Accessibility links

გაერო რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ყირიმელი თათრების უფლებებს


რუპერტ კოლვილი

რუპერტ კოლვილი

გაერო რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ყირიმელი თათრების უფლებებს. ეს მოწოდება გავრცელდა 18 მაისს, სტალინის მმართველობის პერიოდში ყირიმიდან თათრების მასობრივი დეპორტაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს უმაღლესი კომისრის, რუპერტ კოლვილის განცხადებით, თათრების დევნა გაძლიერებულია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში: ხდება აქტივისტების შევიწროება, აპატიმრებენ ოფიციალურ პირებს. შარშან მმართველმა ძალამ დახურა ყირიმელი თათრების რამდენიმე მედიასაშუალება და გასულ კვირაში გავრცელდა ასევე ცნობა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყირიმის საინფორმაციო ვებსაიტის დაბლოკვის შესახებო, ნათქვამია რუპერტ კოლვილის განცხადებაში, რომელიც 17 მაისს გავრცელდა.

კოლვილი აღნიშნავს, რომ რუსეთს ევალება უმცირესობებისა და მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დაცვა და დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს თათრების საკანონმდებლო ორგანოს, მეჯლისის აკრძალვა. სტალინის მმართველობის დროს,1944 წელს, 200 ათასამდე ყირიმელი თათარი გადაასახლეს უზბეკეთში. სავარაუდოდ, ათასობით ადამიანი გზაში დაიღუპა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG