Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დაუშავეთ ერთმანეთს


ავტორი: ლადო ჩალათაშვილი

ბოლო ტექტონიკური ცვლილების შემდეგ პოლიტიკაში, ქართველები რაღაც უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. გავაგდეთ მობეზრებული და მოვიყვანეთ გაურკვეველი - თავისი წარსულითაც, აწმყოთიც და მომავლით, პოლიტიკური ძალა და ადამიანები. თავად მოსვლის პროცესი, ძალზედ საინტერესო იყო რადგან არის იმის ალბათობა რომ ჩვენ საუკუნის ან თუნდაც, ისტორიული მაშტაბის ავანტურის თანამედროვენი და თანამონაწილენიც ვიყოთ.
სულ თავიდან რომ დავიწყოთ და მივყვეთ იმ ნაბიჯებს რასაც აწ უკვე სახელისუფლებო ძალა აკეთებდა, ვნახავთ რომ თითქმის 99% მათ მიერ წამოჭრილი პრობლემებისა, აღმოჩნდა ტყუილი და არაფერი მათი მოსვლის შედმეგ ამ პრობლემებში არ შეცვლილა. ასევე მათი დანაპირებების 99% აღმოჩნდა წმინდა წლის ტყუილი და აფსურდი. თუმცა კი ოდნავი ლოგიკის მქონე ადამიანისათვის თავიდანვე გასაგები იყო ყველაფერი. საკმარისი იყო დაფიქრებულიყო, მიმხვდარიყო იმას თუ საიდან მოიტანდნენ ეს პოლიტიკოსები, საჭირო რესურსს ამ დანაპირებათა ასასრულებლად? ნუ 100 ქარხანას აღარ ვახსენებ რადგან ეს უკვე ანეგდოტია. ქვეყანაში ისე აშენდა და გაიხსნა 100-ზე მეტი ქარხანა რომ არცერთი მათგანი არც არავის უნახავს, არც არავის უმუშავია და საერთოდ არც არავის დაუფუძნებია. მაგრამ პოლიტიკური ელიტისთვის ისინი "გუგუგნებენ" და ინდუსტრიას აშენებენ. ბენზინების გაიაფება, წყლის, გაზისა და დენის გადასახადების შეღავათიან ფასებში მიწოდებაც საკმაოდ აქტუალური იყო. ბენზინიდან 1 ლარის ყბადაღებული თემაც, თვალსაჩინო მაგალითია.
მოდით ძალიან მოკლედ გეტყვით რატომ არის ასე ტყუილებით ერის წინაშე ვალდებულებების აღება და აქედან გამომდინარე ვექტორების ცვლილება, ძალიან საშიში ზემოაღნიშნული ვალდებულება, ამღებისათვის (ანუ ხელისფლება) და მიმცემისათვისაც (ანუ ერისთვის).
პირველი რიგში რაც გააკეთა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა, ეს იყო წინა ხელისუფლების მტრად წარმოჩინება. რომლითაც მოახდინა ყურადღების გადატანა, წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი მტრის ხატიდან. ეს ყველაზე საშიში ფაქტორია, იმიტომ რომ "გარეშე მტრის" ფაქტორი, ააქტიურებს ერში ერთობას, ხოლო "შიდა მტერის" ფატქორი, მხოლოდ ერის გახლეჩვას უწყობს ხელს. მცდარია და ჩვენს ერთმანეთის დაპირისპირებას ხმარდება ყველა იმ საკითხის გადაწყვეტა, რომელიც პოლიტიკის ამ კომპონენტშია. ასეთი გადაწყვეტილებები ორგვარია - ეს არის ა) მყისიერი და მოკლვადიან პერსპექივაში მისაღები შედეგები და ბ) გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლო ზემოქმდების ბერკეტების საფუძვლების შექმნა (მოკლედ პოლიტიკაში "წყალქვეშა ქვების" ტერმინადაც მიხსენიებენ). ასეთი "წყალქვეშა ქვები" იყო ზუსტად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხები, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ჩაიყარა.
2 დღის წინ ერის გახლეჩვის სიმბოლური თარიღი 22 დეკემბერი იყო. მისი შედეგები კი თითქმის ყოველ ამ ქვეყანაში მაცხოვრებელს, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი და ვიცით მისი გემო. ერთმანეთთან დაპირისპირებამ დაგვაკარგვინა აფხაზეთი, ათასობით საკუთარი ერისშვილების სიცოცხლე და მრავალი წელი, რომელიც ერთმანეთთან თანცხოვრების მოწყობასა და განვითარებისათვის უნდა მიგვეძღვნა.
ასევე ყველამ დღეს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა ვნახეთ რომ ერთიანობისაკენ მოწოდება თუნდაც, ტექნიკური შეცდომებითა და არასწორი შიდაპოლიტიკური საქმის წარმოებით, მაინც მოვძლიერდით და შედეგები გვქონდა მტრის წინააღმდეგაც და საკუთარი პოზიციების გამტკიცებაშიც, არამარტო ამ მიმართულებით. ეს უდაოა და ამას ვერავინ უარყოფს. ადამიანი რომელიც ამას უარყოფს უბრალოდ მოღალატეა თავის ერისა და ქვეყნისა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ სხვისი დიდების ქებასა და საკუთარის დაკნინებას, იდეოლოგიური ღალატი ქვია და ამ დრომდე კაცობრიობას სხვა ტერმინი არ მოუგონია. თუ თანამედროვეობა არ გვაკმაყოფილებს, გადახვედოთ საქართველოს წარსულს. ისტორია ხომ თითქმის ყოველ ჩვენთაგანს, ეპიზოდურად მაინც აქვს გადაკითხული ან "ნასწავლი"?! მთელი წარსულიც სწორედ ანალოგიური იყო დღევანდელობისა. როდესაც ერთობას ვამტკიცებდით ქვეყნის შიგნით, ვერცერთი იმპერია ვერ გვეომებოდა და ქართული დიპლომატიაც გამარჯვებას გამარჯვებაზე მოიპოვებდა. ამ მხრივ სანიმუშო მაგალითია რომის იმპერიასთან საქართვლოს ურთიერთობა და ქართული დიპლომატიის წარმატებები.
დღეს ქვეყანას სჭირდება ერთიანობის იდეოლოგია. მეტი პოლიტიკური პოზიტივი, თუნდაც პიარის ელემენტებით გაჯერებული, რადგან დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება თავდაჯერებულობა და თვითშეფასების ამაღლება. ამას თუ ხელი არ მოჰკიდა უმაღლესმა ხელისუფლებამ, მარტო ხალხი ვერაფერს გახდება. არ უნდა დაგვავიწყდეს და გამოგვრჩეს რომ აგრერიგად დაცინული და ფეხქვეშ გათელილი ცნება "პატრიოტიზმი", უნდა გავაჯანსაღოთ და ჩვენს ყოველდღიურობაში ისე გავაჯინოთ როგორც საუკუნეების ნაქადაგები რელიგია. არ გვაქვს ჩვენ იმაზე მეტი რელიგია და ფილოსოფია, ვიდრე საკუთარი ქვეყნის "პატროტიზმი" და ურთიერთ პატივისცემაა. ეს ღირებულებები თუ ჩვენს თავში არ გამოვზარდეთ, ვერც ჩვენს მიერ გაზრდილი თაობა იქნება პატრიოტი ან ერთიანი და თუ შევძელით, აღარც ისეთ ხელისუფლებებს ავირჩევთ რომ საკუთარ ხალხს შეურაწყოფა მიაყენოს ან უღალატოს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG