Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ენა ესმით რუსებს?


ავტორი: ლაშა სიხარულიძე

მეოთხე კლასში ვიყავი, ერთი გოგო მიყვარდა რომელიც ჩემთან ერთად ცეკვაზე დადიოდა, ძალიან მიყვარდა! მახსოვს თავთუხისფერი გრძელი თმები ჰქონდა, როცა მას ვხედავდი თითქოს იალბუზზე მიცხუნებული მზესავით ნათელ სახეს ვღებულობდი, შინაგანი ენერგიის მატების ხარჯზე ვიწვოდი, თუმცა ეს იდილია ერთ მშვენიერ დღეს ერთერთმა თანაგუნდელმა დამირღვია, ის აშკარად ძალადობით თან მოკლე დროში ცდილოდა დაელაშქრა ის სიმაღლე რომელსაც მე ჯერ მხოლოდ შორიდან ვზვერავდი თუ როგორ და როდის დამელაშქრა იგი.
მდედრის გამო მამრების დაპირისპირება არახალია ცხოველთა სამყაროში, თუმცა მე ხომ ზრდილი ყმაწვილი ვიყავი რომელსაც ღრმა ბავშობიდან უნერგავდნენ ცივილიზებულად მოქცევას?! გადავწყვიტე ყველაფერი ისე მომეგვარებინა როგორც ნამდვილ ჯელტმენებს შეეფერებოდა ანუ ზრდილობიანად ამეხსნა მისთვის ნუ არღვევდა წესებს და თუ მაინდამაინც შეჯიბრი უნდოდა მხოლოდ წესების დაცვით ეცადა ბედი.
ველოდებოდი დღეს როცა პასუხი უნდა მომეთხოვა ბიჭისათვის რომლის ცოტა არ იყოს მეშინოდა, არა ეს მთლად შიშიც არ იყო უფრო მორიდება შეიძლება ითქვას უხერხულობის გრძნობა გახლდათ თუმცა ბოლო წვეთი მორიდების მაშინ ამევსო როცა დავინახე როგორ ატირა ვიღაც ქაჯმა ჩემი გოგო რომელიც თითქოს ჩემში იყო შეერთებული და მის მაგივრად მე უფრო განვიცდიდი მის ცრემლებს, რაც მაშინ ხდებოდა ასევე ჩემი ღირსების შელახვაც იყო. როგოც კი მოვრჩით ცეკვის გაკვეთილებს მაშინვე ჩქარა ჩავიცვი და გარეთ დაველოდე, ვკანკალებდი ეს იყო სიბრაზე თუ ზემოთ აღნიშნული გრძნობის შედეგი ვერ გეტყვით, როცა მომიახლოვდა ვუთხარი შენთან საუბარი მინდა მეთქი, მან როგორც მაგარ ბიჭებს ჩვეოდათ ნაგლურად ცოტათი ცინიზმით მომიგო- წამო აბა რა გინდა გავიდეთ გვერდზე დავიბაზროთ. მახსოვს საკმაოდ ზრდილობიანად და ნერვიულობის გარეშე(ჩემდა გასაკვირად) ავუხსენი თუ რას მოვითხოვდი მისგან, ის მისმენდა ბოლოს როცა გავჩერდი დამიწყო ისეთი სიტვებით საუბარი რომლებიც პირველად მესმოდა ან მნიშვნელობა მაინდამაინც კარგად არ ვიცოდი, თუმცა ვხვდებოდი რომ შორიდან მაინც მაყენებდა შეურაცყოფას კარგად დასწავლილი ბაზრის გამო, ვგრძნობდი გოიმის როლში გავყავდი ბოლო სიტყვა იყო უვერენი(რომელიც არ ვიცოდი რას ნიშნავდა, განაგონი მქონდა რაღაც ცუდი იყო მეგონა)-ის მეკითხებოდი მკაცრად, უვერენი ხარ ბიჭო რომ არასწორედ მოვიქეციო?! მე მეგონა რაღაც ძალიან ცუდი მითხრა და წამიერად გაუაზრებლად სადღაც გენებიდან(გურული გენებიდან) იფეთქა სიფიცხემ თითქოს ის რასაც ძველი თაობის წარმომადგენლები/ცივილიზებული ფასეულობები მარიგედნენ ნაგავში გადავყარე და ვერ ვიტყვი პირველად თუმცა ამდენი და ასე ხმამაღლა არასოდეს არ მიგინებია თან არც ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები დამიტოვია უსაქმოდ, რამოდენიმე წუთის შემდგომ( ცოტათი დამშვიდებისას) აღოვაჩინე რომ ის ვაჟკაცი ბიჭი კარგად მიმიბეგვია და მის თვალზე ცრემლები ჩემში დიდ თვითკმაყოფილებასაც იწვევდა. ამ ბიჭის ფსევდო-სივაჟკაცე მომავალ დღეს მოყვანილი მშობლით კიდევ უფრო შეიბღალა ჩემ თვალში, მე ყველამ გამკიცხა და მშობლებმა უმკაცრესი ზომები გამოიყენესს ჩემს დასასჯელად, თუმცა გაღეპული მსხვერპლი შედეგად ღირდა. ეს ერთი ჩვეულებრივი პრიმიტიული ამბავია რომლის მსგავსი შესაძლოა ძალიან ბევრ თქვენთაგანს გადახდენია თავს, თუმცა მე ამ ამბავმა მასწავლა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი რამ რასაც დღემდე არ ვღალატობ, ეს არის პრინციპი: ელაპარაკე და მოექეცი სხვას ისე როგორც მას ესმის. ეხლა გეკითხებით, ევროპის(ევროკავშირის) შეშფოთება/აღშფოთება არის შედეგის მომტანი რუსეთთან მიმართებაში? ესმით რუსებს შეშფოთების ენა?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG