Accessibility links

logo-print

ხუდონჰესის ოდისეა


ავტორი: გიორგი ჩიხლაძე

ბავშვობაში, ცხრა ძმის მიერ ერთი თხილის გულის გაყოფის საიდუმლოებით მოცულ ხერხებზე ფიქრთან ერთად, ყოველთვის მაწუხებდა ის ფაქტი, თუ როგორ გამორჩა დუტუ მეგრელს, იგივე დიმიტრი ხოშტარიას, თავისი ერთ-ერთი ლექსის, ,,პატარა ქართველის’’ წერისას, კუთხეების ჩამონათვალში სვანეთი . დღეს კი ვფიქრობ, რომ სუჯუნაში დაბადებულ დუტუს, 1902 წელს დაწერილ ლექსში ,, პატარა ქართველი’’ ,უნებლიედ უწინასწარმეტყველებია გამორჩენილი კუთხის მომავალი. და მაინც, რა ხდება ჩვენს თავს?
ხუდონჰესის მშენებლობის გზების ძიების ოდისეა XX საუკუნის 70–იანი წლებში გაჩნდა. სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა ეროვნული მოძრაობის, სტუდენტების პროტესტისა და ადგილობრივ მცხოვრებთა ძალისხმევით პროექტი შეჩერდა. 2011 წელს მშენებლობის უფლება მოიპოვა ინდურმა კომპანია ,,Trans Electrica’’-მ.
დღეს, ქვეყანაში ვხედავთ ალოგიკური პრინციპებით გაერთიანებულ ჯგუფს, რომელსაც არც სხვისი სიმართლის აღიარება სურს და არც ის, რომ თვითონ იყოს მართალი. რატომ არ უნდა აშენდეს ხუდონჰესი?
1. სვანეთის დემოგრაფიული კატასტროფა.
იძულებით გადასახლებას არა მხოლოდ სოფელი ხაიში,არამედ მის ირგვლივ მდებარე მცირე დასახლებებიც დაექვემდებარებიან. დღეს,ზემო სვანეთის (მესტიის მუნიციპალიტეტის) მოსახლეობა სულ 14 591 კაცს შეადგენს. 1500-2000 კაცის გადასახლება სვანეთისთვის დემოგრაფიული კატასტროფის ტოლფასი იქნება.
2. პროექტის სარგებელი ქვეყნისთვის.
პროექტი არავითარ შემთხვევაში არ იქნება მომგებიანი საქართველოსათვის. საქართველოს მხარეს აქვს უფლება, ხუდონ-ჰესის პროექტის პირველი ათი წლის განმავლობაში, ზამთრის თვეებში ენერგოდეფიციტის დასაფარად შეიძინოს წინასწარ დადგენილი ოდენობით ელექტროენერგია, რომლის შესასყიდი ფასი არ უნდა იყოს 5.84 აშშ ცენტზე ნაკლები ერთ კილოვატ /საათზე.
3. გარემოზე ზემოქმედება.
ხუდონ-ჰესის მშენებლობა გააძლიერებს ბუნებრივი ჰაბიტატების, ტყეებისა და მდინარის ბინადარ სახეობათა დაკარგვის პროცესს, ასევე ჰიდროტექნიკური ნაგებობის (კაშხლისა და რეზერვუარის) ზედა ბიეფში წყალშემკრები ტერიტორიების დეგრადაციას.
4. ვინ აშენებს ხუდონ-ჰესს?
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ხუდონ-ჰესის მშენებელი კომპანიის კომპეტენცია. Trans Electrica-ს დაარსებიდან დღემდე არცერთი პროექტი განუხორციელებია; ხუდონ-ჰესის პროექტი კომპანიის პირველი პროექტია.
წარსული არასოდეს არ გვეტყვის რა უნდა ვაკეთოთ,მაგრამ მას ყოველთვის შეუძლია დაგვანახოს,რისი გამეორება არ გვმართებს. სიცოცხლის კეთილდღეობის შენარჩუნების მიზნით, თვით ამ სიცოცხლის მიზნების განადგურება რამდენად გამართლებული იქნება ჩვენი მხრიდან,საფიქრალია.
დაბოლოს, ძალიან დიდი არა ხუდონჰესის მშენებლობას.

p.s ,, Only when the last tree has died and the last river been poisoned and the last fish been caught will we realize we cannot eat money.” Cree Indian Proverb

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG