Accessibility links

logo-print

სუიციდი არჩევანი არ არის


ავტორი: თუთა ჩხეიძე

ორი დღის წინ თანამშრომლის ტელეფონმა დარეკა, უთხრეს, რომ მეგობარმა თავი მოიკლა - მას ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, მკლავებზე დაემხო და არაადამიანური ხმით აკივლდა.

მითხრა, რომ გარდაცვლილ მეგობარს მისი ნახვა უნდოდა. ნინო (პირობითად) დაპირდა, რომ სამსახურის დასრულებისთანავე გაუვლიდა, თუმცა 6 საათამდე ოცი წუთით ადრე მან თავი ჩამოიხრჩო.

რა მოხდა არავინ იცის. თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვლილი ადამიანები განსხვავებულები არიან და სიკვდილის სხვადასხვა მიზეზები აქვთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, წელიწადში მილიონამდე ადამიანი იკლავს თავს. სუიციდი 15-44 წლის ადამიანთა სიკვდილიანობის ყველაზე ხშირ მიზეზთა შორის რიგით მეათეა. სტატისტიკა უფრო მძაფრად რომ წარმოვიდგინოთ, ყოველ 40 წუთში ერთხელ მსოფლიოში ერთი ადამიანი იკლავს თავს. თანაც ეს სტატისტიკა მზარდია, ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე თვითმკვლელთა რიცხვმა იმატა და 5-6 წლით გაახალგაზრდავდა.

უმეტესობა ფიქრობს, რომ სუიციდი არჩევანია. არადა თვიმკვლელობის შედეგად გარდაცვლილების 90% არ ირჩევს სიკვდილს, ის სუიციდის მომენტში ავადაა, ან არ მკურნალობს, ან არასწორად მკურნალობს.

არჩევანი არაა დეპრესია, შიზოფრენია, ფსიქოლოგიური აშლილობა, პოსტ ტრამვული სტრესი. ამიტომაც არაა სუიციდი არჩევანი, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ ზემოთჩამოთვლილი დაავადებები ხდება თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზი.

„დავიღალე“, „არაფერი აღარ მინდა“ „ყველაფერმა აზრი დაკარგა“ - ერთი შეხედვით ეს სიტყვები ყოველ მეორე დღეს შეგხვდებათ ფეისბუკზე, რეაქციაც არ გაქვთ, შესაძლებელია დაიზაროთ კითხოთ სჭირდება თუ არა დახმარება. არადა არ არის გამორიცხული პოტენციური თვითკვლელის მესიჯი გამოგეპაროთ. რადგან ისინი ქვეცნობიერად დახმარებას ეძებენ მეგორებში, საყვარელ ადამიანებში.

სუიციდის მიზეზი რამდენიმენაირია, ერთი, როცა ადამიანი აფექტის მდგომარეობაში იკლავს თავს, მეორენი - გეგმავენ თვითმკვლელობას, როგორც წესი მათი ახლობლები ფიქრობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული მის ცხოვრებაში არ ხდებოდა, უბრალოდ გადაიღალა, ან უკვე ყბაღებული დეპრესია აქვს.

მათ პარალელურად არსებობენ შანტაჟისტი თვიმკვლელები, რომლებიც წინასწარ აფრთხილებენ ადამიანებს, რომ სუიციდს გეგმავენ, თავის მოკვლის მცდელობას იქ ახორციელებენ, სადაც მათი გადარჩენაა შესაძლებელი. იკლავენ თავს და ამავდროულად ეძებენ გადარჩენის ხერხებს. თუმცა არაა გამორიცხული ერთ დღეს შანტაჟისტი თვიმკვლელი რეალურად გარდაიცვალოს სუიციდით.

საქართველოში სუიციდი მეტნაკლებად ტაბუირებული თემაა. ამის ერთ-ერთი მიზეზი რელიგიური რწმენა-წარმოდგენებია, რომლის მიხედვით, თვითმკვლელობა უპატიებელი ცოდვაა, თვითმკვლელებს როგორც წესი „პირდაპირ ჯოჯოხეთის გზაზე აყენებენ“.

რამდენიმე წლის წინ გავიცანი ქალი, დედა, რომლის შვილმაც თავი მოიკლა. ის წლების მანძილზე ეკლესიაში დადიოდა, მამაო კი ასე აიმედებდა: თუ თვითმკვლელ შვილზე ილოცებ,ის „ჯოჯოხეთიდან სიბნელეში“ გადავაო. „სიბნელეში“ ანუ იქ, სადაც მართლმადიდებელი ეკლესიის ქართული წესის მიხედვით მონათვლის გარეშე გარდაცვლილი ჩვილი ბავშვები ხვდებიან.

სტატისტიკის მიხედვით, 2011 წლის მონაცემებით, საქართველო სუიციდის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის მიხედვით, 88-ე ადგილზეა. 107 ქვეყანას შორის.

დასკვნის მაგივრად:

დაგიგმევავთ ოდესმე თვითმკვლელობა? გიფიქრიათ რა ხერხით ჯობია მოიკლა თავი? ჩამოხრჩობა ჯობია, ვენების გადაჭრა, დიდი დოზით დამაძინებელი აბების მიღება თუ სახლში გაზის გაშვება?

თხოვეთ დახმარება მეგობრებს, ოჯახის წევრებს, თუ ფიქრობთ, რომ დახმარების ნაცვლად ხელს გიშლიან უთხარით მათ, რომ ხელს გიშლიან, ეძებეთ ის, ვისთანაც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ეძებეთ გადარჩენის გზები და ნუ იფიქრებთ, რომ რომელიმე ახლობელი მიხვდება რა გჭირთ, თუ არ ეტყვით მათ თქვენი პრობლემის შესახებ.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიმართეთ ექიმებს, მიმართეთ ექიმებს და გადარჩით.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG