Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: ლადო ჩალათაშვილი

ქვეყნის ცხოვრებაში, ეკლესია რომ უკანასკნელ როლს არ თამაშობს, ეს ყველასთვის ცნობილია. არც მისი გავლენის მაშტაბია უცნობი. ეს არის ალბათ ის პირველადი დახასიათება რაც დღევანდელ ეკლესიას შეჰფერის. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანამ საკუთარ თავზე იწვნია ამ გავლენის შედეგი და ყველა ვხედავდით რომ სამღვდელოება საერო ცხოვრებაში, ზედმეტად ერეოდა. ეკლესიებში პირდაპირი და ღია პროპაგანდა მიმდინარეობდა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ.
მათი გაიგივება ხდებოდა იმ ლეგენდარულ გარყვნილებასთან რომელიც, მქადაგებელთა თქმით, გამეფებული იყო ევროპასა და ამერიკაში. დასავლეთ კულტურა და მისი ღირებულებები ეკლესიამ, მართმადიდებლობის დაუძინებელ მტრად გამოაცხადა და მრევლს ჩაუბეჭდა თავში იდეა, თითქოს დასავლეთი ყოველმხრივ ცდილობს კონკრეტულად მართმადიდებლური ეკლესიის განადგურებას. თუ რატომ ცდილობს ამას, არავინ არ იცის. ეს ყველაფერი კი ღმერთის სახელით ხდებოდა და რატომღაც მღვდლებმა ჩათვალეს რომ მათ ღმერთი უნდა დაიცვან ურწმუნოთაგან. ამას მოჰყვა მაისის მოვლენები, მღვდელთა ჯიპებისა და ფუფუნების საგნებისადმი , დამოკიდებულების განხილვა და აჟიოტაჟი. მაისის მოვლენებისას მომხდარზე უფრო შემაშფოთებელი ქორეპისკოპოს იაკობის "ქადაგება" იყო. რომელშიც სრულად გამოვლინდა იმ გავლენის განცდა, რომელიც აქვს ეკლესიას და რომლის გამოყენებითაც დაემუქრა, საკუთარი მრევლისა თუ გნებავთ სულიერ შვილთა ნაწილს. სანამ ეს მოხდებოდა, ამავე ქორეპისკოპოსის გამოცემულ გაზეთში დაიბეჭდა რუსული ბომბების შესახებ სტატია, რომ ისინი ღმერთისაგან მომდინარე სასჯელი იყო და არა გარეწარი პუტინისა და იმპერიალისტური რუსეთის, სადამსჯელო ოპერაცია, მეზობელი პატარა სახელმწიფოს მიმართ.
შეიძლება ამ სტატიით მრავალი მორწმუნის რისხვა დავიმსახურო მაგრამ, სათქმელი უნდა ითქვას. კითხვები ღმერთის არსებობა არ არსებობის მიამრთ ან მართმადიდებლობის სისწორეში კი არ აირს, არამედ თქვენს მიმართ არის, სამღვდელოების მიმართ. თქვენ ხართ ის ადამიანები რომლებიც ღმერთის სახელით რასაც გინდათ იმას ამბობთ და არავის აძლევთ თქვენი განკითხვის უფლებას, რადგან დარწმუნებულია თქვენი მრევლის უმრავლესობა რომ თქვენ თუ ამით ცოდვას სჩადიხართ, იქ სამარადისო სასუფეველში მოგეკითხებათ.
და მერე რა იქ რომ მოგეკითხებათ? ამით გამთლიანდება საქართველო ამ რეალობაშ? რუსეთი აღარ იქნება აგრესორი და არ იქნება ამოწყვეტილი ის თქვენი სულიერი შვილები, რომელიც თქვენმა ერთმორწმუნე ძმამ გაგვიჟუჟა? ასე იცავთ თქვენს სარწმუნოებას? რატომ სჭირდება და ვისგან, დაცვა ეკლესიას? რატომ ჩააგდეთ ამ დღეში რომ დაცვას საჭიროებს? ბოლო რამდენიმე წელია რაც ეკლესიურობის მოჭარბებულმა მოდამ გადაიარა და ამ პერიოდიდან მოყოლებული, ვაკვირდები რომ ეკლესიაში რეგულარულად მოსიარულე ადამიანებს, რაღაც უცნაური აგრესია აქვთ გარშემომყოფების მიმართ. განსაკუთრებით აგრესიას იმასხურებ მაშინ, თუ არ ხარ მათსავით მორწმუნე და მამაოებს "განიკითხავ", შანსი გადურჩე საღსალამათი ასეთ "მრევლს", ძალიან დაბალია. არა მგონია ღმერთს რომლის წარმომადგენლებადაც თქვენ თავებს ასაღებთ, ძალზედ სჭირდება საქართველოს პოლიტიკურ ნიუანსებში გარკვევა და არა მგონია მას თქვენთვის დაევალებინოს, ქართული მიწის ასეთი ქადაგებებით დაცვა აზარბაიჯანელებისაგან, ჩინელებისგან თუ ინდოელებისგან, ან თუნდაც ლიბერალებისაგან. მე რატომღაც მეგონა რომ თქვენი მიზანი და დანიშულება უბრალო მოკვდავთა სულის ცხონება იყო. დახმარება რომ ამქვეყნად სწორად გვეცხოვრა და ერთმანეთისათვის ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა. მაგრამ იმას როგორ წარმოვიდგენდი რომ ღმერთმა თქვენ ამქვეყნიური სმსაჯავროს გამართვის ნებართვა მოგცათ და დაგავალათ მაქსიმალურად შეუწყნარებელნი ყოფილიყავით, თუნდა თქვენი ცოდვილი სულიერი შვილების მიმართ. როგორ დავიჯერო რომ ღმერთს მოეწონებოდა ის გავეშებული მასა რომელიც 30 "პიდარსტს" დასდევდა თბილისის ქუჩებში და იგივე ხალხი რეალური მტრის წინაშე, მუხლებზე ფორთხვას ამჯობინებს. ამჯობინებს იმიტომ რომ თქვენ ჩასჩიჩინებთ ერთმორწმუნეა და მტერი არ არისო? დაფიქრებულხართ რამდენი ადმიანი შემოვიდა ეკლესიაში, სულის დასამშვიდებლად და იქიდან ისე გამოსულა რომ მამაოსგან, რაღაც გაურკვეველი გარყვნილებას წინააღმდეგ და დასავლეთის ძაგების მეტი არაფერი გაუგია? რად გინდათ ავტორიტეტები და მაღალი საკურთხევლიდან ქადაგება იმისა რომ ადამიანებს ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს მაშინ, როდესაც თქევნ თავად არ შეგიძლიათ სიყვარული თქვენი სულიერი შვილებისა? მხოლოდ იმიტომ რომ განსხვავებული ღირებულებები აქვთ და არა რწმენა(ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პოლიტიკოსებს და არა ლგბტ-ს).
ჩემთვის სასრურველი იქნებოდა, თქვენს ფუნქციად გამაერთიანებლის ფუნქცია მიგენიჭებინათ და ხელი შეგეწყოთ ერის განვითარებისათვის.
წყარო:

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG