Accessibility links

logo-print

მონარქიულ აზრთა ინფლაცია


ავტორი: გიორგი ჩიხლაძე

ილიას ერთხელ უთქვამს: ,, ქვეყანაზე რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც ვერ ამოიდგამდაო''. ენის ამოდგმისა რა ვთქვა,ჩემო ილია, მაგრამ თსუ-ს ბიბლიოთეკაში, კომპიუტერული განყოფილების 216-ე მაგიდაზე დადებულ კლავიატურას, ყოველგვარი ფიქრის ლოგიკურ წინადადებებად გადაქცევის გარეშე, დიდი დეპრესიის დრო დასდგომია საქართველოს მსგავსად. ოღონდ, პირველ შემთხვევაში, თავიდან ბოლომდე, ან პირიქით, ბოლოდან თავამდე, ბრალი მე მიმიძღვის. რაც შეეხება, და არა მხოლოდ შეეხება, მეორე შემთხვევას, საქართველოს დიდ დეპრესიაში ყოფნას, მოცემულ პრობლემაზე ერთად ვიფიქროთ და, ასევე, ერთად დავინაწილოთ კუთვნილი წილი, პასუხისმგებლობასა და ჩვენს სოციალურ სტატუსზე შეფარდებით.
ეს პროლოგი, რომელიც მინდა ლოგიკური ძაფებით დავუკავშირო დღევანდელი კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის თემატიკას.
რომ განიკურნო უნდა იცოდე რა გტკივა. ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქართველების უმრავლესობამ კარგად ვიცით შორეული თუ უახლესი საქართველოს ისტორია, მაგრამ საკითხი ორი შეხედვით მაშინ რთულდება, როდესაც გოგებაშვილისეული ქინაქინა და ,,იბერიის გაბრწყინება'' კონსტიტუციურ მონარქიაში გვესახება. ყველა შეკითხვას პასუხი მოვარგოთ, ან პირიქით, ყველა კითხვას პასუხი და ვიფიქროთ, რამდენად გაამთლიანებს და გააერთიანებს ,,ზნეობრივი'' სიწმინდით და , ასევე, ამდენივე ,,წმინდა'' განათლებით საქართველოს მეფე.
თავებად და ქვეთავებად დანაწევრებას არ დავიწყებ თუ რატომ არ უნდა აღდგეს მეფის ინსტიტუტი საქართველოში. მაგრამ,ჩემო ათაბაგო ლევან ვასაძე, ახლა უკვე რაინდად კურთხეულო ქართველო, ვიცი, რომ ბედნიერებამ ერთხელ გითხრა თუ მეძებ შენი შვილების თვალებში მნახეო. დარწმუნებული ვარ ბედნიერება იმასაც გეტყოდა, რომ შვილის თვალებში დანახული ბედნიერება, მინიმუმ, პირდაპირპროპორციული უნდა იყოს ოჯახის ნორმალურ სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან. თუმცა, მაძღარი კაცი ( ამ სიტყვის პირდაპირი თუ არაპირდაპირი გაგებით ) ვერასდროს გაიგებს მშიერი ადამიანის გასაჭირს ( აქაც,ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით ). არც ყველას უმართლებს ისე,ჩემო ათაბაგო, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეს.
მეფობა 1801 წელს დასრულდა ხალხნო და ჩვენი წილი პასუხისმგებლობის გაცნობიერება და ყოველდღიურ დიდგორთან გამკლავებაა საქართველოს ერთადერთი ხსნა. ისევ, ჩემო ათაბაგო ლევან, მხოლოდ ტახტზე ასვლით რომ შეიძლებოდეს საქართველოს გამთლიანება, დამერწმუნე, ტახტზეც ავიდოდით და კარადებსაც მივწვდებოდით.
მოკლედ, თავადობისა და თავმდაბლობის ტანდები რამდენად ჰპოვებს ჰარმონიულ გამოძახილს დრო გვიჩვენებს. მაგრამ, ისევ ჩემო ათაბაგო, იმასაც შეგახსენებთ, რომ დრო საუკეთესო მასწავლებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, თავის მოწაფეებს კლავს.
მონარქია თავიდანვე იქნება დამხობისთვის განწირული!

შუადღენარევ დილამშვიდობისა ქართველნო.
მარად თქვენი, ,,Князь'' გიორგი ჩიხლაძე.

P.S ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უყუროს მეორე ადამიანს, როდესაც წამოდგომაში ეხმარება მას.( მარკესი )

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG