Accessibility links

logo-print

გაფიცვებისა და სოციალურად დაუცველთა პროტესტის წელი


რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში მყოფი სოციალურად დაუცველი ოჯახი

რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში მყოფი სოციალურად დაუცველი ოჯახი

მივყვეთ წლის სოციალურ მიმოხილვას არაქრონოლოგიურად და 2 ოქტომბერზე შევჩერდეთ. ეს ის დღეა, როცა საპარლამენტო არჩევნები სულ ერთი დღის ჩატარებულია, მმართველი გუნდი არჩევნების გზით შეცვლილია, სოციალურად დაუცველი ოჯახები და დევნილები კი რამდენიმე შენობაში შეჭრას ცდილობენ. 2 ოქტომბრიდან მოყოლებული, არაერთი კვირის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახები და დევნილები საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად იკავებდნენ სხვადასხვა ფართს და ახალი ხელისუფლებისგან მათ დაკანონებას მოითხოვდნენ:

”ძალიან ვთხოვთ ყველას, გამოიჩინეთ ჰუმანურობა და დაგვეხმარეთ. ჩვენი მოთხოვნაა ნორმალური ფართი ნორმალური პირობებით, მეტს არაფერს ვითხოვთ”.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა შენობებში შეჭრილი ადამიანების რიცხვმა რამდენიმე ასეულს გადააჭარბა, ახალმა მთავრობამ სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ განცხადება გააკეთა. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგიენკომ თქვა, რომ ამ ადამიანების საკითხს სოციალური აგენტები შეისწავლიდნენ და მათ უპირველეს საჭიროებებს გამოავლენდნენ:

”მთავარი ამოცანაა, გამოვყოთ ბიუჯეტი იმისათვის, რომ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს, რადგან მათ ძალიან ეჩქარებათ და მრავალ მათგანს თავშესაფარიც კი არ აქვს, უკვე დავიწყოთ მათი დაკმაყოფილება ბინის ქირის გადახდით, რათა მყისიერად, უახლოესი დღეების განმავლობაში, ჰქონდეთ თავისი ჭერი, სადაც ოჯახთან ერთდ იცხოვრებენ. ჩვენი ამოცანაა, რომ მოხდეს რეალური დიფერენცირება - რამდენია რეალურად სოციალურად დაუცველი ადამიანი და რამდენი ხელოვნურად მიკედლებული”.

დავით სერგიენკოს დაპირებამ სათანადო შედეგი ვერ გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ექვსი თვის მანძილზე ქირით უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულება 1000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ პირთან გაფორმდა, სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილი უარს აცხადებს აღნიშნულ პირობაზე, რადგან ექვსი თვის შემდეგ ისინი კვლავაც საცხოვრებლის გარეშე რჩებიან. რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში შეჭრილმა რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში მყოფი სოციალურად დაუცველი ოჯახი

რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში მყოფი სოციალურად დაუცველი ოჯახი

სოციალურად დაუცველმა 32-მა ოჯახმა არაერთხელ მიმართა პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას. ისინი დაკავებულ ფართებში ელემენტარული საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილებას მოითხოვდნენ. მოშიმშილეებმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან, რომლის ბიზნესცენტრის შესასვლელთანაც ჰქონდათ გაშლილი ლეიბები, დახმარების პირობა მოისმინეს, მაგრამ მოგვიანებით, ანალოგიური მოთხოვნით, ახლა თბილისის მერიაში მოუწიათ შეჭრა. რკინიგზის საავადმყოფოში ელექტროენერგიის შეყვანასთან ერთად, წინასაახალწლოდ მერიამ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ფოიეში მდგარი ნაძვის ხე რკინიგზის საავადმყოფოს დერეფანში გადაიტანა.

გასული წლის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სოციალურად დაუცველი ოჯახების გააქტიურებას, შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაღაროელების, მუნიციპალური ტრანსპორტისა და რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვა მოჰყვა. გაფიცვების ტალღა ოქტომბერში აგორდა და რამდენიმე კვირას გასტანა. ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა ხელფასის გაორმაგებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო. ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვას ფოთის პორტის თანამშრომლების გაფიცვა
გვაქვს ძალიან დაბალი ხელფასები. წელიწად-ნახევრის წინ ხელფასები დაგვიკლეს. ახლა ვითხოვთ ხელფასების მომატებას. იმდენი უნდა გვქონდეს, რომ საარსებოდ გვყოფნიდეს...

მოჰყვა. გაფიცული მუშა-მოსამსახურეები სამუშაო ადგილებს მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდნენ, რაც დამსაქმებლისგან პირველი დეკემბრიდან სახელფასო განაკვეთის 20%-იანი ზრდის პირობა მიიღეს. ოქტომბრის ბოლოს გაფიცვის ტალღამ საქართველოს რკინიგზაშიც შეაღწია. მოთხოვნა აქაც იგივე იყო - ხელფასების მომატება და შრომის პირობების გაუმჯობესება:

”გვაქვს ძალიან დაბალი ხელფასები. წელიწად-ნახევრის წინ ხელფასები დაგვიკლეს. ახლა ვითხოვთ ხელფასების მომატებას. იმდენი უნდა გვქონდეს, რომ საარსებოდ გვყოფნიდეს. რაც გვქონდა, ის დაგვიტოვონ. 750-800 ლარამდე გვქონდა. ახლა 600 ლარი გვაქვს”, - ამბობს რკინიგზის ერთ-ერთი თანამშრომელი.

იმას, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აგორებული გაფიცვების ტალღა შესაძლოა საბოტაჟი იყო, ამას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს. საბოტაჟის შესახებ ლაპარაკობდა ახალი ხელისუფლება მაშინაც, როცა სოციალურად დაუცველი ოჯახები და დევნილები ფართებში შედიოდნენ და მათ დაკანონებას ითხოვდნენ. გაფიცვების ტალღის ერთგვარ დასასრულად შეიძლება ჩაითვალოს ნოემბრის დასაწყისში დედაქალაქში მუნიციპალური ავტობუსების ხუთდღიანი გაფიცვა. მძღოლები არასათანადო სამუშაო პირობებსა და შეუსაბამო ხელფასებზე საუბრობდნენ.

საპარლამენტო არჩევნებამდე, ანუ პირველ ოქტომბრამდე, 2012 წლის მთელი 9 თვე იყო გასული. წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სოციალურ მოვლენად პენსიების ზრდა უნდა ჩაითვალოს. შეგახსენებთ, რომ პირველი სექტემბრიდან 67 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 125 ლარამდე გაიზარდა. ამას 15 ლარიანი სადაზღვევო პაკეტი დაემატა, რომელიც ყველა პენსიონერმა მიიღო. 2013 წლის პირველი აპრილიდან პენსიის ზრდას გეგმავს ახალი ხელისუფლებაც. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2013 წლის 1-ლი აპრილიდან 100 ლარის ნაცვლად 125 ლარიანი პენსია დაენიშნებათ 67 წლამდე ასაკის პენსიონერებსაც, პირველი სექტემბრიდან კი ასაკით პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატული პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსია დღეს არსებულ საარსებო მინიმუმს - 150 ლარს - გაუტოლდება.
რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში მყოფი სოციალურად დაუცველი ოჯახი

რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში მყოფი სოციალურად დაუცველი ოჯახი


აქვე უნდა ვახსენოთ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა, რომელიც, ყოფილი მმართველი გუნდის ინიციატივით, გასული წლის პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში და რომლის მიხედვითაც, უფასო სადაზღვევო პოლისით სარგებლობენ ასაკით პენსიონერები, 0-დან 5 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ამ პროგრამის ამოქმედებას ექსპერტებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მათი ვარაუდით, თუკი სახელმწიფომ ბავშვებისა და მოხუცების დაზღვევით, ერთი მხრივ, ყველაზე მაღალი რისკჯგუფის დაზღვევის პასუხისმგებლობა იტვირთა, ამასთანავე, წინასაარჩევნო ქულებიც ჩაიწერა.

ტარიფების შემცირება - ეს არის საკითხი, რომლის მოგვარებასაც მოსახლეობა ახალი ხელისუფლებისაგან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ელოდა. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არაერთხელ მოუხდა თავის მართლება და განმარტება, რომ წიანსაარჩევნოდ ”ქართული ოცნება” მოქალაქეებს ტარიფების განახევრებას არ დაჰპირებია, რომ კოალიცია, მხოლოდ მათ შემცირებაზე საუბრობდა. თითქმის ორთვიანი მოლოდინის შემდეგ კი, დეკემბრის მიწურულს, ცნობილი ხდება, რომ, კომპანია ”ინტერ-რაოსთან” წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით შემცირდება მათთვის, ვინც 0-დან 300 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარს. კლება არ შეეხება მათ, ვინც 300 კვტ-ზე მეტს ხარჯავს.

”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ამ გადაწყვეტილებას ”ამომრჩევლის მოტყუება” უწოდა და განაცხადა, რომ დაანონსებული გაიაფების პირობებში მომხმარებელი მეტად მცირე შეღავათს მიიღებს და ეს შეღავათი გაცილებით ნაკლები იქნება იმ 1000-ლარიანი ვაუჩერის განუხორციელებელ სარგებელთან შედარებით, რომელსაც ყოფილი მმართველი გუნდი მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდებოდა:
ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი


”ჯერ კიდევ არჩევნებამდე შეიტანა ჩვენმა მთავრობამ პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც, სხვა შეღავათებთან ერთად (როგორიც იყო სოფლის პროგრამა და საყოველთაო დაზღვევის პროგრამა), ითვალისწინებდა თითოეული ოჯახისთვის 1000-ლარიანი ვაუჩერის გადაცემას და პრაქტიკულად დეკემბერში უკვე დარიგებული იქნებოდა - ყველა ოჯახს ექნებოდა 1000-ლარიანი ვაუჩერი. თუკი ამ ვაუჩერს გადავთვლიდით თითო თვეზე, თითო ოჯახი მიიღებდა 23 ლარ შეღავათს. მე მინდა ყველამ შეადაროს ციფრები 23 ლარი და 3 ლარი და 54 თეთრი”, - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე კი არ გამორიცხავს, რომ 3 თვის შემდეგ ტარიფები კიდევ უფრო შემცირდეს.

დასასრულისათვის უნდა ითქვას მოსახლეობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის - უმუშევრობისა და დასაქმების - შესახებ. უმუშევრობის ”ხერხემალში გადატეხის” პირობა ჯერ კიდევ 2012 წლის ზაფხულში დადო ყოფილმა მმართველმა გუნდმა, როდესაც დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტი შექმნა და საზოგადოებას მინისტრიც წარუდგინა. შეიქმნა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამაც. თუმცა სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი გამოკვლევის შედეგად, ცხადი ხდება, რომ მოქალაქეების უმრავლესობის მთავარი პრობლემა კვლავაც უმუშევრობაა.
XS
SM
MD
LG