Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებას


რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვა, 8 დეკემბერს გამართოს დახურულ კარს მიღმა მსჯელობა სირიასა და ერაყში თურქეთის სამხედრო მოქმედების გამო. მსჯელობას გაუძღვება აშშ, რომელიც ამ ეტაპზე ხელმძღვანელობს საბჭოს. დიპლომატები მოელიან, რომ შეეხებიან თურქეთის მიერ რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხს. ეს ინციდენტი 24 ნოემბერს მოხდა, რის გამოც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ანკარა ამტკიცებს, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი მის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რუსეთი კი ირწმუნება, რომ თვითმფრინავი სირიის საჰაერო სივრცეში იყო. ერაყმაც დაადანაშაულა თურქეთი მის ტერიტორიაზე ჯარის შეყვანის გამო და ულტიმატუმი წაუყენა ანკარას, რომ გაიყვანოს ჯარი, თორემ საკითხს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაიტანს. თურქეთმა განაცხადა, რომ არ გაიყვანს ჯარს, რომელიც ერაყელებს წვრთნის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG