Accessibility links

logo-print

დროში რეალურად მოგზაურობის შესაძლებლობის შესახებ შეხედულებები აბსურდული მიდებ-მოდებაა


ავტორი: გივი ილურიძე

წარსულში გამგზავრება იმიტომაა შეუძლებელი, რომ შენ უნდა შეხვდე იმ შენს ,,მე-სუბიექტს”, რომლის ,,ანალოგიურ აწმყოში” ყოფნისას, უცილოდ და უმალ ,,შენთანაც” უნდა მოსულიყვნენ მომავლიდან და რაღა თქმა უნდა, სწორედაც ისინი მოვიდოდნენ, რომლებთანაც, უფრო ადრე უნდა ჰქონოდათ შეხვედრა, ,,უმალამდელ თავიანთ აწმყოგამოვლილ” ,,მე-სუბიექტ” ანალოგებს და ა. შ., უსასრულოდ (ნუღარ შევჩერდებით, რომ ეს უსასრულობა რეგრესული ბუნებისა უნდა აღმოჩნდეს).
წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ შენს წარსულს კი არ შეხვედრიხარ, არამედ სხვისას, რომელიც ,,საოცრად” შენი მგვანია.
ამასთან, ვერც მომავლიდან გამოემგზავრება შენი ,,მე-სუბიექტი” ვერასოდეს, რადგანაც, ჯერ ერთი:
შენს სანახავად, ,,მომსვლელი” უნდა ჩამოსულიყო იქამდეც, ვიდრე შენ მოგივიდოდა გამგზავრებაზე ფიქრიც კი.
მეორეც: ვერ მოვა შენთან ,,ის”, თუ ,,მასაც” არ ,,დაასწრეს” მოგზაურობა (კვლავ, ,,უსასრულო, რეგრესი” გვხვდება შედეგის სახით).
მოკლედ, თუ არ იქნება მყოფადიდან მოსული შენი ,,მე-სუბიექტი” თავისსავე ,,მე-სუბიექტთან”, ანუ შენთან, შენ ვერავითარი ლოგიკით ვერ აღმოჩნდები შენსავ ,,მე-სუბიექტთან”, რომელიც შენი წარსულია და იმისი კი, აწმყო.
ამავე უბანალურესი მიზეზით, მყოფადში ვერ გაემგზავრები (ე. ი., მოგზაურობა, როგორც უკვე ითქვა კიდევაც, შენთვის უნდა ,,დაესწროთ”).
საბოლოოდ გამოდის, რომ ,,პირველი მოგზაური” რეალობაში, პრინციპულად გამორიცხულია, ხოლო, თუ არ არსებობს პირველი, შეუძლებელია მომდევნოთა შორის, ნებისმიერის დაშვებაც.
ყოველივე ამის მიუხედავად, მაინც დავუშვათ, რომ შენ შექმენი დროის მანქანა და გაემგზავრე წარსულში:
თუ შენს ამ გამგზავრებამდე, შენთან, მომავლიდან მოსულ შენს მყოფად ,,მე-სუბიექტს”, შენთან შეხვედრა არ ექნებოდა განხორციელებილი, მაშინ, გამოდის, რომ შენ, შენს ,,მე-სუბიექტს” კი არ ხვდები სინამდვილეში, არამედ სხვას, რომელიც სასწაულებრივი გამაოგნებლობით გგავს (იგივე აზრი ვრცელდება შენსა და შენს მყოფად სუბიექტს შორის შეხვედრასთან დაკავშირებითაც, ესე იგი, არც შენ წარმოადგენ იმას, ვინც ,,გესტუმრა”, არც მაშასადამე, ,,სტუმარია” ის, ვისაც ,,ესტუმრა”).
სწორედაც აქედან გამომდინარე, ჩვენ, ვერც ჩვენს საკუთარ წარსულს ვიხილავთ, რეალურად და ლოგიკურად, ვერც მომავალს.
ახლა, დავუშვათ, რომ შენ, მიუხედავად ამ ყოველივესი, შენი ,,დროის მანქანით”, მაინც მიემგზავრები, ამჯერად, შენს, არა მაინცდამაინც წარსულად ქცეულ, ანუ ,,გამოვლილ”, არამედ მომავალში არსებულ შენსავ ,,მე-სუბიიექტთან”.
გაგრძელება იქნება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG