Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემიგრანტის განცდები


ავტორი: ტრისტან ნიშნიანიძე

ყოლიფერი კარგათ იქნება! გილოცავთ 2014! იხარეთ!

ფართოდ გახელილ თვალებს გარდი–გარდმო ვაცეცებ, ცოტა სიხარულ ნარევს და უფრო დაბნეულს. ყველაფერი უცხოა, თითქოს ჰაერიც, მძიმედ ვსუნთქავ მინდა გზა გავიკვლიო, არა ის გზა არა ცხოვრებისეულს რომ ეძახიან, არა უბრალოდ დანიშნულ ადგილას მინდა მივიდე თან გულში ვფიქრობ ნეტა ეს ის არის თავისუფლების და უკიდეგანო შესაძლებლობების ასპარეზი.....
JFKA-ის გამოსასვლელთან ჯმუხი გარეგნობის, წვერებ მწყობრად დავარცხნილ კაცს (რატომ მაინდამაინც ჯმუხი არ ვიცი ალბათ ქვეცნობიერში ჩემებურად მივიჩნიე ვიფიქრე უფრო გამიგებსთქო) დახმარება ვსთხოვე ჩემი დამტვრეული ინგლისურით აი ისეთით ერთი ჩვენებური პოლიტიკოსი რომ ლაპარაკობს. უცნობს ჩავარდნილი ფართო გუგები კიდევ უფრო გაუფართოვდა, შეცბა მერე ჩამეკითხა (სვეტსკი სიტყვაა ახლა) what you said? როგორც ჩანს ჩემი გამოთქმა ან გრამატიკული წყობა არ მოეწონა და დარწმუნდა რა ჩემს კითხვაში, გამომყვა, მიმითითა, მიმაცილა, ამიხსნა და აშშ... გამიმართლა? არ ვიცი, ალბათ, თორემ შენთვის ვის სცხელა ამ აღვირახსნილ კაპიტალიზმში.
უჩვეულოდ ბევრი ხალხია New York-ის ქუჩებში, ერთი შეხედვით მთის მდინარესავით სწრაფი და მჩქეფარეა ხალხის დინება დავიჯერო ამათი გონება ისეთივე ნათელია როგორც მთის წყარო ანკარა, არ ვიცი არადა სულმნათი ილია წერდა: „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემიო“
მოკლედ ბევრი რამეა ახალი, არა შენობები არა, არც ქუჩები და არც მანქანები, არც სიმდიდრე, აქ უფრო პრაქტიკულია ყველაფერი, ჩვენ რომ გვევასება ახლა სიტყვა „კრეატიული“. მე უფრო გონების, ადამიანური თავისუფლების, სახელმწიფოებრიობის განცდის, პროფესიონალიზმის, ღირსების საკითხი მაინტერესებს. იქ სადაც პიროვნების თავისუფლება იქ მთავრდება სადაც სხვისი იწყება და აშშ... ბევრი კითხვა მიტრიალებს თავში რაღაცას ვებრძვი არა ვიღაცას, ააა უფრო რაღაცას მაგრამ...
თითქოს არაფერი არ მომწონს რატომ? არ ვიცი, არადა ყველაფერი კარგადაა მატარებელშიც მოვკალათდი არც თუ ისე ურიგო ადგილას, დიდი ალბათობით ვიცი რომ დანიშნულების ადგილზე ჩავალ, მაგრამ თითქოს ყველაფერი ნაცრისფერია არაფერია ბუნებრივი, ღიმილიც კი მაღიზიანებს, მატარებელიც რაღაც არაბუნებრიბად მიჰქრის არადა მე ის მირჩევნია რომ მიიზლაზნება უსწორმასწორო ლიანდაგზე, კვნესაც რომ აღმოხდება ხოლმე შიგა და შიგ ეს უფრო ბუნებრივია, ჩემია.
ჩავედი! პირველი კონტაქტი შენნაირთან, არა ამერიკელთან! არა მაინც შენნაირთან, პირველი ამერიკელი ოჯახი, პირველი მეგობრები, პირველი საავადმყოფო, ექიმი, პაციენტი, საოპერაციო, აღფრთოვანებული ვარ!!! ისევ ფართოდ გახელილი დაბნეული თვალები,
ახალი გარემო, ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები, მაგრამ მაინც არ მომწონს, მიჭირს არ ვიმჩნევ (ჩვენი ქართველებიც მეხმარებიან დიდი მადლობა მათ), იქ მინდა იქ სადაც ყველაფერი სისხლით და გრძნობით შენია. შენია და ასე იქნება მუდამ!!!!
მატარებელი განაგრძობს სვლას მწყობრად, თანაბრად, რაც დრო გადის უფრო ბუნებრიბად მეჩვენება მისი სვლა, თითქოს ახალი სივრცის აღქმის და შეგრძნების საშუალებას იძლევა (უეჭველი ჩამსვლელია). ისეთი აქსელერაციის ხარისხი აქვს რომ მალე მივა დანიშნულების ადგილას მალე თან ისე რომ გზად ყველა ხელს შეუწყობს და სწორ მიმართულებას მიუთითებს ცოტა ფხა თვითონაც უნდა გამოიჩინოს.
წარმოდგენა რეალურად იწყებს შეცვლას, ერთხანს ფიქრობ რატომ გიწვდიან ხელს შენ ხომ რეალურად არაფერი გაკავშირებს მათთან არც შენსავით ბევრ და მჭერმეტყველ სადღეგრძელოებს ამბობენ და არც ძმობა და მეგობრობა შეგიფიცავთ ერთმანეთისთვის. ქრთამი არა არ გადამიხდია აი ადამიანურ ყურადღებას და წვრილმან საჩუქარს კი დაგიფასებენ და დიდ მადლობასაც გადაგიხდიან. მაშინ რისთვის რა ამოძრავებთ არც მართმადიდებელია ყველა და არც მათი აღმსარებლობა ვიცი არ ვიცი პასუხი არ მაქვს, უფრო სწორედ წარმოდგენა შემექმნა მაგრამ ჯერ კიდევ მინდა დავრწმუნდე.
დრო მიჰქრის მატარებელმა სვლა სულ ეს ესაა დაიწყო!!! 2013 მიილია სიკეთით, ხელის გაწვდით, წარმატებით, ახალი პერსპექტივით, ახალი სიცოცხლით. აქსელერაცია კარგია არც გადაულახავი წინაღობები სჩანს, ღვთის წყალობით, 2014–ღირსეულად გადაიბარებს ესტაპეტას, ღმერთია მოწყალე, და ნანატრ ფინიშთან მიგვიყვანს. მადლობა 2013 წელს ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2014 წელი ჩემო მეგობრები!!! იხარეთ!!! ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ!!!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG