Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

In the TIME, at the TIME, on the TIME, under the TIME, far from the TIME…


ავტორი: ლელა ტაბატაძე-შევჩენკო

......კადრი იწყება ადამიანთა გამალებული სირბილით ; მათი გამოსახულებები ბუნდოვანია , მაგრამ სილუეტებიდან ჩანს, რომ სხვადასხვა საზოგადოებრივი სტატუსის უნდა იყვნენ;- მათ შორისაა საქმიანი ადამიანი, მუშა, ხელოსანი და ა.შ.. ისინი გაფაციცებულები მიისწრაფიან სადღაც, ერთმანეთს ასწრებენ, ეჯიბრებიან, ჭამენ, მუშაობენ, სძინავთ, ოჯახს იძენენ, ახლობლებს კარგავენ, ჩხუბობენ, კომპიუტერთან მუშაობენ, მობილურზე საუბრობენ საათობით, გამუდმებით სადღაც აგვიანდებათ....
.....ვიკეთებ სათვალეს და ირკვევა, რომ ამ ფილმში ადამიანების სილუეტები ყოფილან მხოლოდ საცდელი ციყვები, მათი შესაჯიბრი სარბიელი კი–რგოლი. . . ვუყურებ მათ მონოტონურ ქმედებებს , მეცინება, თითქოს მომწყინდა კიდეც მათი ცქერა, მაგრამ მაინც ვერ ვაცილებ თვალს...
ერთმა დაუმორჩილებელმა, ცნობისმოყვარე ციყვმა მოინდომა საპირისპირო მიმართულებით გაქცევა და გადავარდა კიდეც სარბოლი გზიდან...
აღმოაჩინა, რომ ... უბრალოდ საცდელი ციყვი ყოფილა და საითაც ის ისწრაფვოდა, არარსებული მიზანი იყო, რადგან ეს მხოლოდ სარბენი რგოლი აღმოჩნდა . . .
შევდივარ მის ფიქრებში: . . . ადრე ისიც დარბოდა და მიიწევდა მხოლოდ და მხოლოდ საცდელ რგოლში და ცხოვრებას ატარებდა გიჟურ რბოლაში, ტემპს ძლივს უწყობდა ფეხს, ეგონა წინ მიიწევდა , რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებდა , ახლა კი მიხვდა, რომ თუ ასე გააგრძელებდა, ისიც მოკვდებოდა ისე, როგორც მისი წინაპრები და წარმოდგენაც არ ექნებოდა იმაზე, რომ მხოლოდ საცდელი არსება იყო, რადგან „ისინი“, ყველანი ყოველთვის განსაზღვრულ გზას მიუყვებოდნენ და გზის გარეთ არ სურდათ გახედვა . . .
- რატომ?. . . .
გარეთ ხომ უზარმაზარი თავისუფალი სივრცე იყო? „ისინი“ კი ამ უკიდეგანო სივრცის შიშს ვერ სძლევდნენ. . .– ისინი, “სხვები“ დაუცველად გრძნობდნენ თავს, როცა საზღვარი არ ჰქონდათ გარშემო. . . ვერ სძლევდნენ დაუოკებელ სურვილს, რომ შემოესაზღვრათ საკუთარი სივრცე, წრე , ქცევები, სახლი, ტერიტორია, სასაფლაოც კი. . . რატომ? „მათ“ ხომ პრეტენზია ჰქონდათ ყოველთვის, რომ თავისუფლები, ნიჭიერები იყვნენ?–ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდათ მესაკუთრეობის სურვილი, საკუთარი უპირატესობის შეგრძნების, სიძლიერის გამოვლენის, თავისუფლების დამტკიცების სურვილი . . .
არადა, მოსწონდათ ფრაზა: „ რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია მღელვარება, რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით ნაკლებია მღელვარება . . .“„მათ“ ეშინოდათ საზღვრის და არ გადიოდნენ საზღვიდან გარეთ, რადგან ასე უფრო დაცულად იყვნენ და ეიოლებოდათ . . კიცხავდნენ იმას, ვინც მოისურვებდა სარბოლი გზიდან გადახვევას, ან შეჩერებას, შეჩერება თითქმის წარმოუდგენელიც გახდა, რადგან დღითიდღე ძალიან საშიში ხდებოდა . . .
–ეშინოდათ დროის, საათი წიკწიკებდა და ყოველ წამს ახსენებდათ, რომ დრო არ ითმენდა, მიდიოდა და არ უცდიდა „მათ“. . . არადა, დროის ხომ არ უნდა შეშინებოდათ, დრო უბრალოდ უნდა ჰყვარებოდათ და მისი თითოეული წამიც შეეყვარებინათ მთელი არსებით, დროს უბრალოდ უნდა გაფრთხილებოდნენ, მაშინ ეცოდინებოდათ დროის ნამდვილი ფასი . .
„ის“ მიხვდა, რომ დრო არც უნდა გაფლანგოს და არც ძუნწად შეინახოს, დროით უბრალოდ უნდა დატკბეს... დრო მიდის, დრო დიდხანს არ ჩერდება მათთან და „ისინიც“ მსუბუქი და მოქნილი უნდა ყოფილიყვნენ, როგორც წუთების ისრები, საზღვრები არ ამძიმებდეთ . . . თურმე დრო მაშინ წყალობს და ენდობა, როცა უყვართ, უფრთხილდებიან... დრო პატივს სცემს მათ , ვისაც არ ეშინია საზღვრების . . .ისეც ხდება , “მათ“ სატარებელ ტვირთს დროს გადააბარებენ ხოლმე, დრო უარს არ ეუბნება, მაგრამ არავინ იცის, დრო ტვირთს მიუტანს თუ არა . . .
დროის უბრალოდ იმიტომაც არ უნდა შეშინებოდათ, რომ „ისინი“, ყველანი ასე საოცრად ჰგავდნენ ქვიშის საათს . . .რატომ? –ქვიშის საათი ხომ სტაბილურია, რაღაც დროის მანძილზე სჭირდება გადატრიალება, მხარის შეცვლა, თორემ დაცარიელდება ქვიშისგან . . .ასევე იყვნენ „ისინიც“. . . რაც ადრე მთავარი იყო, გარკვეული პერიოდის შემდეგ სჭირდება გადატრიალება, მხარის შეცვლა, თორემ აუცილებლადდაცარიელდება ქვიშისგან. . . ასევე იყვნენ „ისინიც“; –რაც ადრე მთავარი იყო , რაღაც დროის შემდეგ ხდებოდა გადაფასება და ის „მთავარი“ სადღაც, წარსულში რჩებოდა . . . წინა პლანზე კი სხვა რამ იწევდა და ასე, გამუდმებით, იცვლებოდნენ და ივსებოდნენ „ისინიც“ ენერგიისგან, როგორც ქვიშის საათი . . სწორედ ეს მუდმივი ცვლილების პროცესი იყო საინტერესო . . .რადგან ასე ხომ შემბოჭავი საზღვარი მსუბუქდება და თანდათან ქრება კიდეც . .
..... აღმოაჩინა, რომ „მისთვის“ უკვე სასიამოვნო გახდა შეგრძნება, როცა წინასწარ არ იცის რას უნდა ელოდოს, ყველა კითხვაზე როცა აქვს პასუხი, ყველაფერი უინტერესო ხდება...
„მათ“ ყოველთვის აწუხებთ კითხვა, თუ რას ფიქრობენ მათზე, სწორად იქცევიან თუ არა, სწორ ნაბიჯს დგამენ თუ არა? როგორ ჩანან სარკეში? არადა, ვინ იცის რა არის სწორი?საზღვარი ვინ დაადგინა?–„მათ“?კი მაგრამ, ისევ თავად იზღუდავენ თავს . . .
.....არის მომენტი, როცა „მას“ სწყინდება სწორ, მყარ ნიადაგზე სიარული და სურვილი უჩნდება, რომ არასანდო , არამყარ, ფხვიერ ქვიშაში ჩაეფლოს, მერე გაჰყვეს და წყალშიც შეტოპოს. . . თუ ცურვა ცოტათი მაინც არ იცის, ლოგიკურად სჯობია, ნაპირზე დარჩეს და დაიცადოს, მშვიდ ტალღას დაელოდოს... იქნებ გაიმეტოს თავი?... ეს ალბათ მაშინ, თუ იგრძნობს, რომ ზღვას ის მართლაც სჭირდება. . . საკითხავია, ამად ღირს?. . . იქნებ ზღვაში სულაც არ უნდა შესვლა და მშვიდ ნაპირზე დარჩენა ურჩევნია? უბრალოდ მყარ ნიადაგზე გაივლის და მიეფიცხება მზეს... რომელი უნდა? . . . შეიძლება „არასწორად“ იცხოვროს, მაგრამ იცხოვროს საზღვრებს მიღმა და არ შეეშინდეს შეცდომების . . .
მაგარია, როცა ყველაფერს უყურებ სხვადასხვა მხრიდან.. დროიდან უნდა დაიწყო; შეხედო დროს ახლოდან, შორიდან, ზემოდან, ქვემოდან, გვერდიდან, შიგნიდან, გარედან . . .
In the TIME, at the TIME, on the TIME, under the TIME, far from the TIME …
მოვიხსენი სათვალე და დავტოვე „მისი“ ფიქრები, “მისი“ რეალობა და მივხვდი, რომ ჩემი რეალობა ისევ იგივედ დარჩენილიყო, მაგრამ მე ვიყავი ცოტა სხვანაირი . . .
P.s. ეს სწორედ ის მუსიკაა,რომელიც გამოხატავს შინაგან წინააღმდეგობას, წინსვლას და სწრაფვას რაღაცისკენ...რისკენ? ვისთვის როგორ...ზოგისთვის საყვარელი ადამიანისკენ სწრაფვა შეიძლება იყოს, ან საკუთარი თავის ძიების დაუოკებელი სურვილი...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG