Accessibility links

logo-print
ავტორი: კაიაფა

... აი, როცა იქნება, ამ ოცნებაახდენილების ხელში აბა რა ჯანდაბა იქნება, ჩამოვა მიშაი, ისევ თქვენი ტაშფანდურით არჩეული, ეხლა არ დაიწყოთ, არ ვიზამთ მაგასო, მაგისთანები გიქნიათ, მოაჯდება ქვეყანასა, და მჭადის მონატრებაი მერე ნახეთ, ერთი, ჩადში არა ვყოფილვარო, რო იტკიცებს, მერე, დაეზარება, რაღა მე წავიდე იმსიშორესა, თანაც არ შემჭამონ იმ კანიბალებმა, თითონ ჩადს მოვაწყობ და ავაშენებ აქა, სინგაპურის დედაც ვატირეო.

ხოდა მერე დაიწუნეთ ეროვნული ჩოხაი და აზიაცკები, თქვე გოგრიებო, რო გაგახვევთ ჩადრებში ქალიანკაციანა, თქვენ ბოხოხის და ჩექმების რა ღირსი ხართ, თქვე ყელში გალსტუკწასაჭერებოო, თოკებ ხო კარგად ინახავთო, რო დაგიბარებთ ადრე და მალე აშენებულ მჩადის მოედანზე ჩამოსახრჩობადა, როგორც წუხელ ყვებოდა ტელევიზორში ვიღაცაი ანეგდოტსა, და ტელევიზორზე გამახსენდა, თქვენი არ იყოს, მეც ძაან შეწუხებული გახლავართ საქვეყნო საქმეებითა, არაბული ვესნებითა, ავღანეთის ამბებითა, ეშველება, ვითომა, რამეი, საცოდავ საბერძნეთსა? განსაკუთრებით არაყის, ეე, ერაყის საქმე მაფიქრებს, იმას ვამბობდი, ცქვიტი ციყვებივით მოირბენთ ქუდზე კაცი პირველივე დაძახილზე კისერში კოხტად თოკწაჭერილები კუხნი სკამებითა, ეგრევე შესკუპდებით საკუთარი ფეხებითა და როგორც კი დაგჭყივლებთ ტაშფანდურა პრეზიდენტი გამყინავი ბღავილითა, აბა, წინ, დემოკრატიული ჩადისკენაო, ისეთი ძალით გაკრავთ ფერდებში იმ საწყალ და უდანაშაულო კუხნი სკამებსა მაგ უშველებელ ფეხებსა, ცალკე ის საცოდავები დაიმტვრევიან სიმწრისგანა და ცალკე თქვენი ბღავილი წაიღებს ყურთასმენასა სტაბილურ და გასუსულ ახალ ჩადშიდა. მაშაა!..

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG