Accessibility links

განხეთქილება „19 აპრილის“ წინ


ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე. 2012 წლის 8 სექტემბერი

ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე. 2012 წლის 8 სექტემბერი

„19 აპრილს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ დანიშნული მიტინგი აუცილებლად გაიმართება“, - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა ვანომ მერაბიშვილმა მიტინგამდე ორი დღით ადრე, საგანგებო განცხადების გაკეთება კი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრისა და დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის ბრალდების შემდეგ გახდა საჭირო. ვერულაშვილის თქმით, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება ვანო მერაბიშვილის ბრალია. უფრო ადრე მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა ძებნაში მყოფმა დათა ახალაიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა. რა ვითარებაა მთავრ ოპოზიციურ პარტიაში 19 აპრილის მიტინგამდე და რას ცვლის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მისამართით გამოთქმული ბრალდებები?

19 აპრილისათვის დანიშნული მიტინგი, როგორც გამოცხადებული იყო, რუსთაველის გამზირზე 16 საათზე დაიწყება. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის თქმით, ხელისუფლებას უჭირს თვალი გაუსწოროს ქვეყანაში შექმნილ რეალობას და ყველაფერს აკეთებს იმ ხალხის შეკრების ჩასაშლელად, ვინც არ იზიარებს ივანიშვილის
ხდება ჩვენს აქტივისტებზე, საკრებულოების, პარლამენტის წევრებზე აქტიური ზეწოლა. ხელისუფლება ყველა მეთოდს იყენებს, რათა მოახდინოს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დისკრედიტაცია, მათ შორის - ჩემი დისკრედიტაცია...
მთავრობის პოლიტიკას:

„დაიწყო აგრესიული ზეწოლა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე, დაბლოკილია ყველა რეგიონიდან ყველა ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი. უფრო მეტიც, გადადებულია ის მარშრუტები, რომლებიც, ტრადიციულად, რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით სრულდებოდა. ხდება ჩვენს აქტივისტებზე, საკრებულოების, პარლამენტის წევრებზე აქტიური ზეწოლა. ხელისუფლება ყველა მეთოდს იყენებს, რათა მოახდინოს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დისკრედიტაცია, მათ შორის - ჩემი დისკრედიტაცია“.

ვანო მერაბიშვილის დისკრედიტაციად შეიძლება ჩაითვალოს სოციალური ქსელით გავრცელებული განცხადება, რომლის ავტორი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ვანო მერაბიშვილს ბრალს სდებს პატიმართა წამების სკანდალური კადრების გადაღების, საზღვარგარეთ გატანის ორგანიზებისა და ლაფანყურის შეტაკების პროვოცირებაში, რაც, წერილის თანახმად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დასაღუპად იყო ჩაფიქრებული და რამაც, საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი გამოიწვია. 17 აპრილს მსგავსი ბრალდებები ვანო მერაბიშვილს ყოფილმა თანაპარტიელმა, დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმაც წაუყენა:

„მიმაჩნია, რომ მისი [მერაბიშვილის] დამსახურებაა „ნაციონალური მოძრაობის“, ჩემი პარტიის კრახი საპარლამენტო არჩევნებში და მიმაჩნდა, რომ ამ დამარცხების შემდეგ ის აღარ უნდა ყოფილიყო პარტიის გენერალური მდივანი. დღეს მიმაჩნია და მაშინაც მიმაჩნდა, რომ ვანო მერაბიშვილის გვერდში დგომა დანაშაულია“.
იქნება საპროტესტო გამოსვლა, არაფერი სანერვიულო არ აქვთ. ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში, ჩვენი მოქალაქეები გამოვლენ და გამოხატავენ პოზიციას, რომ მათ არ უნდათ ქვეყანაში ის მთავრობა, რომელიც ელაქუცება რუსეთს და შორდება ევროპას...

მარიკა ვერულაშვილმა ეს განცხადება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესის დაწყების წინ გააკეთა. დეპუტატის თქმით, დათა ახალაიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მამხილებელი წერილით დაბადების დღე მიულოცა ვანო მერაბიშვილს:

„ვანო მერაბიშვილი არ არის მიჩვეული სიმართლის მოსმენას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მას ამის მოსმენა ძალიან ხშირად მოუწევს, უახლოეს მომავალში ძალიან ბევრ არასასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდეს“.

პასუხად „ნაცინალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ არც მოელოდნენ, რომ ყველა თანამებრძოლი გაუძლებდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და სხვა სახის ცდუნებას. შედეგად, როგორც „ნაციონაულრი მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გაბაშვილი, ამბობს, განსაკუთრებული არც არაფერი ხდება და 19 აპრილს დანიშნული მიტინგიც წინასწარ განსაზღვრული სცენარით ჩატარდება:

„იქნება საპროტესტო გამოსვლა, არაფერი სანერვიულო არ აქვთ. ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში, ჩვენი მოქალაქეები გამოვლენ და გამოხატავენ პოზიციას, რომ მათ არ უნდათ ქვეყანაში ის მთავრობა, რომელიც ელაქუცება რუსეთს და შორდება ევროპას“.
გულწრფელად გგულშემატკივრობთ და ძალიან მინდა, რომ ხელი წაგიცდეთ და გასცდეთ კონსტიტუციის ფარგლებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ჩვენგანს ხელი ექავება იმ მომენტზე, როცა თქვენ გასცდებით კონსტიტუციის ფარგლებს...

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება ოკუპანტ ქვეყანასთან უამრავ ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში. დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის თქმით, 19 აპრილს და მომდევნო დღეებშიც მთავარ სათქმელს ხალხი იტყვის:

„ხალხი დაიწყებს ახალ ეროვნულ მოძრაობას. თქვენ ამ გამოვლინებას ჩვენი ხალხის ძალისას ნახავთ 19 აპრილს, როცა იქნება უმაგალითო თავყრილობა ქართველი პატრიოტებისა იმ კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ, რომელსაც თქვენ ნერგავთ“.

19 აპრილის დადგომას, ოპოზიციის გარდა, ასევე ელოდება ხელისუფლება, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი კობა დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ დღეს მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება:

„გულწრფელად გგულშემატკივრობთ და ძალიან მინდა, რომ ხელი წაგიცდეთ და გასცდეთ კონსტიტუციის ფარგლებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ჩვენგანს ხელი ექავება იმ მომენტზე, როცა თქვენ გასცდებით კონსტიტუციის ფარგლებს. ჰოდა, თქვენი „19 აპრილის აქციით“ ყურებზე ხახვსაც ვერ დაგვაჭრით და ფეხებსაც ვერ მოგვჭამთ“.

პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დათა ახალაიასა და მარიკა ვერულაშვილის განცხადებები საგანგებოდ გაკეთდა უშუალოდ 19 აპრილის მიტინგის წინ. ასე ფიქრობს პოლიტიკის ექსპერტი მამუკა არეშიძეც:
მამუკა არეშიძე

მამუკა არეშიძე


„ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ არ უნდათ დაუშვან ვანო მერაბიშვილის გალიდერება. 19 აპრილი არ არის მიხეილ სააკაშვილის დღე. 19 აპრილი არის ვანო მერაბიშვილის დღე. მერაბიშვილი, როგორც ლიდერი, კრებს თავის მომხრეებს იმისთვის, რომ შემდგომი ბრძოლის გეგმა გააცნოს და განისაზღვროს ამ შეკრებით, ვინ არის სინამდვილეში პარტიის ლიდერი“.

არის თუ არა პარტიის ლიდერი ვანო მერაბიშვილი - ამ შეკითხვას გარკვეულწილად უპასუხებს 19 აპრილის მიტინგის მასშტაბი, რომელიც, თავად მერაბიშვილის თქმით, ხელისუფლების დესტრუქციული ძალისხმევის მიუხედავად, შთამბეჭდავი იქნება.

„მინდა ხელისუფლებას კიდევ ერთი რამე ვუთხრა: 19 აპრილს არ მთავრდება ყველაფერი. 19 აპრილს იწყება ყველაფერი. ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას გასცეს ყველა შეკითხვას პასუხი და ჩვენ შევქმნით ისეთ ინსტრუმენტს, ისეთ საშუალებებს, რომ ხელისუფლება იძულებული გახდება, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. სწორედ ამაზეც გვექნება ლაპარაკი 19 აპრილს და ის უსუსური მცდელობა, მოახდინოს ჩვენი დისკრედიტაცია და განხეთქილება შეიტანოს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფუჭად ჩაივლის“, - განაცხდა ვანო მერაბიშვილმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG