Accessibility links

მე და ორი სურვილი წინასაშობაოდ


ავტორი: ლიკა სანთელაძე

ორი წლის წინ, ორივე თვალზე რქოვანა გარსის ანთება დამემართა. ექიმებმა ყველანაირი წვეთი და ნემსი დამინიშნეს და რომ ვერაფერს გახდნენ, მითხრეს, ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, თუ თვალები მკურნალობას არ დაექვემდებარა, შეიძლება მხედველობა საერთოდ დაკარგოო. მაშინაც შობა-ახლწლები იყო...
გუშინ დავფიქრდი, რა მოხდებოდა დედა პარასკევას ზუსტად ორი წლის წინ რომ ეთქვა, მამა გაბრიელი გულით ნათხოვნ ორ სურვილს შეგისრულებთ, თუ შობამდე სამთავროს დედათა მონასტერს მოილოცავთო? რა მოხდებოდა და ჩემი მშობელები არაფრად ჩააგდებდნენ დათოვლილ რიკოთის უღელტეხილს და რაჭიდან მცხეთაში ჩავიდოდნენ, რომ მამა გაბრიელისთვის ჩემი თვალისჩინი ეთხოვათ.
ჩემი მშობლები ქრისტიანებად არიან მონათლულები. სწამთ ღმერთი, მაგრამ არ დადიან ეკლესიაში, არ იცავენ მარხვას და არ ცხოვრობენ ეკლესიური ცხოვრებით. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად წავიდოდნენ მამა გაბრიელის საფლავზე, რომ სცოდნოდათ, ეს განმკურნავდა.
ალბათ, მაშინ არც მე მომინდებოდა იმ ხალხისთვის დამეცინა, ვინც თბილისიდან, ფოთიდან, რაჭიდან თუ ნებისმიერი სხვა ადგილიდან ჩავიდოდა მცხეთაში, მცხეთის ქუჩებში საცობებში ,,გაჭედილი“ საათებს დაითვლიდა, რომ შობამდე მიესწრო მამა გაბრიელის საფლავზე.
ვიღაცები ჯეკპოტს სთხოვდნენ მამა გაბრიელის საფლავს, ვიღაცები კი შვილების ჯანმრთელობას, კიბოსგან განკურნებას, ფეხზე დადგომას, თვალისჩინს. მინიმნუმ არაკორექტულია სასულიერო პირების ცინიზმი იმ ადამიანების მიმართ, ვისაც თავად შთააგონეს და დააჯერეს, რომ მამა გაბრიელის საფლავს, ან რომელიმე წმინდანის წმინდა ნაწილებს სასწაულების მოხდენა შეუძლია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG