Accessibility links

logo-print

ქალაქი, რომელიც სხვებს არ ჰგავს


ავტორი: ია ასათიანი

მე მოგიყვებით ქალაქზე, რომელიც სხვებს არ ჰგავს. ქალაქზე რომელშიც სისხლიც კი შავად ჩქეფს. ქალაქზე სადაც ქალებისა და ცხოველების უფლებები კი არა საერთო არავის უფლება არ არის დაცული. ქალაქზე, რომელიც სივრცეს გიკეტავს და შენგან იმას ითხოვს რაც შენ არ გინდა. ეს არის ადგილი სადაც „ კაი ბიჭები“ მუდამ ცვეტშია და შავი მუდამ საყვარელი ფერია. ადგილი სადაც წლების განმავლობაში მხოლოდ კაცები აყაილბებდნენ ცხოვრების რიტმსა თუ სტილს.

სწორად მიხვდით ეს ქუთაისია. ქალაქი, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე, სადაც 18 წელი ვიცხოვრე და სიგიჟემდე შევიყვარე, თუმცა ეს ხელს არ მიშლის დავინახო ის რაც ფანჯრიდან ცალი თვალის გახედვისასაც კი შესამჩნევია. პირიქით ეს მეხმარება მივხდე სხვაობას და ვეცადო უკეთესებოსკენ შეცვალო რაღაც, თუნდაც სარკის ხელში დაკავების პრინციპით. ჩემი იარაღი კი სიტყვაა??? ამიტომ...

ქუთაისი, რომ „მოძველბიჭო ელემენტების“ სიმრავლით გამოირჩევა სიახლე არავისთვისაა. არც ის, რომ აქ გოგოების უმრავლესობას „ბაბულიკა“ ტიპებზე აფანატებს, ალბათ შესისხორცებული აქვთ გარემო და ამისგან გამომდინარეობს, სხვა ახსნას უბრალოდ ვერ ვპოულობ. აქ „მაგარი“ ხარ თუ საკაიფო ზმანზე იჩითები და „ჩემი დედაია“ შეყვარებული გყავს. ძერსკი თუ ტუჩებს პრუწკავ, ბოლო მოდელის ტელეფონი გაქვს და მერე რა თუ „წევეი, მევეითი“ საუბრობ, მთავარია „სელფი“ გოგო ხარ. მისაღები ხარ საზოგადოებისთვის თუ მიგაჩნია, რომ კაცი უფროსია ოჯახში და თუ იმსახურებ უნდა მოგაგინოს კი არა .... „დედაც უნდა დაგამხოს“, აბა სხვაგვარად რა კაცი იქნება. J ამ ქალაქში ცვეტში ხარ თუ „გაჩითულ სასტავში იჩიტები“ და შენი ფოტო „ოდნოკლასნიკებში“ ყველაზე საყვარლებეეეეეეეეეეეეე, ყველაზე გაჩითულ ნაროდში ან მსგავს „ფაიჯზე“ დევს... აქ ქალების უმრავლესობა ფოქრობს, რომ გათხოვდება და ქმარი მიხედას, მისი დანიშნულება კი მხოლოდ დედობა და ცოლობააა.

ამ ქალაქში პატარა ბიჭები საქმეს კაი ბიჭურად არჩევენ, მათი ჩარევით ან მათ გარეშე. აქ „ სამართლიანობა“ მთავარია და ხელიც მხოლოდ სპრავედლივად უნდა მოხვდეს. J ადამიანი თუ ცემის, საქმის გარჩევის ფაქტს შეესწრება და პატრულში დარეკავს „ნასეტკაა“. აქ ქუცაში სმა და გამის დვიჟენია ორგანულია. აქ თითქმის ყველა კაი ბიჭი „რელიგიური“ ტიპია, მხოლოდ აღსარებისას მეასედასც არ უყვება მამაოს. აქ წაგებას ვერავინ იტან, ამიტომ წაგების შემთხვევაში ყველაფერი ჩაწყობილია. სამართლიანობას კი ქვებითა და ხელკეტებით აღდგენენ, განსაკუთრებით ფეხბურთის თამაშისას. ამ მშვენიერ ქალაქში „პლანის ფოთლიანი ცვირსახოცები“ ისევ მოდაშია, სიტყვა „სიმონ“ კი თავისთავად ერთვის ყველა წინადადებას. აქ ბიჭების ნახევარი თუ არა მესამედი მაიცნ დადის კასტეტითა და ჯაყვით ჯიბეში. აქ ქმარი ცოლს ცემაში სულს ხდის, ქალი თუ მიატოვებს და სხვასთან წავა ბოლო დონის კახპაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი განქორწინებულს ჯერ კიდევ ალმაცერად უყურებეს “თუ პატიოსანი იყო, აბა ქმარმა რატომ გამოაგდო? ეგ განათხოვია სოჩიკი აღარ ითვლის“.

ამ ქალაქში სამსახურშიც კი გაუსაძლისი პირობებია. აქ ექიმს თვალს მხოლოდ იმიტომ „თხრიან“, რომ მკვდარს ვერ აცოცხლებს. სასწრაფოს მანქანა მხოლოდ იმიტომ არ ატარებენ რა პონტია გაგასწროს ან შენ წინ იაროს სასწრაფომ, ეს ხომ ცუდის ნიშანია. აქაური გაგებით გოგო თუ მსახიობი ან მიმტანია ბოზია. ან ვაფშე რატომ უნდა იმუშაოს მიმტანად, გამყიველად ამით ხომ თავს იმცირებს. უმრავლესობას უნდა კარიერულ კიბეზე ასვლა პირდაპირ მე-7 კიბიდან დაიწყოს და პირველი ექვსს უბრალოდ გადაახტეს. ახალგაზრდების ნაწილი წუწუნებს, რომ დაუსაქმებელია, ისე რომ არც კი ეძებს სამსახურს, ლოგიკა „აბა სამუშაო და კაი ცხოვრება სადაა ძამა“

აი ასეთია ჩემი ქუთაისი. არა არ გეგონოთ რომ ცუდია, არა ის ჯერ 90-იანი წლებიდან გამოსვლას ცდილობს. ის ჯერ ისევ პატარაა და გაზრდას წყურია. ის ჯერ შავი ფერიდან ნაცრიფრში გადადის. მასაც აქვს მრავალი დადებითი თვისება, როგორც ყველა ადამიანს, თუმცა ამჟამად უარყოფითი სჭარბობს. ზიმბარდოს ნათქვამს თუ დავიჯერებთ, ადამიანები ცუდებად და კარგებად არ იბადებიან, ასეთებად ყალიბდებიან. ამ ორ ცნებას შორის კი ზღვარი სუსტი და მოძრავია. ამჟამად ცუდი შეიძლება ხვალ გმირი გახდეს და პირიქით.... ჰოდა მეც დავუჯერებ მას, და იმედს დავიტოვებ, რომ ოდესღაც ქუთაისიც გახდება გმირი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG