Accessibility links

logo-print

ავბედითი ბედის უბედობა საქართველოში


ავტორი: გიორგი ჩიხლაძე

… და ქალბატონმა იქსმა, დიდი ინტელექტუალური ენერგიის მოკრების შემდეგ, თვალი გადაავლო განვლილ დღეს, დაფიქრდა და კმაყოფილი სახით, მიუხედავად იმისა, ეძინებოდა თუ არა, ლოგინს მიაშურა. ყველაფერი კი წინა საღამოს დაიწყო…
დღე პირველი
ოთხსაათიანი, ემოციურად დატვირთული და დამძიმებული სერიალის ნახვის შემდეგ, ქალბატონი იქსი დაბრუნდა რეალურ სამყაროში და სერიალის ყურებისგან გამოწვეული მწუხარება გვარიან ამოოხვრას ამოაყოლა. ტელევიზორის ყურებამდე, წინასწარ მომზადებული ცხვირსახოცი, რომელიც ფილმის დაწყებამდე სითეთრითა და სისუფთავით თავს იწონებდა, ცუდ მდგომარეობაში ჩამდგარიყო. არც დღეს გაუმართლა. ქალბატონმა იქსმა ცარიელ კედლებს თვალი მოავლო და კარადიდან საგულდაგულოდ ნაგროვები ფულით, ბაზარს მიაშურა. ხვალ განსაკუთრებული დღეა, სახლში უკეთეს შემთხვევაში ათი, უარეს შემთხვევაში ხუთი კერძი უნდა მოამზადოს. სუფრაც საგულდაგულოდ უნდა გაშალოს და დიდი მოლოდინებით შეხვდეს ბედობის დღეს. ბედობა ხომ დღეა, რომელიც განსაზღვრავს ერთწლიან ყოველდღიურ ცხოვრებასა და ურთიერთობას ხალხთან განვლილი საათების მსგავსად. ქალბატონი იქსი ჩქარობს, თორმეტ საათამდე ყველაფერი უნდა მოასწროს.
დღე მეორე
ქალბატონი იქსი კარის ზღურლბთან დგას საგულდაგულოდ, ახალ ტანისამოსით შეკაზმული, რომელიც მეზობელთან დიდი მუდარის შემდეგ ნასესხები ფულის მონაპოვარია. იქსი საგულდაგულოდ შერჩეული მეკლვის მოლოდინშია. აი, გაიღო კარი და ბრინჯის,შოკოლადისა და ხურდების თოვლით დაიფარა იატაკი. ქალბატონი იქსისათვის,თითქოს, უჩვეულო არაფერია,მაგრამ წამის მესამედში გაუელვა აზრმა,რომ ცერემონიის დამთავრების შემდეგ სახლის დალაგება მოუწევს. ფიქრს ბოროტების სატყუარა დაარქვა და გაღიმების პარალელურად დაფლა. ქალბატონი იქსი კმაყოფილია, დღე წარმატებულად დაიწყო.
მოსაღამოვდა და საგულდაგულოდ გაწყობილი სუფრისგან ნასუფრალი დარჩა. ქალბატონი იქსი განმარტოებით სავარძელშია მოკალათებული, დასაბრუნებელ ვალებს ქრონოლოგიურად ფიქრთა თაროებზე ალაგებს და პარალელურად, დიდი მონდომებით ცდილობს საჭმლის მონელებას.
დაძინების დროც მოახლოვდა და ქალბატონმა, დიდი ინტელექტუალური ენერგიის მოკრების შემდეგ, თვალი გადაავლო განვლილ დღეს, დაფიქრდა და კმაყოფილი სახით, მიუხედავად იმისა, ეძინებოდა თუ არა, ლოგინს მიაშურა. ყველაფერი კი არა გუშინ, არამედ ძალიან დიდი ხნის წინათ, ცრუწმენის ჩასახვისას დაიწყო…
ბედობის დღე საქართველოს სარკეში არეკლილი მწარე რეალობაა, რომელიც აუცილებლად გადასახედი და დასახარისხებელია. ბედნიერება და წარმატება ჩვენთან არასდროს მოვა, იქამდე, ვიდრე ჩვენ არ მივალთ მათთან. მე თავისუფალი ადამიანი ვარ,ეს კი ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს შემთხვევითობები, შემთხვევითი შემთხვევითობების გარდა.

პ.ს ცაზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის განსხვავებას ვერ შეამჩენვთ – ეს ნიშნები არ არსებობს. ადამიანები თავად ქმნიან და შემდეგ სწამთ, რომ შექმნილი სიმართლეა. (ბუდა)
ნეტა,ვისი მეკვლე ვიყავი სოციალურ ქსელში?! სიბნელეა, აანთეთ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG