Accessibility links

logo-print

გაეროს ექსპერტთა საბჭოს თანახმად, ჯულიან ასანჟი უნდა გაათავისუფლონ


გაეროსთან მოქმედი დამოუკიდებელი ექსპერტების საბჭო აცხადებს, რომ „ვიკილიქსის“ დამაარსებელი, ჯულიან ასანჟი „თვითნებურად“ არის დაკავებული ლონდონში, ეკვადორის საელჩოში, ის უნდა გათავისუფლდეს და კომპენსაცია უნდა მიიღოს. ასანჟის ექსტრადიციას ითხოვს შვედეთი, სადაც მას სექსუალურ თავდასხმაში ედება ბრალი. ის 2012 წლის ივლისის შემდეგ აფარებს თავს ეკვადორის საელჩოს ლონდონში. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ მას კანონით ევალება ასანჟის შვედეთში ექსტრადიცია და ამბობს რომ ასანჟი თავს არიდებს დაპატიმრებას საელჩოს ტერიტორიაზე დარჩენის გზით. ამავე დროს, ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, გაეროს ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სავალდებულო არ არის. ასანჟს მსოფლიოში სახელი გაუვარდა 2010 წლის დასაწყისში, როცა „ვიკილიქსმა“ გამოაქვეყნა აშშ-ის სამხედრო ძალების გასაიდუმლოებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ბაღდადში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ასახავდა. იმავე წელს, უფრო გვიან, ჯგუფმა გაავრცელა ასი ათასობით საიდუმლო დოკუმენტი, რომლებიც ეხებოდა აშშ-ის სამხედრო კამპანიებს ავღანეთსა და ერაყში და აშშ-ის საელჩოების გასაიდუმლოებული მიმოწერა, მათ შორის 1973 წლის პერიოდიდან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG