი იყოო.უბრალოდ,დღეს დასავლეთის ადამიანები ამ წესს იცავენ,ისინი კარგად ცხოვრობენ და უკეთ ცხოვრება უნდათ.

ჰიგიენას თავისი მატერიალური სირთულეებიც ხომ აქვს:ფული სჭირდება საპონს,წყალს,ელექტროენერგიას,პირსახოცსაც კი და ფული საქმის კეთებას,სამსახურს მოაქვს. ევროპასთან ასოცირება რა,სამუშაო ადგილებს როგორ გააჩენსო,ისევ,უნდობლად იკითხავს მავანი.

დიახ!ევროპასთან ასოცირება და შეთანხმების პირობების შესრულება სამუშაო ადგილებს აუცილებლად„გააჩენს“და,მხოლოდ,გრძელვადიანით-არა,მოკლევადიანი პროგნოზითაც კიო,ამბობენ საქმეში ჩახედულები.

ევროპის კავშირის ექსპერტებმა„დაუდევთ“ციფრები,რომ ძალიან მალე ქართველი ევროპაში ექსპორტირებისას დაზოგავს დაახლოებით 85 მილიონ ევროს,ევროპელები საქართველოში ექსპორტირებისას კი-10 მილიონ ევროს; მოკლევადიან პერსპექტივაში ხელშეკრულება საქართველოს სამიდან ოთხ-ნახევრამდე პროცენტით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შესაძლებლობას მისცემს;12 პროცენტით გაიზრდება საქართველოს ექსპორტი ევროპაში,ხოლო 7 პროცენტით-ევროპისა საქართველოში;ეს ზრდა სახელმწიფოს მისცემს სამას მილიონამდე შემოსავალს,რასაც ბუნებრივად მოჰყვება მრეწველობის ზრდა,შესაბამისად- სამუშაო ადგილები.საქართველოს სავაჭრო კომპანიები იმოქმედებენ იმავე სამართლებრივ სივრცეში,რომელშიც ევროპის კომპანიები მოქმედებენ,რაც ხელს შეუწყობს ინვესტორების დაინტერესებას,რათა საქართველოში გახსნან თავისი კომპანიები.სრულად იცვლება სავაჭრო და საბაჟო რეჟიმი...

თურმე,გააჩენს სამუშაო ადგილებს ეს „ევროპა“(ვამბობ ევროპას და ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულებას!).

საქართველოს მოქალაქეებისთვის არ არის საინტერესო ვისი“ბრალია“ ხელმოწერა,ვინ უფრო დიდი ჯაფა გაწია-ისინი ქირაობენ მთავრობას,რომელიც უზრუნველყოფს მათ კეთილდღეობას.

ჰოდა,რატომ უნდა გვიკვირდეს მოსახლეობის იმედის,რომ ევროპისგან ის კარგ ცხოვრებას მოელის?!

...მოქალაქეებს მოუწევთ გარჯა თუ მოუწევთ და თუ ორმხრივი-საქართველოს მოქალაქეებისა და ევროპასთან ასოცირების შეთანხმების- დაკვეთა არ შეასრულა მთავრობამ ანუ სახელმწიფომ უკეთ ცხოვრების საშუალება არ მისცა თავის მოქალაქეებს,მაშინ, კიდევ დიდხანს მოუწევთ ავტობუსებში დაბანილებს დაუბანლების სუნის ატანა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG