Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი შედეგებით გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა


გარდაბნის მუნიციპალიტეტის ყველა საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგებით, გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში ხმების 70,15%-ით გაიმარჯვა კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“კანდიდატმა ბესიკ კახაბრიშვილმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 29,85 % მიიღო. 28 იანვარს ჩატარებულ რიგგარეშე არჩევნებში 33,13% შეადგინა ამომრჩეველთა აქტივობამ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხმების დათვლის, შედეგების შეჯამების და საარჩევნო უბნებიდან საოლქო კომისიაში ოქმებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის ჩაბარების პროცესი მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა. ანა მიქელაძემ აღნიშნა, რომ დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ პროცედურულ ხარვეზებსზეგავლენა არ მოუხდენია კენჭისყრის მიმდინარეობაზე და ამომრჩევლებს მთელი დღის განმავლობაში შეუფერხებლად შეეძლოთ თავისი ნების გამოხატვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ინფორმაციით, გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შეტანილია 13 საჩივარი, რომელიც ძირითადად ეხება პროცედურულ საკითხებს. ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია საჩივრებს კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს. გარდაბანში, კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, მე-2 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ფიზიკური დაპირისპირება. არჩევნების მეთვალყურე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ამ ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია საარჩევნო უბნის შენობაში კენჭისყრის პროცესის მშვიდობიანად წარმართვაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG