Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: გიორგი ჩიხლაძე

2004 წელს, ან უფრო ადრეც, ფრანგ რეჟისორს, იმ დროს, როდესაც განმარტოებით დრო გაჰყავდა ან პირიქით, დროს გაჰყავდა ცივ ოთახში, დაებადა ფილმის გადაღების იდეა, რომელსაც 2004 წელს ჩააცვა, დაახურა და ფრთები შეასხა სახელწოდებით - მილიონი წლის წინ ჩვენს ერამდე. დიდი ფიქრისა და მონდომების შემდეგ რეჟისორს არ გასჭირვებია მთავარი როლის შემსრულებლად ჟერარ დეპარტიე დაემტკიცებინა. ეს პროლოგი.

ფილმში ერთ-ერთი სიუჟეტი ასე ვითარდება - საღამო ხანს, როდესაც ხალხი გამოქვაბულშია შეკედლებული, სპეციალურ თანამდებობაზე დანიშნული პირი ჩამოივლის დასახლებულ პუნქტს. თანამდებობა ითვალისწინებს გამოქვაბულში შეკედლებულ ხალხს შეახსენოს ცეცხლის აუცილებლობა და ეკონომიის გაკეთების გათვალისწინებით ჩააქრონ ჩირაღდნები. დიალოგისას გამოყენებული სიტყვები „წადი შენი“ აღნიშნავს თანხმობას მოთხოვნაზე.

- დაზოგეთ ელექტრო ენერგია!
- წადი შენი!

- დაზოგეთ ელექტრო ენერგია!
- წადი შენი!

პ.ს. მილიონი წლის შემდეგ, 2014 წლის 21 იანვარს, სოციალურ ქსელში შემოსვლამდე მთაწმინდას ვსტუმრობდი.

- გამორთეთ ანძა!
- წადი შენი!

- გამორთეთ ანძა!
- წადი შენი!

ჰო და ასეა, მაგრამ ჯობია ისე იყოს, ანუ ასე არ იყოს!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG