Accessibility links

logo-print

ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაცია თუ სახელის გადარქმევა?


საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან

საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან

თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ მოითხოვა საკრებულოს სხდომაზე, სადაცეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის საკითხზე იმუშავებენ, ამ თემით დაინტერესებული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც მიიწვიონ. ცვლილებების თანახმად, რომელთა განხორციელებასაც მერია გეგმავს, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურად გარდაიქმნება და ის ახალი ფუნქციებითაც აღიჭურვება. პარტიზანი მებაღეები კი, რომლებიც თბილისის მერიის შენობის წინ პერმანენტულ აქციებს მართავენ, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის გადადგომას და სტრუქტურულ რეორგანიზაციას მოითხოვენ.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური სახელწოდებას შეიცვლის, ის გარემოს დაცვისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სახელწოდებით ჩამოყალიბდება, განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა. მან თბილისის მერის, დავით ნარმანიას, 26 აგვისტოს გაკეთებული განცახდება გაიხსენა და განმარტა, რომ სამსახურის რეორგანიზაციის საქმეში თავისი წვლილის შეტანა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ:

„თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში გამოსვლის დროს მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს კონსტრუქციული აქტივობისკენ, რათა ჩაერთონ აღნიშნული სამსახურის რეორგანიზაციის პროცესში. მერიაში ამ მიზნით რაიმე განსაკუთრებული სამუშაო ჯგუფი არ შექმნილა. ვფიქრობ, რომ ყველას აქვს უფლება, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ კერძო პირებსაც, რომლებიც დაინტერესებას გამოხატავენ, ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქის ეკოლოგიაზე“.

ნატა ფერაძესთან არანაირ შეხვედრას არ ვაპირებ. სამსახურის რეორგანიზაცია დაწყებული გვაქვს და რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართება ამ საკითხებზე. ეს გულისხმობს არა მხოლოდ სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს, არამედ მოქმედ წესებში და რეგულაციებში ცვლილებების შეტანას...

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურისთვის სახელის გადარქმევის ნაცვლად, მისი სტრუქტურული რეორგანიზაცია მოითხოვეს პარტიზანმა მებაღეებმა მას შემდეგ, რაც ყაზბეგის # 22-ში ათეულობით ხე მოიჭრა და პროკურატურამ ამ ფაქტის კანონიერებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

რამდენიმე კვირის წინ თბილისის მერიაში შედგა შეხვედრა, რომელზეც ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ მსჯელობდნენ, მოგვინებით ამ საკითხის ირგვლივ ბჭობა საკრებულოში გაგრძელდა, რასაც მოჰყვა დავით ნარმანიას განცხადება, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს, რომელიც ჯერ სახელს შეიცვლის, შემდგომ საშტატო ერთეული და ახალი განყოფილებებიც დაემატებაო:

„პირველი ეს იქნება გარემოსდაცვითი ღონისძიებების განყოფილება, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, მათ შორის, ჰაერის, ხმაურის, ნარჩენებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. მეორე განყოფილება იქნება თბილისსა და მის შემოგარენში მერქნიანი და მწვანე ნარგავების მართვის განყოფილება, ხოლო მესამე იქნება გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მართვის განყოფილება“.

თავდაპირველ განცხადებას, რომ რეორგანიზაციის პროცესში მერია ეკოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ სამოქალაქო აქტივისტებს მოუსმენდა, მოგვიანებით დავით ნარმანიას კომენტარი მოჰყვა, რომ ის არ აპირებს, მაგალითად, პარტიზანი მებაღის, ნატა ფერაძის, მოსმენას:

დავით ნარმანია

დავით ნარმანია

„ნატა ფერაძესთან არანაირ შეხვედრას არ ვაპირებ. სამსახურის რეორგანიზაცია დაწყებული გვაქვს და რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართება ამ საკითხებზე. ეს გულისხმობს არა მხოლოდ სამსახურის სტრუქტურულ ცვლილებებს, არამედ მოქმედ წესებში და რეგულაციებში ცვლილებების შეტანას, რათა ადმინისტრაციული პროცედურები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს“.

თბილისის მერიაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც ცოტა ხნის წინ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ იმსჯელეს, დახურული იყო. როგორც საკრებულოს ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ამბობს, ის დაინტერესდა, თუ რატომ არ ესწრებოდნენ სხდომას გარემოს დამცველები.

„დავინტერესდი, რატომ არ იყო ფართოდ წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციები. შემდეგ შევხვდი არასამთავრობო ორგანიზაციას. იცით, რომ ისინი საპროტესტო აქციას აგრძელებენ მუნიციპალიტეტის მერიის წინ და მე ვიმედოვნებ, რომ შეჯერდებიან და აღანიშნული ჯგუფებიც ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში“.

საპროტესტო აქცია მერიასთან

საპროტესტო აქცია მერიასთან

ირაკლი აბესაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დედაქალაქის საკრებულოში, ფიქრობს, რომ მერიის ერთი სამსახურის რეორგანიზაცია ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ვერ შეცვლის:

„საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ ხეების მოჭრა ქალაქში უკავშირდებოდა გამწვანების სტრუქტურას, არის მორიგი ტყუილი. რა თქმა უნდა, არანაირი სტრუქტურა არ იღებს ხოლმე გადაწყვეტილებებს, გადაწყვეტილებებს იღებენ ის თანამდებობის პირები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ნებისმიერი სტრუქტურის არსებობისას ახერხებენ მხლოდ და მხოლოდ კორუფციული პირადი და კერძო ინტერესების ლობირებით გადაწყვეტილებების მიღებას“.

ეკოლოგიისა და გამწვანებისსაქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილებას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2 სექტემბერს მოაწერა ხელი. პარალელურად, თბილისის მერიის შენობასთან პატიზანი მებაღეების აქცია მიმდინარეობს. აქციებს ბოლო რამდენიმე კვირაა პერმანენტული ხასიათი აქვს. აქციის მონაწილეებმა ორი დღის წინ სასამართლოს მეშვეობით მერიის შენობასთან კარვის დადგმის უფლებაც მოიპოვეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG