Accessibility links

logo-print

ქვეყანა სადაც “სიყვარულის ფორმულა” ძალადობაა


ავტორი: ია ასათიანი

დილით უცნაური კნავილის ხმა მაღვიძებს, ვაი-ვაგლახით ფეხზე ამდგარი ფანჯარასთან მივდივარ და ვიხედები. ვერ გამირკვევია კატა კნავის, ადამიანი თუ ძაღლი. უცებ კნავლის სიტყვები მოჰყვა და მე მივხვდი, მივხვდი, რომ ეს ცხოველი კი არა ჩემი კედლის მეზობლები არიან... საოცარი წყვილი, აი ისეთი, მათი სიყვარულის, რომ არათუ არ მესმის, არც კი მჯერა.

ზუსტად 2 წელია აქ, ამ სახლში ვცხოვრობ და ჯერ არ მახსოვს დღე, როდესაც ქმარი თურქეთში არ არის, მათი სახლიდან გინების, ჭურჭლის ლეწვისა და ტირილის ხმა რომ არ გამოდიოდეს. რამდენჯერმე პატრულიც გამოვიძახეთ მე და ჩემმა დაქალმა, მაგრამ უშედეგოდ. ყოველ ჯერზე ცოლი ქმარს „აპრავებს“. არა არ გვიჩხუბია, არ დაურტყამს, მეზობლები ამწვავებენ, ვკამათობდით, მიყვარს, არ ვწერ განცხადებას და სხვა. უკვე იქამდეც მივედით, რომ 112-ში ჩემს ნომერს პირდაპირ სცნობენ, ოპერატორი სტანდარტული მოსალმების ნაცვლად - “ გამარჯობათ ქალბატონი ია”, მსგავსი ტექსტით მესაუბრება.

მიკვორს ცოლის ერთ დღეს უკივის მძულხარ, მინდა რომ მოკვდეო, ქმარი სახეს ულურჯებს ან თმებით ათრევს-ხოლმე, მეორე დღეს კი ქუჩაში ხელგადახვეული დადიან, თუ, რა თქმა უნდა, ქმარი არ ბრაზდება და პირდაპირ ქუჩაშივე არ "წაუშენს" ერთ-ორს.

მეზობლებიც მიეჩვივნენ, უკვე აღარ აქცევენ ყურადღებას ღამის სამ საათზე განწირულ კივილს, ბავშვის ტირილს ან კაცის 21-სართულიან გინებას. ამბობენ, ყველაფერი მიჩვევაზეაო და მგონი, მეც ვეჩვევი ამ ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში, ისეთი მკვეთრი რეაქცია აღარ მაქვს, როგორც ადრე.

ყოველთვის მიკვირდა იმ ქალების კაცს ცემის უფლებას, რომ აძლევენ და სახლიდან არ მიდიან. მერე რა, თუ წასასვლელი არ გაქვს ან არ მუშაობ, ყველაფერს ეშველება გარდა ამისა. რატომ უნდა მოუთმინო „ვიღაც ლაჩარს“ შენი დამცირება? აბა, სხვა რა შეიძლება ეწოდოს კაცს, რომელიც ქალს სცემს? რა თუ არა ლაჩარი! თავისზე ძლიერთან არაფერი გასდის და სუსტს ჩაგრავს.

ფსიქოლოგები ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების არ წამოსვლის რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ - ქალებს რცხვენიათ გაამხილონ, მხვერპლს მიაჩნია, რომ ეს ოჯახის საქმეა და ქალმა ოჯახი არ უნდა დაანგრიოს, ბავში უმამოდ ცოდოა, ამიტომ მისთვის უნდა მოითმინოს, ჩემი ქმარია - კარგია თუ ცუდი მას არავინ შემიცვლის, ვუყვარვარ, მეტს აღარ იზამს, ეჩვევიან, ეკონომიკურად ქმარზე არიან დამოკიდებული, წასასვლელი არსად აქვთ და კიდევ ბევრი ისეთი ფაქტორი, რომ დაუფიქრდე დაეჭვდები იქნებ, მართლა არ ღირს ერთი ხელის დარტყმისთვის დაანგრიო “ოჯახი“.

რამდენიმე დღის წინ ქუჩის გამოკითხვას ვაკეთებდი - რამდენად ემხრობიან ქალებზე ძალადობას, შედეგები ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. პირველ კითხვაზე პასუხი ყველას უაროფითი ჰქონდა ჩემს მეზობელსაც კი, მაგრამ შემდეგი კითხვების პასუხებით ყველაფერი ნათელი ხდებოდა. რაც უფრო მეტ ადამიანს ვეკითხებოდით. მით უფრო მიცრუვდებოდა იმედი იმისა, რომ ქალები ოდესმე შეძლებენ არ იყვენენ ვიღაცის „გრუშა“, მითუმეტეს საქართველოში. გამოკითხულთა დაახლოებით 70 % მიიჩნევდა, რომ თუ ქალმა ქარს უღალატა, საცემი კი არა, მოსაკლავიც იყო. შვილს არ წამოიყვანდნენ სახლში თუ ის ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა, ჯერ სიტუაციას გაარკვევდნენ, იქნებ შვილი იყო დამნაშავე, შემდეგ ეცდებოდნენ დაერეგულირებინათ, ასე ერთი შემთხვევისთვის ოჯახს ხომ არ დაუნგრევდნენ.

90%-ზე მეტმა კი განაცხადა, რომ ქუჩაში მოჩხუბარ ცოლ-ქმარს, სადაც კაცი ქალზე ძალადობს, არ გააშველებს, საერთოდ არ ჩაერევა, ეს ხომ მათი საქმე არ არის. „ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო“ და კიდევ სხვა უამრავი მსგავსი გამართლებებით. ამაზე ის ვიდეო გამახსენდა, ქუჩაში ქალზე რომ ძალადობს მამაკაცი, ხალხი კი გვერდს გულგრილად უვლის, მხოლოდ რამდენიმე გამოესარჩლა და ისიც ქალები. გვერდს სწორედ ის ქართველი ვაჟკაცები უვლიან გულგრილად, 17 მაისს ხელკეტებით ხელში უმცირესობათა ჯგუფებს გასანდგურებლად, რომ მისდევდნენ. ის „ბაბულიკები“, საქართველოს გადარჩენისთვის ამხელა ტვირთს, რომ იკიდებდნენ ზურგზე. სწორედ ისინი, ქვეყანას „შემარცხვენელი“ ადამიანებისგან რომ წმენდნენ, 2008 წელს კი სახლში იმალებოდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ მიჩნდება კითხვა, ვისგან უნდა დაიწყონ გაწმენდა? იქნებ საკუთარი თავებისგან?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG