Accessibility links

logo-print

ახალგაზრდების 14 პროცენტს საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლა სურს


თბილისი

თბილისი

საქართველოში ახალგაზრდების 14 პროცენტი საზღვარგარეთ სამუდამოდ წასვლას ფიქრობს - ეს არის მონაცემი, რომელიც ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „გელაპმა“ კვლევის ჩატარების შედეგად მიიღო. კვლევამ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა მოიცვა.

გამოკითხვა ჩატარდა ახალგაზრდებში, რომელთა ასაკიც 15 წელი და მეტი იყო. კითხვა ასე დაისვა: „თუკი საშუალება მოგეცემოდათ, წახვიდოდით თუ არა საზღვარგარეთ სამუდამოდ საცხოვრებლად?“ საქართველოში ამ კითხვას დადებითი პასუხი გამოკითხულთა 14-მა პროცენტმა გასცა. ეს საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სომხეთში (40 პროცენტი), მას მოსდევს მოლდოვა (32 პროცენტი) და უკრაინა (21 პროცენტი). რუსეთსა და აზერბაიჯანში მაჩვენებელი ისეთივეა, როგორიც საქართველოში.
ვინ გადის იმ მიზნით, რომ სხვა ქვეყანაში დარჩეს და ვინ შემოდის დიდი ხნით, ამის დაჭერა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ზუსტი მიგრაციის მონაცემები ჩვენ არ გვაქვს...

გამოკითხულთაგან 52 პროცენტი ამბობს, რომ საზღვარგარეთ გადასახლება იქ არსებული უკეთესი საცხოვრებელი პირობების გამო უნდა; 13 პროცენტი საკუთარი შვილების მომავალზე ფიქრობს (თუმცა საქართველოში ეს მაჩვენებელი 8 პროცენტია); 10 პროცენტს მიაჩნია, რომ საზღვარგარეთ კარგ სამსახურს იშოვის; საკმაოდ დიდმა ნაწილმა (12 პროცენტი) ზუსტად არ იცის, თუ რატომ სურს საზღვარგარეთ წასვლა.

იგივე შეკითხვა რადიო თავისუფლებამ თბილისის ქუჩაშიც დასვა. შეკითხვაზე, საზღვარგარეთ სამუდამოდ საცხოვრებლად წახვიდოდით თუ არა, ჩვენ ასე გვიპასუხეს:

„არა, არ წავიდოდი. ეს არის ჩემი სამშობლო და აქ არის ჩემი ფესვები. დროებით შეიძლება წავიდე, მაგრამ მაინც ყოველთვის აქ ვიქნები“.

„არა, სამუდამოდ - არა. შეიძლება ყველაფერი მოწყობილი გქონდეს, არაფერი გაკლდეს, მაგრამ გარშემო ვინც გყავს, ყველა აქ არის, საქართველოში, თბილისში, და არაფერს არ ექნება აზრი, თუნდაც უზრუნველყოფილი ცხოვრება გქონდეს, მაგრამ საქართველოდან შორს“.

„არა, როგორ აგიხსნათ, ქართველი ვარ. შეიძლება 1-2 თვით წავსულიყავი, მაგრამ მუდმივად - არა“.

კერძოდ, რამდენი ადამიანია საზღვარგარეთ წასული, ამის ზუსტი მონაცემები არ არსებობს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ბოლოს 2002 წელს ჩატარდა და შემდეგი 2010 წელს უნდა ჩატარებულიყო. ფინანსური კრიზისის გამო ვადამ გადაიწია და ახლა მომდევნო აღწერა 2014 წლის ნოემბერში ჩატარდება. ოფიციალური მონაცემებით, 2002 წელს მოსახლეობის რაოდენობა 4 375 000 იყო, დღეს კი 4 500 000-ია.
ძირითადად დროებით წასვლა უნდათ, მაგრამ გააჩნია ქვეყანას. თუ შენგერის ვიზის აღება არის საჭირო, ეს არაოფიციალური გზით, საკმაოდ დიდი თანხა ღირს. თუ მოახერხებენ ევროკავშირში ჩასვლას. მართალია, დროებითია მათი გეგმები, მაგრამ იმის გამო რომ ძალიან დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული, უცებ დაბრუნება არ უნდათ...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე ამბობს, რომ უშუალოდ მიგრაცის პროცესს მათი სამსახური არ იკვლევს, ითვლიან მხოლოდ ქვეყანაში შემოსულ და ქვეყნიდან გასულ პირებს, მათ შორის კი ზოგი შეიძლება ტურისტიც იყოს.

„ვინ გადის იმ მიზნით, რომ სხვა ქვეყანაში დარჩეს და ვინ შემოდის დიდი ხნით, ამის დაჭერა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ზუსტი მიგრაციის მონაცემები ჩვენ არ გვაქვს. ამას კიდევ ერთხელ აჩვენებს აღწერა, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოდან მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად გავიდა“.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორი მარკ ჰულსტი ამბობს, რომ საზღვარგარეთ წასვლით საქართველოში ძალიან ბევრია დაინტერესებული. მისივე თქმით, წასვლის ძირითადი მიზანი სამსახური და განათლების მიღებაა, არიან პოლიტიკური ნიშნით დევნილებიც, მაგრამ ცოტანი.

„ძირითადად დროებით წასვლა უნდათ, მაგრამ გააჩნია ქვეყანას. თუ შენგერის ვიზის აღება არის საჭირო, ეს არაოფიციალური გზით, საკმაოდ დიდი თანხა ღირს. თუ მოახერხებენ ევროკავშირში ჩასვლას. მართალია, დროებითია მათი გეგმები, მაგრამ იმის გამო რომ ძალიან დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული, უცებ დაბრუნება არ უნდათ. რაც უფრო დიდხანს დარჩებიან, მით უფრო კარგია მათთვის. თუ საუბარია ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა თურქეთი, იქ უფრო სეზონური მიგრაციაა და ხალხიც მიდის და მოდის“.

მიგრაციის პროცესზე ზეგავლენას მოახდებს სავიზო რეჟიმის გამარტივებაც. თუმცა ის დრო, როდესაც ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლის შესაძლეობლობა ექნებათ, საკმაოდ შორია. სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში, ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ევროკავშირი მსგავს ცვლილებეთან დაკავშირებთ ძალიან ფრთხილია. უვიზო რეჟიმის ასამუშავებლად საჭიროა ორეტაპიანი სამოქმედო გეგმის შესრულება, რის შემდეგად ევროკავშირი თავის მხრივაც მიიღებს გადაწყვეტილებას დაუშვას თუ არა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება.
ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი


„ყველა ის საუბრები და განცხადებები, რომ 2013 წელს შესაძლებელი გახდება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა, იყო მცდარი. ეს ალბათ წინასაარჩევნო განცხადებები იყო ოპონენტების მხრიდან, თუმცა არჩევნების შემდეგაც ითქვა ამის შესახებ. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ სამოქმედო გეგმა“.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, პრიორიტეტი ამ შემთხვევაში არა წასვლა, არამედ ისეთი ეკონომიკური კლიმატის შექმნაა, რომელიც მოსახლეობას ქვეყანაში დარჩენის სურვილსა და პირობებს გაუჩენს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG