Accessibility links

logo-print
ავტორი: კაიაფა

... და გასულიყო ამდენ ლანძღვა–გინებიან, წყევლა–კრულვიან პოსტ–კომენტართა შეჭირვებულ კითხვაში დღეი ესე უსიხარულოი, მწარეი, მწუხარეი... ვაჰ, სოფელო, სოფელო არა იხვის ვინიგრეტი, ვახ, ქალაქო, ესეც ნიტო, ვაახ დედაქალაქო, რა ზნე და უშობელი გჭიირს, ტოო, ასეთი უსაშველოი, შენი მენტალობისა და დისკურსისა რა ვთქვა, როო, რა შიგანი გიძლებს ამისთანა დისკრიმინაციის და დისკრედიტაციის მოწმე–მონაწილესა?!

რას ერჩიან, რასა, ეს სამგლეები, განა?!

რა დაწერა, რა, ამისთანა უნახავი და კალმით დაუწერელი?!

არა აქვს, განა, უფლებაი, ბუნებით მინიჭებული, როგორც ყველა არსებასა ამ მრავალ ფეროვან, თვალხატულა და ჟუჟუნა საქართველოს ქვეყანაზედა, მსოფლიოს ქვეყანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დაწყებული პატარა შარხანი ვეფხვითა და დამთავრებული დიდი ხოჭოთი?!

ეეჰ, წერე და იკითხე, მისახედია ზოოპარკი თავის საცოდავ ბინადრებიანადაო! ვინ, ვინ მიუტანს იმ საწყლებსა, გარიყულებსა საზოგადოებიდანა, ესეც თუ საზოგადოებაა, მოძულებულებსა, მოშიებულებსა, მოწყურებულებსა?

ეეჰ რჩებია ხმაი ესე მღაღადებლისადა შეუსმენლადა ამ ყრუ და პირქუშ ქალაქშიდა, გაუტანელსა და არაჰუმანურსა, არატოლერანტულსა, ის ტოტლებენიც კაი ხვითო იყო და ტალეირანი ხო, ვინ მიუტანს პურსა და თუნდაც ხორცსა არსობისასა იმ ბედისაგან დაჩაგრულებსა?! მართლა, თახვი ხორცისმჭამელია თუ ძუძუმწოვარი?! ვაა, ეს რა ასოციაციები უჩნდება, კაცოო?! ჰოო, ესეც ხომ კაცია–ადამიანი?! ამასაც ხომა აქვს უფლებაი, თქვას და მოუწოდოს, მიდით, მიხედეთ ცხოველებსა, თქვე მხეცებოო?!.

ამათ კი, ამათი, მოინანიეო!

რა მოინანიოს, რა?!

მაშ, ზოგ მაიმუნს მაიმუნი უნდა ერქვას და ადამიანს ადამიანი?!

რად გაჩნდი მაიმუნად, რატომ არ მოხველ კაი ყმად?!

კარგ ყმად ვინა ვთქვათ ვაჟებო?

სად არიან ყმები ამ მონებში, ერთი!

ეეხ, თითქოს სიტყვიერი არა კმაროდეს, ეს ფიზიკური რაღა წესი და უბედურებაა, ამათი, შეურაცხოფა?!. რამდენი ნეკნი აქვს, მართლა, ადამიანს? ეხლა რამდენი მაქვს? მერე დაითვლის, მე ნეკნებს მათვლევინებენ, სერვანტესს მარჯვენა მოჭრეს, არსაკიძეს მკლავი, გუმილიოვი დახვრიტეს, იქ რა მიმარბენინენბს, ჯავახიშვილი, ტიციანი, პაოლო, მიქელაძე... რამდენი, რამდენი... ამ ვეისაძეს რატომ არ ასილაქებენ?! აშამ რომ იკადრა და დაწერა, საცემი კი არა, გასალახი იყო, მარა კია ბულკივით ფეხშეუხებელი... ასეთია მწერლისა და ხელოვანის ბედი ამ უდაბნოსფერ ქვეყანაში!... გინახავთ თქვენ ფერი გალახულ მწერლის? ეს ჩემი, ეეხ, დაილოცოს ბუნებავ შენი სამართალი...

ბედი უნდა,ბედი, ყველაფერს და კაი, გამგები მკითხველი კიდევ... შენი რომანის პერსონაჟი გინდა თუ არა შენა ხარო! ესაა მკითხველი საზოგადოება?! აბა, ფლობერი რომ ამბობდა, მადამ ბოვარი მე ვარო, ესე იგი, ფლობერი იყო ქმრის მოღალატე პროსტიტუტკა?!.

ამ ხალხისა მიკვირს და მერე და მერე მთლად განვცვიფრდები ალბათ მთავრად, მოიცა, როგორაა?.. განსაცვიფრებლად არის მთავარი! რა? ჰო, განსაცვიფრებელი გაკვირვება დამეუფლება ალბათ; ასეთი და ისეთი... არაისეთი მწერალი ხარ, შენს ნაგვე, ნაგრძნობ–ნაფიქრს რა წამაკითხებსო, პასტერნაკზე და სოლჟენიცინზე რომ იძახდნენ ანალოგიურად, არ წაგვიკითხავს, მაგრამ არ ვარგა და ვგმობთ და მიწასთან ვასწორებთო!

შე, პატრონიანო, თუ არ წაგიკითხავს, თუ არ გევასები, ესე იგი, როგოც ხელოვანი, მწერალი და მოღვაწე, ეხლა ამაზე შემჭამენ, მოფუსფუსე, რა გინდა, რას მემართლები, მე საცოდავს და პატარას, ჯერ ერთი წლისაც არა ვარ, შარშანწინ როგორ მნახეო?! ვაა, ეს სად გადავვარდი, კაცო, სულ გამაგიჟეს, ამათი! ეს ფერდინანდიი ხომ საერთოდ გამოტვინდა და, ეს ფერდინანდიი არა, ახლა ამის მოქსევა, მოვარდნა და ფეხთა მისთა უხეში ბაგა–ბუგი მინდა?! თითქოს ცოტა მოვმჯობინდი, მურმანოო, მითხარ, მითხარ, შენსა მზესაა, ეთერ ქალი რაიგია?!.

თუ მურმანი არა სჯობდეს იმ გაყიზვინებულ აბესალომს და რა ვიცი!..

ისე, რა მინდოდა ამ ჟულიკებში, შურიანებში, შულერებში და ფინაჩებში?! იმისი არ იყოს, წვენებში?!.

დასკდნენ ალბათ სიხარულით, ტოლიკა უბერტყიათ გემოზეო!

ესენი არიან კოლეგები, თანამოკალმეები, ჰუმანისტები, სხვათა ჭირთა გულთმიმტანნი?!

ისე ამათი!..

გაგაჟიჟებენ მთლად ეს ვირგლები, მერე ლექსიკონში ვნახო, არ დამავიწყდეს, რაც მარტო ამ უნიჭოებს გენიოსები, დანტეები, ალეგიერები, მიქელანჯელოები, ბონაპარტეები, ჰომეროსოები, გოეთეები და რა ვიცი კიდევ ვეძახე და რომ ვიფიქრე, ერთი–ორ ტკბილ სიტყვას მეც შემაწევენ, ნუ, ბოლო–ბოლო ბალზაკს და კაფკას მაინც დამიძახებენ–თქვა, და ონორე და ტოლიკა კი არა, მთათხეს და მლანძღეს უშვერად და უგვანად იმ ტეტიებმა! ვინც იმათ მწერლობა დააბრალა!..

ეს ლემონჯავა მთლად ვერ ყოფილა თავის ძრავაზე! საწყალი მშიერია, გაუხარელი–თქვა, ვაცოდე და ვაცოდე მკითხველებს, ეგება ნაჯღაბნები გავასაღებინო–მეთქი და მართლა მწერალივით არ იტკიცა, რაის მშიერი, გენეტიკურად არ ვსუქდები, თვარა ჩემზე მეტს ვინ ჭამსო!

ეცი კაცს პატივი!


ჰო, წავსულიყავი, მემღერა, რა წერამ ამიტანა?!

ეს ხმა არ დამეწუნება და... რასაც მე აბანოში ვმღერივარ ხოლმე და ყველა სიამოვნებით მისმენს!..

ქუთაისში კიდევ, „აბესალომ და ეთერში„ ცუდად გამოვედი?!

დაინგრა მთელი ოპერა ტაშითა და აპლოდისმენტებით, ბრავო და ბრავო ხომერიკიო!
მართალია, რატომღაც „ბრავო ალეკო!„–საც ყვიროდნენ, მაგრამ რა ჩემი ბრალია, იმათ ტოლიკა და ალეკო თუ ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან და იმის მაგივრად მე მიმიწვიეს?! ვინ არ წავიდოდა და იმღერებდა ამ უფულობის დროს, რომ მე არ წავსულიყავი?!. ისე, კი მიკვირდა, მართლა, ბატონო ალეკო და ბატონო ალეკოო, რომ შემჭამეს, მარა, ვიფიქრე, მოფერებით მეძახიან ასე–თქვა... ჩემი ბრალია, ის ალეკოც რომ ხომერიკი აღმოჩნდა, ბოლოს?!.

ეეჰ, მოკლედ, მძიმე სურათი და კინოა ცხოვრება, მით უმეტეს, ამისთანა მოუმზადებელი „მაყურებლები„ თუ გყავს!..

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG