Accessibility links

logo-print

გაერო: 2015 წელს დევნილთა რაოდენობამ რეკორდულ დონეს მიაღწია


მიგრანტი ბავშვები საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე

მიგრანტი ბავშვები საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე

გაეროს ლტოლვილთა საქმეების სააგენტოს თანახმად, კონფლიქტების შედეგად დევნილთა რაოდენობამ 2015 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. სირიაში მიმდინარე ბრძოლებისა და ავღანეთში შექმნილი კრიზისის გამო, 2015 წელს დაახლოებით 65,4 მილიონი ადამიანი გახდა იძულებით ადგილნაცვალი პირი.

20 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობა, 60 მილიონი ლტოლვილი, მსოფლიოში გასულ წელს დაფიქსირდა. გაეროს თანახმად მსოფლიოს მასშტაბით ყოველ წუთს დაახლოებით 25 ადამიანი ტოვებს საკუთარ სახლს, რაც დღეში 34 ათასს უდრის. ჟენევაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, რათა ყველა ღონე იხმარონ იმ ომების შესაწყვეტად, რაც ადამიანების დევნილობას იწვევს. ანგარიშში აღნიშნულია არსებულ „ქსენოფობიურ განწყობებზე“, რამაც თავი იჩინა იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი მიგრანტთა მზარდი კრიზისის მოგვარებას ცდილობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG