Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალი ჩვენია!


ჩვენ თერგი არ გადაგვილახავს, არც თვითმფრინავის გატაცება დაგვჭირვებია და არც არავის ჩაუკეტავს სივრცე, რომლესაც ვერ გადავლახავდით. არ გავქცეულვართ, უბრალოდ იმ ჩირაღდნის გასაღვივებლად წავედით, რომელსაც განათლება ჰქვია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ, ჩვენს სამშობლოში დარჩენილ თანატოლებს არ აქვთ საშუალება დაეუფლონ ყველაზე დიდ საუნჯეს - ცოდნას.
ოდნავ შორიდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების იდეა მაშინ დამებადა, როცა ჩემს მეგობართან ერთად დეკემბრის დათოვლილ ბილიკებს მივუყვებოდი. მაშინ ვთქვით, მოდი რა, იქნებ გვეცადა. თბილისში ახალი იდეით აჟიტირებული დაბვბრუნდი. მშობლებმა ჩემი ინიციატივა რათქმაუნდა აიტაცეს მაგრამ როცა თავდაპირველმა ეიფორიამ გადაიარა ყველა ჩვენთვის დავფიქრდით თუ როგორ მოვახერხებდით ამ მიზნის ფინანსური კუთხით განხორციელებას, თუმცა ვიცოდი ჩემი განათლებისათვის ოჯახი ყველაფერს შეეცდებოდა, რადგან ამ პატარა ოჯახში არაფერს აფასებენ ისე, როგორც წიგნიერებას.
იმისთვის რომ მიზნამდე მივსულიყავი დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე სინტერესო ეტაპი, წიგნებზე გათენებული ღამეები და მბჟუტავი ‘ნაჩნიკის’ სინათლე, რომელიც ჩემი სასთუმალის განყოფელ ატრიბუტად იქცა. ყოველთვის, როცა ნერვები სასტიკად დამეძაბებოდა, როცა მინდოდა ზურგი მექცია ყველაფრისთვის და სოფელში წავსულიყავი ბებოსთან რათა ამ დაძაბულ რეჟიმს გავქცეოდი მახსენდებოდა ჩემი საყვარელი მწერლის და უდაოდ ბუმბერაზი პიროვნების, კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები: ‘მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არა სჩევევია”
მაისის ერთ მზიან დღეს, როდესაც მე დედა და მამა იშვიათი გამონაკლისის წყალობით ერტად ვვახშმობდით (რადგან მათ ძალიან დაკავებული გრაფიკი აქვთ) სწორედ ამ გვარის მისამართზე მივიღე მიეილ, საადაც მაცნოეს, რომ მარიამ პირვლი ანუ მე მიმიღეს პრაღის ანგლო ამერიკულ უნივერსიტეტში, დაფინანსებით, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე, რაც გვაძლევდა საშუალებას ოცნება გვექცია რეალობად და ასე დამილოცეს 18 წლის ასაკში დედისერთა, ზედმეტად ემოციურსა და ოდნავ ჯიუტ მარიამს გზა პატარა საქართველოდან დიდი ევროპისაკენ.
პირველი რეაქცია? ცრემლები, ისე თავისთავდ წამოსული გაცხადებული ემოცია, რადგან მეც ვებმეოდი იმ ახალგაზრდების ფერხულში, რომლებიც უკეთესი მომავლისა და უკეტესი საქართველოს მშენელობისთვის დროებით შორდებიან ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს და ფესვებს, რომლის გარეშე ცხოვრებაც მერწმუნეთ, არც ისე იოლია…
მივდიოდი და მახსენდებოდა ილიას სიტყვები: ‘ეს ოთხი წელიწადი მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული.’
და ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ მივუყვებით ამ ხიდს მე და ჩემი მეგობრები, რომლებსაც ძალიან ხშირად გვენატრება ოჯახური სითბო, თბილისური ქუჩები და უბრალოდ ჩვენი ქვეყანა, თუმცა როცა მონატრება სულით ხორცამდე შეგვზრავს ხოლმძრავს, ყოველთვის ვიხსენებთ მიზანს, რისთვისაც აქ ვართ: ჩვენ ერთად გვინდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც ძალიან ბევრი სტუდენტი ჩამოვა განათლებისა და ცხოვრებისეული, ღირსეული გამოცდილების შესაძენად. და ბოლოს, ჩემს თანატოლებს შევახსენებ პაოლო კოელიოს სიტყვებს: ‘თუ კი რაიმე მთელი გულით გწადია, მთელი სამყარო დაგეხმარება იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოო’ ასე რომ, წინ მეგობრებო... მე მწამს, რომ მომავალი ჩვენია !

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG