Accessibility links

logo-print

გაფიცვა ხელნაწერთა ცენტრში


18 მაისს თბილისში პროტესტის ნიშნად გაიფიცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ას ათი თანამშრომელი. გაფიცულები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოლაპარაკებას ითხოვენ ცენტრის ახალი ხელმძღვანელის, ზაზა აბაშიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით. აბაშიძემ ამ თანამდებობაზე ბუბა კუდავა უნდა ჩაანაცვლოს. გარდა ამისა, გადაწყვეტილია ხელნაწერთა ცენტრის სხვა შენობაში გადატანა. თანამშრომლები ასევე ითხოვენ, ახალი ადგილმდებარეობის შერჩევისას მათი აზრიც გაითვალისწინონ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში თავმოყრილია ქართული კულტურისა და ისტორიის საგანძური, მათ შორის V-XIX საუკუნეების 10 000-მდე ქართული და 4 000-მდე უცხოური ხელნაწერი.

XS
SM
MD
LG