Accessibility links

logo-print

„მეათე სტუდიის“ შემდეგ სტუმარს ჩვენი მსმენელის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ეს გახლავთ დათო ტურაშვილი, მრავალი მხატვრული თუ დოკუმენტური ნაწარმოების ავტორი, არაერთი ლიტერატურული ტელეგადაცემის წამყვანი და, თამამად შეიძლება ითქვას, არა მხოლოდ მწერალი, არამედ წიგნის დიდი ტრფიალი და პროპაგანდისტი. თუმცა, დათო ტურაშვილთან დღევანდელი საუბარი არც მის წიგნებს ეხება, და არც, ზოგადად, ლიტერატურას. ჩვენი სტუმარი გვიამბობს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გაისად, ზაფხულისთვის დაგეგმილ ერთ საინტერესო ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოსა და ღვინოს უკავშირდება. სტუმარს რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში დავით კაკაბაძე მასპინძლობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG