Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაავადება, რომელიც „სამარცხვინოა“


ავტორი: ია ასათიანი

მე-20 საუკუნის შავი ჭირი, ასე უწოდებენ დაავადებას, რომელმაც დაწყების დღიდან დღემდე 30 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, მისი გამომწვევი ვირუსით ინფიცირებულების რიცხვი ამჟამად სარეკორდო ორმოც მილიონს აღწევს. საქართველოში, უპირველეს რისკ-ჯგუფს ნარკომანები წარმოადგენენ, მაგრამ მხოლოდ ნარკომანთა წრით არ შემოიფარგლება. არსებობს შემთხვევები, როდესაც დედიდან შვილზე გადავიდა, მეუღლიდან მეუღლეზე, რამდენიმე წლის წინ ქუთაისში იყო შემთხვევაც როდესაც დაინფიცირებული სისხლის გადასხმით დაინფიცირდნენ, ანუ გადაიცემა როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად.

მოსახლეობის უმრავლესობა მას სიკვდილთან აიგივებს, ინფიცირებულებს კი ნარკომნებთან, ჰომოსექსუალებსა და მეძავებთან. ძნელად წარმოუდგენიათ სხვა კატეგორიის ხალხიც თუ შეიძლება იყოს დაავადებული, ფაქტია მოსახლეობის ნაწილმა არ იცის რა გზებით ხდება ამ დაავადების გადადება და დაინფირებულებთან საუბარსაც კი გაურბის. ან საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ის ან როგორი წარსული ჰქონდა??? ისიც ხომ იმ საზოგადოების წევრია, რომელსიც ჩვენ? რატომ ექცევიან მათ როგორც „კეთროვანებს” და ეს ხდება მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ გვერდში დგომა, მეგობარი და თანაგძნობა. კვლევამ, რომელიც ჩავატარეთ სპეციალურად ამ საკითხზე, რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება აივ ინფექციაზე, არც ისეთი საგანგაშო შედეგი მოგვცა, როგორც ვარაუდობდით. გამოკითხულთა 89%-მა იცოდა, რა გზებით ხდება ამ დაავადების გადადება, თუმცა გაურკვეველი რჩება რატომ რიყავს საზოგადოება დაავადებულებს, თუ იციან, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ მასთან მეგობრობით ან თუნდაც საუბრით. დაავადებულებს ხშირად სამედიცინო დახმარებაზეც უარს ეუბნებიან და იძულებულსაც კი ხდის, დამალოს აივ სტატუსი.

¬-„ინფიცირებულის დედამ შეიტყო შვილის მდგომარეობა და 10 წლის შვილთან ერთად სახლიდან გააგდო.“

- „პაციენტს ესაჭიროებოდა თვალის ოპერაცია, გაამხილა თავისი სტატუსი საავადმყოფოში, რის შემდეგაც კატეგორიული უარი უთხრეს დახმაებაზე.პობლემა მხოლოდ შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის ჩარევის შემდეგ მოგვარდა.

„აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია და ადვოკაცის“ ფარგლებში, რომელიც 2011 წელს ჩატარდა, 15 ინფიცირებულმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ამბობენ, რომ განიცდიან დისკრიმინაციულ ქცევებს საზოგადოებისაგან: „მომხდარა მათი გამოძევება რელიგიური ღონისძიებებიდან“; „მიუყენებიათ სიტყვიერი შეურაცყოფა“; ”ყოფილა ფსიქოლოგიური ზეწოლა“.
- „ თუ არ რიყავენ მათ, ვისაც ტუბერკულიოზი, ცეჰეპატიტი, სიმსივნე ან თუნდაც გრიპი აქვთ, რა დავაშავეთ ჩვენ? ჩვენც ხომ ისევე ავად ვართ, როგორც ისინი? რატომაა რომ ხალხის თვალებში ზიზღს ვხედავთ? რატომ მიაჩნიათ ეს დაავადება სირცხვილად? ჩვენც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ჩვენი გასაჭირით? ამ კითხვებზე ძალიან მინდა ვინმემ მიპასუხოს.“
ამ კითხვებზე პასუხის მიღებას რამდენიმე ადამიანისგან ვეცადეთ:
მანანა – დიასახლისი 41 წლის. –„ შიდსით დაავადებულები ჩემში სიბრალულს და შიშს იწვევენ, თეორიულად ვიცი რომ ადვილად გადამდები დაავადება არ არის, მაგრამ რეალურად მეშინია მათთან ურთიერთობა, მგონია, რომ მაინც შეიძლება რაღაც მოხდეს და მეც გადამედოს. ალბათ ეს შიში უსაფუძვლოა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. სირცხვილად კი, ჩემი აზრით, იმიტომ მიაჩნიათ რომ ის უმეტესად ნარკომნებს და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს აქვთ და ალბათ ჰგონიათ ყველა დაავადებული ამ კატეგორიებს მიეკუთნება“.
ლაშა – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი 22 წლის. – „სადღაც წავიკითხე, რომ შიდსი ღმერთმა მოუვლინა ჰომოსექსუალებს სასჯელად, ალათ მოსახლეობის რაღაც ნაწილიც ასე ფიქრობს და იმიტომ მიიჩნევენ სირცხვილად თორე მე ვერ ვხვდები, რა არის ამაში სასირცხვილო? ადამიანი განუკურნებელი ვირუსით არის დაავადებული „დღეები“ აქვს დათვლილი, მას თავისი დარდიც ეყოფა, ჩვენ რომ არ დავუმატოთ“.
შალვა – მძოლი 52 წლის. – „სირცხვილია აბა რა არი? ნორმალურად რომ ეცხოვრა არ დაემართებოდა, მაგრამ გადაყვა “გულავს” და მიიღო საკადრისი, მარტო ბავშვები მეცოდება, დედა რომ ადებს და დაბადებიდანვე სასიკვდილოდ იმეტებს, თორე სხვები ყველა ღირსები არიან“.

და ბოლოს, მაინც რა არის შიდსი? ეს აივ ინფექციის ბოლო სტადია, ის გადაიცემა დაუცველი სექსუალური კავშირით, დაბინძურებული სამედიცინო იარაღებით, ინტრავენული ნარკომანიით და დედიდან შვილზე. ის არ გადაეცემა ხელის ჩამორთმევით, მწერების საშუალებით, მეგობრობით ან ჰაეწვეთოვანი გზით. ეს არის ვირუსი, რომელიც ანადგურებს ადამიანის იმუნიტეტს, ორგანიზმს აღარ აქვს ბრძოლის უნარი და შესაძლებელია უბრალო გაციებითაც კი გარდაიცვალო. სწორედ ეს არის ის „სამარცხვინო“ დაავადება, რომლით დაავადებულებიც თითქმის ყველგან განიცდიან დისკრიმინაციას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG