Accessibility links

logo-print

გაერო: ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მონობაშია 3 500-მდე ადამიანი


გაეროს მონაცემებით, ერაყში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მონობაშია 3 500-მდე ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. 19 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშით, ისლამისტ ექსტრემისტებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედებებზე, რომლებიც „უტოლდება სამხედრო დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს და შესაძლოა, გენოციდს“. ერაყში გაეროს მისიისა და ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს უმაღლესი კომისრის ერთობლივ ანგარიშში წერენ ასევე, რომ „ისლამური სახელმწიფო“ განაგრძობს სექსუალურ ძალადობას ქალებსა და ბავშვებზე, განსაკუთრებით სექსუალური მონობის ფორმით. მეორე მხრივ, აღრიცხულია ერაყის უშიშროების ძალებისა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლი სხვა ჯგუფების, მათ შორის ქურთი მებრძოლების მიერ სამოქალაქო პირების დახოცვის, ან მოტაცების შემთხვევები. გაეროს ამ ანგარიშით, ერაყში 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის ოქტომბრამდე მოკლულია, სულ ცოტა, 18 802 და დაჭრილია, სულ ცოტა, 36 245 სამოქალაქო პირი. გაერო განმარტავს, რომ ანგარიში ეფუძნება დაზარალებულებისაგან და თვითმხილველებისაგან მიღებულ ინფორმაციას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG