Accessibility links

გაერო ჩეხეთს აკრიტიკებს მიგრანტებისადმი "ცუდი მოპყრობის" გამო


ანტისაემიგრაციო აქცია პრაღაში

ანტისაემიგრაციო აქცია პრაღაში

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელმა გააკრიტიკა ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა, რომლის პოლიტიკის გამო მიგრანტები სავალალო პირობებში, პატიმრებივით იმყოფებიან.

22 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, ზეიდ რაად ალ ჰუსეინი აღნიშნავს, რომ „მიგრანტების ძირითადი უფლებების დარღვევა ჩეხეთში სისტემურ ხასიათს ატარებს და კვალიფიცირდება, როგორც ისლამოფობიური ტენდენციის გამოვლინება.“ განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია კერძოდ ისეთ საპატიმრო დაწესებულებაზე, როგორიცაა პრაღის ჩრდილოეთით მდებარე ბილა-იეზოვას წინასწარი დაკავების იზოლატორი, რომელშიც, თავად ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა რობერტ პელიკანის დახასიათებით, „საპყრობილეზე უარესი ვითარებაა“. ჩეხეთის მედიის თანახმად, ამ დაწესებულებაში 100 ბავშვი ცხოვრობს.

ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანის ადმინისტრაცია ამ კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ „პრეზიდენტი დიდი ხანია საფრთხედ მიიჩნევს ისლამურ ფუნდამენტალიზმს და არ აპირებს შეიცვალოს ეს დამოკიდებულება გარედან ზეწოლის გამო.“ ჩეხეთის რესპუბლიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დაწესებულ კვოტებს, რომლითაც უნდა მოხდეს მიგრანტთა გადანაწილება ბლოკის ყველა ქვეყანაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG