Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაი ლიმნით ან ჩაი ლიმონით


ავტორი: მიშო ტატანაშვილი

-ჰმ.. როგორ ვთქვი?!- პოსტმოდერნისტული!
- ჰო, შთამბეჭდავი გამოვიდა!
- იცი? წინათ,როცა ვუყურებდი ლიდერების გამოსვლებს, მეგონა, რომ ასეთად იბადებიან…
- სისულელეა!არსებობს მარტივი მექანზმი, რომელსაც ყველა ირგებს. სიტყვით გამოსვლისას, ერთ ორ უცხო სიტყვას გადაუგდებ ხალხს. მასას ეს საკუთარ უმეცრებაში და შენს ერუდირებულობაში არწმუნებს.. მერე, რაც გინდა დაპირდი- ცხვრის ფარასავით დაგიჯერებს!ხომ მიხვდი?
- მივხვდი, ბევრს… ეხლა ჩემს წინანდელ ცხოვრებას რომ ვუყურებ, მრცხვენია! რა ღირებულებებს და იდეალებს ვემსახურებოდი. სულელივით მჯეროდა რაღაც გამოგონილი ცნებების – ,,ადამიანში დაბადებიდან დევს სიკეთე”!!
- ახლა გეცინება ხომ? მაგრამ, იცოდე რომ, საჭიროა ბევრმა ასე იფიქროს. შენთვის, ჩვენთვის…შენც ხომ იცი რამდენი ლიდერი გამიზრდია…
- და ზოგი ხომ თვითონ ხვდება? იცის სინამდვილე… მაგათ რა უნდა ვუყოთ, რომ ალაპარაკდნენ ?
- მშვიდად იყავი შენ!მერედა რელიგია რას გვიკეთებს? მასეთი მარგინალები მაშინვე ირაცხებიან -,,საზოგადოების მტრებად”. წარმოჩინდებიან როგორც, იმ ტრადიციების წინააღმდეგები, რაზეც ჩვენი ხალხი დგას. როგორც წესი, მაშინვე ირიცხება ხოლმე ასეთი ადამიანი საზოგადოებიდან.
- რომ ვერ შეშინდნენ?და ხალხიც გადაიბირონ?
-მასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, დამიჯერე!ისეთ წნეხში ექცევა ამ დროს ადამიანი, ან უნდა გაჩუმდეს ან საერთოდ გადაიკარგოს. ასეა, ხალხი როგორც წესი, საკუთარი ხელით კლავს მოაზროვნეებს. ეს ინერცია, ბუნებით დიდი ხანია მოგვყვება და ჩვენი ჩარევა ამიტომ არც სჭირდებათ. ისტორია, რათქმაუნდა ბოლოს ყველას წმინდანად გამოიყვანს, მაგრამ ეს, მრავალი წლის მერე მოხდება. როცა აღარც მე ვიქნები, აღარც შენ და აღარც იმაზე ვინაღვლებთ რა იქნება შემდეგ.
-ახლა რა იქნება?
-ახლა, ისე იქნება ყველაფერი, როგორც დავგეგმეთ. მთავარია ნებისყოფა!
-ნებისყოფა რაში მჭირდება?!
-უნებისყოფობამ ყველა შენი წინამორბედი დაღუპა. ასე ხდება, როცა ძალაუფლებას უნებისყოფო ადამიანს ჩაუგდებ ხელში… უნდა იცოდე როდის გაჩერდე, როდის იმოქმედო…
პირველი პირი, ჩაფიქრებული იდგა კაბინეტში. რეზიდენციის უზარმაზარი ფანჯრიდან, აჭრელებული დედაქალაქის ხედს მიშტერებოდა. მის სხეულში, ახლა ერთმანეთში არეულიყო უზარმაზარი სიამაყისა და შიშის გრძნობა. ეს სუსხიანი დინება არ ჩერდებოდა და მთელ ორგანიზმს უვლიდა… ხვდებოდა, რომ ამიერიდან, ამ ახალ, ჰიბრიდულ გრძნობასთან მოუხდებოდა შეჩვევა. წარსული, რაღაც სქელი ბუნდოვანი მასით გადაიფარა. ცხოვრება აწმყოთი და მართვადი მომავლით იწყებოდა.
განრიგი შედგენილი იყო. სხადასხვა ქვეყნებიდან მოწვევები გამუდმებით მოსდიოდა. ლიდერები ულოცადნენ… ეპატიჟებოდნენ სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ.
თვითნფრინავში ასვლისას ემოცია არ გამოუხატავს. მხოლოდ გაიფიქრა, რომ ეს სწორედ ის თვითმფრინავი იყო… დამზადებული სპეციალურად პირველი პირისთვის…
არჩევნების დღიდან მესამე კვირა ილეოდა, როცა თვითმფრინავმა სიჩქარე აიღო და სწრაფად დაიპყრო სიმაღლე.
- 1 საათში ადგილზე ვიქნებითო – მოახსენეს.
ილუმინატორიდან გადმოხედა არემარეს. საოცრად პატარა მოეჩვენა თავისი ქვეყანა. ისეთი მცირე, რომ წამში სიამაყის გრძნობა სადღაც გაქრა და ბოლო დღეებში უცნაურად გაშლილი მხრებსაც თითქოს საყრდენი გამოაცალესო, უცებ ჩამოეშვა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG