Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: კაიაფა


ამ დღეებში ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორიდან, ხოლო მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთიდან, ბრიუსელში მოხვდნენ ერთდროულად.

მოხვდნენ და შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს, რაღა გვაქვს გასაყოფიო.

შეხვედრაზე, რომელმაც ურთიერთგაგების ვითარებაში ჩაიარა/ქართულად ლაპარაკობდნენ და ყვიროდნენ/, მხარეებმა განიხილეს ნატოსთან დაახლოების გზები და საშუალებები.

სააკაშვილი მეტროს, ხოლო ივანიშვილი ტრამვაის გზას ემხრობა, რასაც, სხვათა შორის, ორივე ერთნაირად ხსნის, ფულიც დაიზოგება და იმდენ ხალხში არამკითხე თვალიც ვერ გამოგვარჩევსო.

საშუალებებს რაც შეეხება, სააკაშვილი ერთიან ნაციონალურ ბანბანერკებსა და შამპანურებს უჭერს მხარს, ხოლო ივანიშვილი ახდენილ ქართულ ოცნებას, ჩურჩხელებსა და ოჯალეშს, ჩვენ ნატოს ვერც შოკოლადებით გავაოცებთ და მითუმეტეს, ვერც შამპანურებით, აი, კაი კოხტა ჩურჩხელებითა და ნატურალური ოჯალეშით კი ნამდვილად მოვხიბლავთ და ადვილადაც დავიყოლიებთო.

ხანგრძლივი კამათისა და გაწევ–გამოწევის შემდეგ მხარეები ორსულოვან კონსენსუსამდე მივიდნენ: ნაციონალურებიც იყოს და ქართულიც, რა იცი, ეგება ორივენაირი უყვარს ნატოსო.

ამდენი მოლაპარაკება–აყალმაყალით დაღლილ–დამაშვრალებს, საბედნიეროდ, ბოლოს მაინც გახსენებიათ, ეს ყველაფერი კაი, მივალთ, ვნახავთ ნატოს, მოვხიბლავთ, დავიყოლიებთ, მაგრამ პირველი ღამის უფლებით ვინ უნდა ისარგებლოს, ეგება მთლად პროდვინუტი ვერაა, ვაიდა, არ მიეკუთვნება იმ სექსუალურ ჯგუფებს, ორს და ერთდროულად რომ ამჯობინებს ერთსა და იშვიათსო?

ახლა ამაზე დაუხოციათ ერთურთი, არა, მე მინდა პირველეობა და მეტი უფლებები და არა მეო.

ბოლოს კონსტიტიცტურად გადაუწყვეტიათ ამ დილემის გადაწყვეტა და გიორგი მარგველაშვილისთვის დაურეკავთ, ებიჯო, კაცი ხარ და შემოდი კაცების მდგომარეობაში, გვიშველე, გაგვარკვიე, ეგება შენ მაინც გქონდეს წაკითხული ეგ დასაწვავი კონსტიტუციაო.

მარგველაშვილს ალალად უთქვამს, პრეზიდენტობას ვეჩვევი და კაკრაზ პრეზიდენტის გაძლიერებას ვაპირებდი ამ უპატრონოში, მაგრამ ვერც თავი გავუგე, ვერც ბოლო და ვერც შუა, პირველ ღამეს რაც შეეხება, ამაში მაგაზე მგონი არაფერი წერია, ისე, კინოდან მახსოვს ინგლისელებს ქონიათ შოტლანდიაში შუა საუკუნეებში, საერთოდ კი ძალიან დამაინტრიგეთ და აუცილებლად მივანიჭებ ახალ ვარიანტში პრეზიდენტს მაგ უფლებასაცო.

სანამ შენ მაგას მიანიჭებ, მაგდენს ვერ მოიცდის ნატო, მაპი ხომ არ მოგვცა, შეიძლება მთლად კუდამოძუებულები გამოგვიშვასო და მოსულან კიდეც აზრზე, კენჭი ვყაროთო.

შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, მაპზე უკეთესი მაინც იქნება ალბათ, იმედია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG