Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„Gott ist tot“ - ანუ გასული 2013


ავტორი: მარიამ ბერიძე

უკვე თებერვალია.. ერთ თვეზე მეტი გავიდა რაც ახალი, 2014 წელი შემოვიდა და პრინციპში ახალი არც არაფერი მომხდარა.. თითქოს ჩაიფარცხა და აღარავინ ლაპარაკობს შობის ეპისტოლესა და უმცირესობების უფლებებზე. და საერთოდ, არ მიყვარს ეს სიტყვა…. ვფიქრობ რომ „ უმცირესობაში“ ისინი უნდა იყვნენ ვისაც ასეთი „ ეკლესიური“ დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფრის მიმართ.
მეც როგორც ძალიან ბევრი ( ვმედოვნებ რომ ასეთი ადამიანების რაოდენობა მართლა ძალიან დიდია ) გაოგნებულ ვუსმენდი , თთქმის ერთი თვის წინ გაკეთებულ განცხადებებს.... შემდეგ განვიხილე... გავარჩიე ეს თემა მეგობრებთან, ნაცნობებთან ერთად . მოვისმინე განსხვავებული აზრი ... ხშირად პოლემიკა ჩხუბშიც გადაზრდილა და ფეისბუქიდან ერთმანეთის წაშლით დამთავრებულა .. რა ვქნა , არ შემიძლია მშვიდად ვუსმინო მოსაზრებას რომ ე.წ „ სინჯარაში გამოყვანილი ბავშვები“ სიყვარულს და ბედნიერებას ვერ ეღირსებიან ... და გეი წყვილები „ლინჩის წესით“ რომ უნდა გავასამართლოთ . და თქმა უნდა ამ ყველაფრის გასამართლებალად ეკლესია, ტრადიციები, ღმერთისადმი სიყვარული და რაც მთავარია ილია მეორეს მოსაზრება ითვლებოდა.
„ როგორ შეგიძლიათ შეეწინააღმდეგოთ ადამიანს რომელიც ღმერთის რჩეულა" ეს ჩემი ფეისბუქის ერთ-ერთი მეგობრის, ( უკვე ყოფილი მეგობრის ) სტატუსი გალხავთ. არ ვიცი მე ვინ ვისი რჩეულია, პატივს ვცემ ( შეძლებისდაგავრად ) ყველას მოსაზრებას, მაგრამ ისეთი შთაბეჭდლება მრჩება რომ ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილს ჯემალ ქარჩხაძის „ იგი „ - ზე მეტი პრობლემა აქვს .
რამდენიმე დღის წინ მეგობარმა სოციალურ ქსელზე „ლინკი“ „დაპოსტა“, სადაც წერდნენ რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა , მისი მეზობელი „ არასწორ ორიენტაციის“ იყოს. და ამ სტატისტიკის მიხედვთ საქართველო მსოფლიოში მე - 3 ადგლზეა ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნებს შორის.
იცით რა ვიფიქრე, სტატიას რომ ვკითხულობდი? ამ ადამიანების მეზობლად, მაგალითად ფრედი მერკური რომ დასახლებულიყო ან ელტონ ჯონი.. მაშინ ხომ ძალიან ბედნიერად იგრძნობენ თავს... ელტონ ჯონი თავის მეუღლეთურთ, „ საზიზღარი გეი წყვილი“ კი არა , რომელიც „ მათ ბავშვებს რყვნის“ არამედ საამაყო და „ სამარიაჟო“ საგანი გახდება მათთვის.
როგორ არ მიყვარს ეს მოუცილებელი ჭირი, სნობიზმი...
არადა ის ადამიანები მათ ასე რომ აწუხებთ ძალიან თავისფულად შეიძლება არანაკლები გენიოსები აღმოჩდნენ, კარგ მეზობლობას თავი რომ დავანებოთ. არამგონია მათ სამეზობლო შეხვედრები მოეწყოთ იმისთვის რომ თავიანთი სექსუალური ცხოვრების დეტალები გაენდოთ მათთვის... უბრალოდ მეზობლებს ის აწუხებთ და ანერვიულებთ რაც მათ წარმოდგენაში ხდება როდესაც სახლის კარებს ხურავენ... ალბათ..
მახსოვს, მე 7 კლასში , გერმანულში საოცარი მასწავლებელი მყავდა.. ფრაუ ლამარას ვეძახდით. გერმანული ლიტერატურის მიმართ ჩემი ინტერესი სწორედ ამ წითური ქალბატონის დამსახურებაა, რომელიც სამწხუაროდ დღეს ცოცხალი აღარაა... ჰოდა ერთ - ერთ გაკვეთილზე მახსოვს ნიჩეს ვარჩევდით.. „Gott ist tot! Gott bleibt tot! Und wir haben ihn getötet “ წერს გერმანელი ფოლოსოფოსი. მაშინ 12-13 წლის თუ ვიქნებოდი და კარგად ვერ მვხვდი რას გულსხმობდა ნიჩე როცა ამბოდა ღმერთი ჩვენ მოვკალთო.. გავიდა დრო გადავაიკითხე თავიდან ის რასაც ფრაუ ლამარა გვასწვალდა ( ჩვევა მაქვს ერთ წიგნს ყოველთვის ორჯერ ვკითხულობ ) და მივხვდი... ამას კიდევ მაშინაც მივხვდი 7 იანვარს ტელევიზროს რომ ვუყურებდი.. არამგონია ნიჩეს ეგულისმხა რომ სულიერი ადამიანი რომელიც ღმერთად შევრაცხეთ ავიღეთ და ხორციელად მოვკალითო.. თუ ყველა გვარწმუნებს რომ ღმერთი თვით სიყვარულია მაშინ მოდით და ნუ მოვკლავთ მას... ნუ მოვუკლავთ ბავშვებს, მშობლებს, შეყვარებულ ადამიანებს ღმერთს, ანუ სიყვარულს....
მოკლედ... კიდევ ერთხელ გავიდა 12 თვე და დავიწყეთ ათვლა თავიდან.. და იმედი მაქვს შემდეგ ახალ წელს ცოტა უფრო მეტი დადებითი განწყობა და გამოფხიზებული გაღვძებული ადამიანების სახეები იქნება....
ალბათ ცხოვრების ბოლომდე დავიჯერებ სასწაულების არსებობას ...
ბოლომდე ამის იმედი ჯერ კიდე არ დამიკარგავს.. როგორც გვასწვალიდნენ ადამიანი ხომ იმედით ცხოვრობს...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG