Accessibility links

logo-print

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ერთობლივი განცხადება


გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში

გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 33-ე სესიაზე საქართველოს დელეგაციამ, გაეროს წევრი 46 სახელმწიფოს სახელით გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი განცხადება ეფუძნება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, 2016 წლის 13 სექტემბრის განცხადებას და გამოხატავს ღრმა შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიერ უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლების შესვლაზე სისტემატური უარის გამო. სამინისტროს ცნობითვე, განცხადება ხაზს უსვამს რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობას, დამოუკიდებელი და ობიექტური ანგარიშების მომზადების აუცილებლობას, უმაღლესი კომისრის ოფისის, სპეციალური მანდატის მფლობელთა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების მეტი ჩართულობის საჭიროებას და მოუწოდებს საერთაშორისო სუბიექტების შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფისკენ. ერთობლივ განცხადებაში გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG