Accessibility links

logo-print

გადაცემაში ვსაუბრობთ სოხუმში მრავალეთნიკურ გარემოში არსებულ ურთიერთობებსა და სოხუმელობის ცნებაზე. როდიდან იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მხოლოდ ეთნიკური ქართველების ზეიმად და რა როლს ასრულებენ უფროსები აფხაზურ საზოგადოებაში. პროგრამა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემის სტუმრები: მიშა ჯახუა - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი; თინათინ ასათიანი - სოციალური ფსიქოლოგი, კონფლიქტოლოგი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG