Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: კაიაფა

ხალხი არ ხართ, თქვე უღმერთოებო?!

ნეტა შეგახედათ სხვა თვალებით თქვე თვალებდსაფსებებო და დასაბრმავებლებო, ჩამოსახრჩობებო დასახვრეტებო, ცოცხლად დასამარხებო, რა სიძულვილი და ზიზღი იკითხება თქვენს ტექსტებში ჩვენი საწყალი, ამაყი, საცოდავი, დიდებული, ჰუმანური და ტოლერანტიული ერისა და ეროვნების მიმართ, თქვე ბნელო გაუნათლებელო უწიგნურებო, როცა ჩემზე აუგი წამოგცდებათ და თლათ ვარესი, არ მეპასუხებით, პატივსც არ სცემთ ჩემი სახითა ქართველ ერსა, რომელიცა რომა მეე ვაარ ნამდვილი და ჭეშმარიტი, შემკუნი და დამშვენებული ქართველი, ნამდვილი და ჭეშმარიტი ქართული ცხვირითა, ენაპირითა გამომცატველი და დამცვენი მისი საუკეთენო თვისებებინა და მატარებელი მისი კაცთმოყვარეობინა, ჰუმანიზმინა და ტოლერანტობისა და ამიტომა და ამითვინა, რო არ მეპასუხებით შეურაცღოფას აყენებთ და აყრით სწორედ ამ ჩემსავით ნაქებ და საშვილიგვილო ქართველ ენსა და ხალის მოსახლეობასა, თქვე ბანბანოსებო და ბანბანერკებო, ჩაიხედეთ სარკეებში, თქვენ სეთური არ გინდათ, თქვენ გინდათ პატივისცემაი ჩემი და ჩემი საყვარელი ხალხიზა, რო ჩამაგდოთ ხოლმე ძაღლდა, შემომეპასუხოთ, მითხარით რამე, თორე გასკდა გული, იმიტომა რომა ვაარ საწყალი გულისაი, მიყვარს ჩემი ხალხის მოსახლეობაი ყველაი, არაქართველიცა კი, კაცოო, და არავინ არ მემეტება, არაქართველიცა კიი, ვაახმეე, თქვენცა კი, თქვე ჩამოსახრჩობებო და დასახვრეტებო, ცოცხლად დასამარხებო, თქვენ რა სასიცოცხლ ხართ, მით უფროდა ამ ახალ ბიძინას საქართველოშიდა, რო დაიწყო ახალი და ბედნიერი, სამართლიანი ცხოვრებაი, თქვენ რო გნახეთ იმ დამპალ დასავლეთში, და რო აღარ დავბრუნებულიყავი, ასე რო მოგწონთ, დასავლური ღირებულებებიო, რა ღირებულებები, მე მაგათი ასე და ისე, რა ფეხები არიან, ეგენი რო ხეებზე იჯდენ, ჩემი წინაპრები ვეფხვის ტყაოსანსა წერდნენ, კოლხეთის ცისკარსა და დათას თუთაშხიასა, რა კაი კინოა სეთური განსაკუთრებითა, და ცეკავშირის შენობას აშენებდენ, ველური დასავლეთელები რო კანი ბალ ობდნენ და ამორალურ სექსაობას ეწეოდნენ, ჩვენა კიდე მარტო პრიმას ვწევდით, სექსაობას როგორ ვიკადრებდით, ქართველ ქალსა პატივსა ვცემდით და იმიტომა და ცემითაც კი არა ვცემდით თუ ფეხების ტაშტში დაბანვაზე უარ გვეტყოდა, მარტო იმ წყალში ჩავაყოფინებდით ცხვიმპირსა, რო მეორედ არ გაებედათ ესეთი თავხედობაი.

მოკლედა გული მერევა თქვენზედა და კიდე უფრო მეტადა და მეტად ამერევა თუ კიდე არაფერს მიპასუხებთ, რითაც სულ გამაგიჟებთ და ჩემ თავზე პასუხ აღარ ვაგებ.

თქვენი კათარზისი წარმოუდგენელი იქნება ამ შემთხვევაში.

ხოდა თუ არ გინდათ ეს საშინელი პენსპექტინაი, შემიცოდეთ და მომწერეთ რამე, მომწერეთ, მანთლა და მანთლა პოლკოვნიკი ხო არა ვარ?!

ფელდმარშვალი გენერალის სიმუსი არაპატივისცემითა და თქვენი დახვრეტის სურვილითა
ტოლერანტი ქართლოს მოყვარაიძე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG