Accessibility links

„დიდი ოცეულის“ დიდი საზრუნავი


„დიდ ოცეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერები. მექსიკა

„დიდ ოცეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერები. მექსიკა

„დიდ ოცეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერებმა ევროპას მოუწოდეს სწრაფად იმოქმედოს ფინანსური კრიზისის შესაჩერებლად, თუმცა, როგორც მექსიკაში ითქვა, პრობლემებს ევროპა საკუთარი ძალებით უნდა გაუმკლავდეს და არ უნდა ჰქონდეს აშშ-ის ფინანსური დახმარების იმედი.

მექსიკაში გამართული „დიდი ოცეულის“ ორდღიანი სამიტის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოთქვა რწმენა, რომ ევროპელი ლიდერები სწორ ნაბიჯებს გადადგამენ ევროზონის ფინანსური კრიზისის მოსაგვარებლად:

„პირველ ყოვლისა, ჩვენმა მეგობრებმა ევროპაში მკაფიოდ გააცნობიერეს სიტუაციის სერიოზულობა და დაუყოვნებელი მოქმედების მომეტებული განცდით მიიწევენ წინ. მე მივესალმები იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც მათ უკვე გადადგეს ეკონომიკური ზრდის, ფინანსური სტაბილურობისა და ფისკალური პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად. ძალიან მოხარული ვარ ევროპის კავშირის ლიდერების მიერ აქ დადებული პირობით, რომ განახორციელებენ აუცილებელ ზომებს ევროზონის ერთიანობისა და სტაბილურობის დასაცავად და ფინანსური ბაზრების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.“
ვლადიმირ პუტინი და ბარაკ ობამა

ვლადიმირ პუტინი და ბარაკ ობამა


ობამამ მექსიკაში განაცხადა, ევროპას საკმარისი რესურსები აქვს კრიზისის დასაძლევადო და ამით მიანიშნა, რომ შეერთებული შტატები, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის საკუთარ ეკონომიკურ სიძნელეებს, ვერ შესთავაზებს ფინანსურ დახმარებას თავის საერთაშორისო პარტნიორებს.

„დიდი ოცეულის“ სამიტზე მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის 15 ტრილიონი დოლარის მოცულობის საგარეო ვალზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რუსეთს ამერიკული დოლარის ბედი უფრო აფიქრებს, ვიდრე ევროსიო. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე განაცხადეს, რომ მათ განზრახული აქვთ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან თავიანთი საბანკო სექტორის ინტეგრაციისათვის. „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერთა უმაღლესი დონის შეხვედრას წინ უძღოდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური საბერძნეთში, სადაც ევროკავშირის ფინანსური მომჭირნეობის გეგმის მომხრე „ახალმა დემოკრატებმა“ გაიმარჯვეს მცირედი უპირატესობით. ამან ევროს ცუდი ბედის მოლოდინით გამოწვეული შეშფოთება გააქარვა.
XS
SM
MD
LG