Accessibility links

logo-print
ავტორი: კაიაფა

ZELIMXAN, რა პრინციპულობაზე ლაპარაკობ, შე ბოროტი დედოფლის გაპრიალებული სარკეების პროპაგანდისტო, შე ლუთერიანელო ბაპტისტ კალვინისტო, თავადაც რო ვერ გაგირკვევია, ერანაირი მართლმადიდებელი ათეისტი ხარ, როცა მაგ ბედნიერ ბერლინში ქართულ ეკლესიას სათოფეზე არ ეკარები, რო ეკარებოდე, ხო გვეცოდინებოდა, შე თავითმარქვია მილტონ ფრიდმანო, ეკონომიკა ეკონომიური უნდა იყოსო, რო აგვიკელი, შე კერპთაყვანისმცემელო, დაამხემეთქი კერპები, გეუბნები, თავი გაუტეხე გაპრიალებულ სარკეებსა, იწამე არაკოაბიტაციაი და ახალი საქართველოი, თორე შეჩვენება და ძელზე გასმა არ აგცდება შე ლიპარიტო, გეუბნები კიდევა, პუნქტ–პუნქტ მიპასუხე და გაიზიარე ჩემი შეკითხვა–მოწოდებები, თორე შთამომავლობის რისხვა არ აგცდება, გერმანიიდან თუნდაც ავსტრიაში რო გადაიპარო, ეგ კი არადა, დავრწმუნდები უკვე ეჭვშეუტანელადა, ჯერჯერობით რო მხოლოდ შემიტანია, რო შენ და შენნაირები შეგნებულად ეწევით ამ პატიოსანი და ალალმართალი ფორუმის საჭირბოროტო საკითხებიდან საშური და გვემული ყურადღების გადატანასა ვიღაცების ჯიპებზე და დიპლომებზედა, თქვე შემოგზავნილებო და ჩანერგილებო აქანე, რო დააბანგეთ და დააზომბეთ მთელი ეს უდანაშაულო და მალემრწმენი იუზერაობაი, გეუბნებით, გაშიფრულები ხართ მეთქი, დროზე მოიხვიეთ შარფები და აიდა, ადიუ, თქვენ დამქირავებლებთანა, და ხმა აღარ გავიგონო თქვენი, უმცირესობა, უმცირესობა საქართველოშიდო, სულ უმცირესობა არაა და სულ უმცირესობაში არაა მთელი ეს მცირე და კიდე უფრო შემცირებულ–დამცრობილი საქართველოი თქვენ ხელშიდა, თქვე სატრაპებო, თქვენა იმდენს იზამთ, იმდენს ივიშვიშებთ და იქადაგებთ ამ და იმ უმცირესობაზედა, ერა კაი ყოფილაო და მთელი უმრავლესობაი უმცირესობაში გადავა გინა პარლამენტშიდა და გინა სპეცბარებრესტორნებშიდა, ის არ არი საკმარისი, განა, ევროპაშიდა სამარცხვინოდ რო ითვლება უკვე დიდი ქალაქების მერები და მინისტრები თუ იმნაირები არ არიან და ბევრი რო იბრალებს უკვე, მეც ეგეთი ვარ, მეც ეგეთიო, რამე რო არ დამაბრალონ მერე და მეც ხალხში გამოვიდე და გამოვჩნდე ამაყადა და წელგამართულადაო, მოკლედა ჭკუას მოუხმეთ, ამოგვიდექით მხარშიდა უახლესი ქვეყნის შენებაშიდა, მათ შორის ისეთი დემოკრატიისა, ევროპა რო უნდა გავაოცოთ და პირდაღებული დავტოვოთ და ღია პირზე გამახსენდა, გადაეცით მაგ ოხრებსა და ტიალებსა, რომა ჭამა გვინდა, განა, და დროზე მოგვაშველონ ფულები და გრანტები, მაგ მტაცებლებმა, სხვების ძარცვაგლეჯით რო მოიდგეს წელი, ეგ მუქთახორები ეგენი, კრედიტები არა, კარგა უთხარით, მერე კიდე შეიძლება პროცენტებიც მოგვთხოვენ მაგ სისხლისმწოველებმა, მაგათმა, გრანტები და გრანტებიო, თორე წამოვა გრანატებიო, და თქვენც გეხებათ ეს გრანატები, თქვე სექტანტებო, თქვენა!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG