Accessibility links

8 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გაიოზ თალაკვაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი. მან ილაპარაკა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალ მეთოდოლოგიასა და ფულადი დახმარების ახალ სტრუქტურაზე. გაიოზ თალაკვაძის თქმით, ცვლილებების შედეგად, სოციალური დახმარებით მომავალში დაახლოებით 38 ათასი ოჯახით მეტი იქნება მოცული. ახალი მეთოდოლოგიით, სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახის მდგომარეობის შეფასებას და მონაცემების ძველიდან ახალ ბაზაზე ეტაპობრივად გადასვლას, სავარაუდოდ, წელიწადი დასჭირდება. მოხდება საჭიროების ინდექსის კატეგორიზაცია. სიახლე არის ის, რომ 100 000 და ნაკლები ქულის მფლობელი ყველა ოჯახი მიიღებს ბავშვისთვის განკუთვნილ დანამატს - 10 ლარს.

XS
SM
MD
LG