Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: კაიაფა

ბურვაკა ბურვაკოვიჩს ფეისბუქზე აქვს პირადი სრა–სასახლე, სადაც ზოგიერთები ნახავენ კაი კოხტა ავეჯს, კაი ძალ ფულს, ამპრესონიასტების სურათებს, კოლტივირებულ პოლიტიკოსთა ფოტოებს.

ასევე ნახავთ მისსავე ფოტოს სასახლის გალავანზე მოურავთან და თაფლის დამზადების პროცესში შთანთქმულ ღორებთან ერთად.
საერთოდ ეს, ღორების ახალი გატაცებაა, როგორც ჩანს, თაფლი და დამზადება.

მე სხვა დროსაც არაერთხელ მინახავს ფეისბუქზე და რუსთაველზე ღორები კიდევ უფრო დიდ ღორებთან ერთად და ვერაფრით გავიგე ეს რას ნიშნავს.
რა უნდათ ღორებს ფეისბუქზე, რუსთაველზე, ხელისუფლებაში, პარლამენტში? ისინ ხომ შინაური პოლიტიკოსები არ არიან?
ამიტომაც არის დღევანდელი ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ფარისებური ჯირკვლითა და ცრუ, იგივე ბრმა ნაწლავით სავსე.

და ბრმა უნდა იყო და ცალყურა, ვერ მიხვდე რომ ასეთი ფარისებრი ჯირკვლებითა და ბრმა ნაწლავებით საქართველო, როგორც ცივილიზებული ევროპული ჯანმრთელი სახელმწიფო ვერასდროს ჩამოყალიბდება. ის იქნება და დარჩება "მიკი მასტების" ქვეყნად, სადაც ჩინოვნიკები დიდი ბავშვებივით პოზირებენ ევროპულ ქალაქებში და დსიკოთეკებში, ფეისბუქში პოსტავენ საკუთარი თავების, ღორების ფოტოებს.

ამ მამაძაღლობაზე, ესე იგი, ღორობაზე და სახეებზე ხმის ამომღები კი, ითვლება, რომ არის ქვეყნის მტერი და ბრმა ათეისტი.
ყოველივე აქედან კი რაღა დარჩა ათეროსკლეროზამდე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG