Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენ კიზი - „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“


ავტორი: ლევან ღვინჯილია

ამერიკელი მწერლის კენ კიზის (1935-2001) „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია. ნაწარმოები, რომლის მთავარი თემა დიქტატურისა და თავისუფლების მოყვარული ადამიანის შეჯახებაა, რათქმა უნდა მიუღებელი იყო საბჭოთა სისტემისათვის და შესაბამისად აკრძალულიც იყო. ჩვენში, ამ ნაწარმოების მიხედვით მილოშ ფორმანის მიერ შესანიშნავად გადაღებულ ფილმს უფრო იცნობენ ვიდრე მხატვრულ ტექსტს. ფილმს მართლაც დიდი წარმატება ხვდა წილად, მიიღო რა ხუთი მთავარი „ოსკარი“ - საუკეთესო ფილმის, რეჟისურის, მსახიობი ქალის, მამკაცის და სცენარისათვის, რამაც კიდევ უფრო გაზარდა წიგნის პოპულარობა.
რომანი „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ შეიძლება წაკითხულ იქნეს, როგორც ბუკვალურად (პირდაპირ) ასევე გადატანითი (სიმბოლური) მნიშვნელობით.
ფსიქიატრიული საავადმყოფო, რომელშიც არსებული ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი და აპოლოგეტი არის ექთანი მის რეჩედი. რეჩედი არის ქალი, რომელსაც არ გააჩნია ადამიანური გრძნობები, პირადი ცხოვრება, „სქესი“ და სახეზე მუდმივად ცივი გამომეტყველება დასთამაშებს. მისთვის ერთადერთი ცხოვრება არსებობს - ყველა მეთოდით შეინარჩუნოს სისტემის ქმედითუნარიანობა და პაციენტები ამყოფოს მონურ მდგომარეობაში. ის იყენებს არაადამიანური მოპყრობის თითქმის ყველა მეთოდს დაწყებული გადაადგილების შეზღუდვით და დამთავრებული ლობოტომიით. საინტერესოა ის ფაქტი რომ „ჩვენი“ მის რეჩედების მსგავსად რეჩედი დარწმუნებულია რომ მისი ქმედებანი ერთ ჰუმანურ მიზანს ემსახურება - საზოგადოებას დაუბრუნოს ზომბირებული და თავისუფლების განცდის უნარდაკარგული ხალხი. ამისათვის იყენებს ტოტალიტარული სისტემებისათვის დამახასიათებელ მეთოდებს - „თერაპიული საზოგადოების თეორიას“. „საზოგადოება წყვეტს, ვინ ნორმალურია და ვინ არა, შენ კი საზოგადოების ერთ-ერთო რიგითო წევრო კეთილი ინებე და მოერგე, შეეწყვე ამ საზოგადოებას“; „არ უნდა არსებობდეს ადამიანისათვის პირადი საიდუმლო ინფორმაცია... „; „რაც შეიძლება მეტად დავუახლოვოთ აქაურობა იმ დემოკრატიულ, თავისუფალ ყოფას, რომელშიც საავადმყოფოში მოხვედრამდე გიცხოვრიათ. გვინდა შიდა სამყაროს სახით შევქმნათ იმ დიდი, გარე სამყაროს ზუსტი ასლი, სადაც ერთ მშვენიერ დღეს ისევ დაიკავებთ კუთვნილ ადგილს“.
ამ ტოტალიტარულ სისტემას ეჯახება ერთი უბრალო ჩხუბისთავი, ყომარბაზი და ციხეებ მოვლილი ადამიანი - მაკმერფი. მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აგზავნიან ერთი მიზეზით, დაადგინონ არის თუ არა მაკმერფი ამ დაწესებულების „პაციენტი“. ამასთან ერთად მაკმერფის კიდევ ერთი „ცუდი“ თვისება აქვს - თავისუფლება მთელი სისავსით უყვარს. მაკმერფის მოქმედებების შედეგად მის რეჩედის მიერ შექმნილ სისტემას ბზარები გაუჩნდა. მაგრამ სისტემა რისი სისტემაა თუ მან ძალისმიერ მეთოდებს არ მიმართა - მაკმერფის რამოდენიმეჯერ უტარებენ ელექტროშოკურ თერაპიას ერთი მიზეზით დამორჩილდეს სისტემის პრინციპებს. მაკმერფიმ საავადმყოფოში შეიტანა თავისუფლების დიონისური ელემენტები ღვინო და ქალები. დაუმორჩილებელი პაციენტი არის საავადმყოფოს ბინადართა გმირი, რომელიც მათში აღტაცებას იწვევს.
რეჩედის მუდმივმოქმედი პრინციპი „მიზანი ამართლებს საშუალებას“ ისევ ძალაშია და მაკმერფის დასამორჩილებლად მიმართავს უმძიმეს ფორმას - ლობოტომიას (თავის ტვინის თეთრი ნივთიერების წარმომქმნელი ნერვული ბოჭკოების გადაჭრის ოპერაცია), რის შედეგადაც ადამიანისაგან რჩება კვაზიადამიანი - „კომბოსტო“ (კენ კიზის ტერმინია). ოპერაციის შედეგად მაკმერფი სიკვდილს ებრძვის, იტანჯება, წვალობს - რისგანაც მას ბრომდენი იხსნის (ბალიშის დახმარებით).
ბრომდენი საკვანძო პერსონაჟია, რომელიც უკვე ათი წელია თავისი ნებით იმყოფება დაწესებულებაში და თამაშობს ყრუ-მუნჯის როლს. სწორედ ნახევრად ინდიელი ბრომდენი გაიქცევა საავადმყოფოდან და ეზიარება თავისუფლებას.
ვინ გაიმარჯვა - მაკმერფიმ თუ სისტემამ!?
მაკმერფიმ თავისი ქმედებებით ტოტალიტარულ რეჟიმს გაუჩინა ბზარი და გაჭრა გზა თავისუფლებისაკენ.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მაკმერფის მსგავს ადამიანებს სდევნის და სჯის რეჟიმი. სანამ ამ სამყაროში ორი ადამიანი მაინც იარსებებს იქნება კენ კიზის უკვდავი რომანის არსებობის აუცილებლობა.
... ხოლო მაკმერფი, ვითარცა მოსე ვერ შევიდა აღთქმულ ქვეყანაში. ხოლო ბრომდენი ვითარცა აარონი მოსეს გაკვალული გზით ეწია მიზანს - ნანატრ თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG